შემოგვიერთდით facebook-ზე

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ოზგურ რ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 50 აბი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" ამოიღეს, რომლის საერთო წონა ექსპერტიზის დასკვნით 14,836 გრ-ია და 0,6 გრ მეტამფეტამინს შეიცავს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 20,481 გრ გამომშრალი მარიხუანა.

20-01-2015, 17:11

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ზეზვა უ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.

20-01-2015, 17:06

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კასპის რაიონის სოფელ ყარაფალაში იური ვაზაგაშვილმა სავარაუდოდ თავი აიფეთქა, ან ააფეთქეს. ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ვაზაგაშვილმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო. აღნიშნული ფაქტი ვაზაგაშვილის შვილის საფლავზე მოხდა. აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერიტორია დანაღმული იყო და აფეთქება ამის შედეგად მოხდა.

20-01-2015, 15:45

ვარკეთილში, შეყვარებულმა გოგონამ 19 წლის ბიჭი სახლიდან გამოიყვანა და თავის ახლობლებს მოაკვლევინა. გარდაცვლილი დავით ხარაზიშვილია, რომელიც ზურგის არეში არსებული ჭრილობებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა.

17-12-2014, 22:54

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1956 წელს დაბადებული თენგიზ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

17-12-2014, 18:51

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ძველი თბილისის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ნოდარ ნ. მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

11-12-2014, 20:03

თბილისის მერიაში პროკურატურა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვის საქმეზე გამოძებას აწარმოებს, რის შესახებაც მერია განცხადებას ავრცელებს. 

,,მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან თბილისის მერიაში და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვის დოკუმენტაციის ამოღების მიზნით, სიმართლეს არ შეესაბამება.

10-12-2014, 20:33

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხუთი პირი, რომელთაც იძულებით გადაადგილებულთა საცხოვრებელი კორპუსებისთვის გამოყოფილი თანხის მითვისებაში ედებათ ბრალი, პასუხისგებაში მისცა.

9-12-2014, 17:44

დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა თეა შაიშმელაშვილმა, ჟურნალ geoelite.ge–სთან საუბარისას განაცხადა, რომ სოფელ ტბეთის (ხადიკი) მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ თაღლითურად მითვისებული თევზსაჭერით სარგებლობის უფლება აღარ აქვს. სოფლის მცხოვრებლების მძიმე სოციალური ფონი კი ამ ფაქტის შემდეგ უფრო დამძიმდა, რადგან ისინი არსებული თევზსაჭერით ყოველთვის სარგებლობდნენ.

9-12-2014, 17:10

კახეთის რეგიონალური პრესისა და ტელევიზიის ჟურნალისტი თეა შაიშმელაშვილი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, შემდეგ პოსტს დებს.
,,რაღაც პრობლემა მქონდა და ეს წუთია დავბრუნდი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან.

6-12-2014, 20:49

5-7 დეკემბერს საიას მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი ტრადიციულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, გამართავს ოლიმპიადას ,,ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის"
საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით ოლიმპიადა ბოლო 8 წელია იმართება და ემთხვევა საია-ს ტრადიციულ "ადამიანის უფლებათა დაცვისკვირეულს".

4-12-2014, 14:48

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1965 წელს დაბადებული, წარსულში თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის ნასამართლევი ელმან გ. და 1985 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ანარ გ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში დააკავეს.

4-12-2014, 13:35



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა