ზუგდიდის სასამართლომ ემზარ კვიციანს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ის სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით 2006 წლიდან იძებნებოდა. წინა ხელისუფლების დროს პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა. მან მიმდინარე წლის 28 თებერვალს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, რა დროსაც სამართალდამცველებმა აეროპორტში დააკავეს.
იგი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მისი მხრიდან სროლას ადგილი არ ჰქონია. ემზარ კვიციანი მიმდინარე სასამართლო პროცესებზე აცხადებდა, რომ კოდორი ჩასაბარებლად ირაკლი ალასანიამ გაამზადა.
,,არანაირი სროლა და ამბოხი ჩემი მხრიდან არ ყოფილა, ორი მეგობარი ციხეში წამებით მოკლეს,ხელისუფლებამ ხეობისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღო (კვიციანი ცრემლს იწმენდს, არ უნდა შეიმჩნიოს და ბადრაგისგან მიწოდებულ წყალს სხვამს- ჟურნალისტი). გარეოში იყო კაცი ირაკლი ალასანიას სახით, რომელმაც კოდორი ჩასაბრებლად მოამზადა. ამის შემდეგ კი 400 მილიონი ორ წელიწადში ჩამოაწერს. სააკაშვილის მთავრობას ჯერ კიდევს ხელისუფლებაში მოსვლამდე, რუსებისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ კოდორს ჩააბარებდა და შეასრულა კიდეც", – აცხადებს კვიციანი ჩვენებაში.
კვიციანის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. ხვალ კი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან, ახლობლები მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავენ, ლოზუნგით: ,,თავისუფლება ემზარ კვიციანს!"