შემოგვიერთდით facebook-ზე
პეკინის ქუჩაზე მოკლული ტრანსგენდერის ,,საბის" მკვლელი დააკავეს
12-11-2014, 11:56  /  ნახვა: 2408

როგორც გამოძიებით დგინდება მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მიზეზი ვალის დაუბრუნებლობა გახდა. ბრალდებულის განმარტებით, გარდაცვლილს მისი ვალი ჰქონდა, რომელიც რამოდენიმე თვის წინ ასესხა და მის დაბრუნებას სთხოვდა. სწორედ ამ თანხის გადაუხდელობა გახდა მკვლელობის მოტივი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: ,,შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები ლევან კ. მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.პეკინის ქუჩაზე მოკლული ტრანსგენდერის ,,საბის" მკვლელი დააკავეს
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან კ-მ 11 ნოემბერს, ღამით, პეკინის ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ნაცნობს, 1991 წელს დაბადებულ ბექა ბ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით დგინდება, რომ ურთიერთშელაპარაკება თანხის გამო მოხდა, რომელიც ბრალდებულმა ბექა ბ-ს რამდენიმე თვის წინ ასესხა და ამ თანხის დაბრუნებას სთხოვდა. ლევან კ-მ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ბექა ბ-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ლევან კ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით)."

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა