შემოგვიერთდით facebook-ზე
,,ჟვანიას საქმის" პირველი ექსპერტი სახლში გარდაცვლილი იპოვეს
13-11-2014, 13:52  /  ნახვა: 6210

ჟვანიას საქმის ექსპერტი, 54 წლის პათანატომი მამუკა ჩხაიძე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის პირველი იყო, ვინც საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა.
ინფორმაცია მისი სიკვდილის შესახებ პირველად ,,ლიბერალმა" გაავრცელა: ,,ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, მამუკა ჩხაიძე პროკურატურაში დაკითხვებზე დადიოდა. მეგობრების თქმით, ბოლოს დაკითხვაზე ჩხაიძე 7 ნოემბერს, პარასკევს იმყოფებოდა, რომლის შემდეგაც სახლში დაბრუნდა და მეზობლებთან ერთად ისადილა. მას შემდეგ კი მამუკა ჩხაიძე ცოცხალი აღარავის უნახავს.
ჩხაიძე მას შემდეგ მოიკითხეს, რაც ორშაბათს, 10 ნოემბერს სამსახურში, სამედიცინო უნივერსიტეტში, ლექციის ჩასატარებლად არ მივიდა. თანამშრომლები ჩხაიძის ოჯახს დაუკავშირდნენ.
ჩხაიძე მარტო ცხოვრობდა და გარდაცვლილი მისმა ძმისშვილმა იპოვა. ექსპერტი გარდაცვლილი, იატაკზე იპოვეს.
რომელსაც შსს-ში უთხრეს, რომ ამ ფაქტზე საქმე არ არის აღძრული. პროკურატურაში კი კომენტარი არ გააკეთეს.ჩხაიძის ცხედარი შსს-ს დეტექტივმა დაათვალიერა, საეჭვო გარემოებები კი აღმოჩენილი არაა და არც გამოძიება არ დაწყებულა.
ჩხაიძის ნათესავებს ექსპერტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ და დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას არ აპირებენ.
ჟვანიას საქმეზე მომუშავე ექსპერტებიდან ჩხაიძე პირველი არაა, ვინც მკვდარი იპოვნეს.
პრემიერის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე ყვარელში, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი ლევან სამხარაული მოკლეს. ლევან სამხარაული იმ გამათბობლის ექსპერტიზას ესწრებოდა, რომლიდანაც, გამოძიების მიხედვით, გაზმა გაჟონა.
გარდა ამისა, სამხარაულის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, ოფიციალური ვერსიით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ჟვანიას საქმეზე მომუშავე კიდევ ერთი ექსპერტი, ლევან ჩაჩუა ციხეში ზის. გამოძიება მას "სამსახურეობრივი გულგრილობის გამოვლენის" და "საქმის არაჯეროვნად შესრულების" გამო ედავება.
ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში ასევე მონაწილე პათანატომს ომარ ხარძეიშვილს კი, საუბარი არ სურს."

წყარო: ლიბერალი

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა