შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში ახალქალაქის 4 მაცხოვრებელმა წარმოადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა: სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 1220 საბრძოლო ვაზნა, 14 ცალი ყუმბარმტყორცნი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
სულ ჩაბარებულია: "ა-კა-ეს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი, სხვადასხვა ტიპის 1220 ვაზნა, 4 ჭურვი, 44 ამფეთქი კაფსულა, სხვადასხვა ტიპის 8 ხელყუმბარა, "ერ-პე-გე"-ს ტიპის 14 ყუმბარმტყორცნი, ნაღმმტყორცნის 3 ნაღმი, 3 სასიგნალო რაკეტა, ტყვიამფრქვევის დასადგამი 3 ფეხი, ნაღმის 2 კაფსულა და "ა-კა-ეს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 3 მჭიდი.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).