ტელე-შოუ ,,უკანასკნელი გმირის" ფრანგული ანალოგის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი მოიკლა. ეს მას მერე მოხდა, რაც პროექტის 25 წლის მონაწილე ჯერალდ ბაბინას გული გაუსკდა.
ტრაგედიის შემდეგ ექიმს, რომელიც პროექტში მუშაობდა, ბრალდებები დაატყდა თავს. ახალგაზრდა მონაწილის გარდაცვალების შემდეგ, ტელეპროექტის გადაღებები გადაიდო, პრესის წარმომადგენლები კი, მაშინვე დაესხნენ თავს პროგრამის სამედიცინო მუშაკს - ტიერი კოსტას.
რამდენიმე დღეში თავდასხმებისგან თავმობეზრებულმა 38 წლის ექიმმა თავი მოიკლა და სიკვდილის წინ ბარათიც დატოვა: ,,ძალ-ღონე არ დამიშურებია, რომ ამ ადამიანისთვის სიცოცხლე შემენარჩუნებინა. არც ერთი წამით არ გადამიხვევია ჰიპოკრატეს ფიცისთვის. სამწუხაროდ, ჩემი ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა".
როგორც კი შოუს მონაწილე ჯერალდმა თავი ცუდად იგრძნო, ექიმთან მისულა, რომელმაც მას დახმარება აღმოუჩინა და ჰოსპიტალში გაგზავნა. საბოლოოდ ბიჭი ჰოსპიტალში გარდაიცვალა, თუმცა იმ კლინიკის თანამშრომლებისთვის არც პრესას და არც ხელისუფლებას პასუხი არ მოუთხოვია.