პოლიციამ ორი ძებნილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისთვის ძებნილი, 1981 წელს დაბადებული მირზა მ. და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობისთვის ძებნილი, 1987 წელს დაბადებული ირაკლი მ. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დააკავეს.
დაკავებულები საქართველოში უკრაინის რეისით ჩამოფრინდნენ. ორივე ბრალდებული ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2008 წლიდან იძებნებოდა. სასამართლომ მირზა მ-ს 4 წლისა და 9 თვის ვადით, ხოლო ირაკლი მ-ს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ორივე მსჯავრდებული, ამ დროისთვის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაშია მოთავსებული.
ავტორები
ვერიკო ბუბუტეიშვილი
თეონა ამბროლიანი
სასამართლო პროცესზე პატიმარმა ადვოკატს უნდობლობა გამოუცხადა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე მაია შოშიაშვილის თავჯდომარეობით, ზურაბ გაბლიშვილის საქმე განიხილეს, რომელიც სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის “დ“ ქვ/პ სამართლდება. აღნიშნული მუხლი, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტს ითვალისწინებს, რაც ჩადენილია არაერთგზის და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან-თოთხმეტ წლამდე. დაცვის მხარეს ადვოკატი ნინო მიქატაძე წარმოადგენდა.
სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე, ბრალდებულმა ადვოკატის აცილებასთან დაკავშირებით, მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა. რაზეც მან განმარტა, რომ ადვოკატისა და მისი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა და იგი, პირადი შეუთანხმებლობით არის გამოწვეული. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
დაბრუნდება, თუ არა ეკრანზე მარინა სალუქვაძე?
ცნბილი ჟურნალისტი და ტელე-წამყვანი მარინა სალუქვაძე, კარგახანია ეკრანზე აღარ ჩანს. მისი წასვლა ტელეკომპანია ,,მზის“ ფორმატის შეცვლასა და გადაცემა ,,ტაბუს“ დახურვას უკავშირდება. ამბობს, რომ ტელე-მაყურებელთან შეხვედრა ძალიან ენატრება.
კვლავ ვიხილავთ, თუ არა მას ჟურნალისტის ამპლუაში, ან გააგრძელებს, თუ არა რომელიმე ქართულ სატელევიზიო არხზე მოღვაწეობას, ამის გასარკვევად ქალბატონ მარინას დავუკავშირდით.
- როგორ შეიქმნა გადაცემა ,,ტაბუ“?
- ძალიან სპონტანურად, რადგან ასეთი გადაცემა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში არ არსებობდა, უცებ გადავწყვიტეთ...
- თქვენ იყავით ჟურნალისტი, რომელიც ყველაზე ტაბუდადებულ თემებზე საუბრობდა. იყო,თუ არა ეს თქვენთვის ერთგვარი რისკი?
- რისკი იყო, თავდაპირველად არც გვეგონა, რომ ეს გადაცემა გაამართლებდა.
ავტორები
ვერიკო ბუბუტეიშვილი
თეო აბროლიანი
ბრალდებული „დეზომორფინის“ გამოყენებისთვის ხელახლა სამართლდება
მოსამართლე ქეთი ჯაჭვაძის თავმჯდომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, გოჩა დავითელაშვილის ბრალეულობა განიხილა, რომელიც სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით სამართლდებოდა. აღნიშნული მუხლი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, წარმოება, შენახვის, გადაგზავნის ან გასაღების ფაქტს ითვალისწინებს, რაც ჩადენილი იყო განსასჯელის მიერ არაერთგზის და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან-თოთხმეტ წლამდე.
ადვოკატ ბელა თალაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში ელოდებოდა პირს, რომელსაც კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება, ე.წ. „დეზომორფინი“,პირადი მოხმარებისათვის უნდა მიეყიდა. პატრულმა ადგილზე მოახდინა ბრალდებულის დაკავება. განსასჯელი არ აღიარებდა დანაშაულს, მაგრამ ექსპერტიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკულ საშუალებაზე, მისი ხელის ანაბეჭდი იყო, რაც პატრულის თანამშრომლებმაც დაადასტურეს. ადვოკატმა ჩვენთან საუბარში ისიც განაცხადა, რომ განსასჯელი, იგივე ქმედებაზე ადრეც იყო ნასამართლევი, რაზეც საპროცესო შეთანხმება 2000 ლარის გადახდის შემდეგ შედგა. იგი ერთ წლიან პირობით სასჯელს მოიცავდა. ამ შემთხვევიდან, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ბრალდებულმა, იგივე ქმედება ჩაიდინა.
ტრეფიკინგის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული დავით თ. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის ივლისში დავით თ-მ, 1993 წელს დაბადებული თ.ა. ოჯახისთვის ზიანის მიყენების მუქარით, ყვარლიდან თბილისში ჩამოიყვანა, პირადობის მოწმობა და ტელეფონი გამოართვა და განუცხადა, რომ მას მამაკაცებისათვის სექსუალური მომსახურება უნდა გაეწია, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ დავით თ-მ თ.ა-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და მუდმივი მუქარის ქვეშ აიძულებდა ბარ „თენექ“-ში მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურება გაეწია, ხოლო მათ მიერ გადახდილ თანხას მთლიანად ითვისებდა.
გამოძიება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე (სსსკ-ს 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.
ავტორები
თეონა ამბროლიანი
ვერიკო ბუბუტეიშვილი
ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა
რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ფაქტია, რომ ნარკომანია ჩვენი ეპოქის ტრაგედიაა. ყველაფერთან ერთად, სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი, აკრძალული ნაყოფის სიგემრიელის პრინციპით უდგება ამ საკითხს და ვერ ხვდება, თუ როგორი ცუდი შედეგის მომტანია, მათთვის ეს - „აკრძალული ხილი“.
ნარკომანიის პრობლემასთან დაკავშირებით, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის რეამინატოლოგს ბატონ ილია ოქროჯანაშვილს გავესაუბრეთ.
- ბატონო ილია, რას იტყვით ზოგადად ნარკომანიის პრობლემასთან დაკავშირებით?
- ნარკომანიის პრობლემა უხსოვარი დროიდან მოდის, მას შემდეგ, რაც ფსიქოტროპული მოქმედების, სპეციალური ნივთიერებები აღმოაჩინეს, ამას ზოგი „კაიფისთვის“, ზოგი კი სამკურნალოდ იყენებს. თუმცა ფაქტი ერთია, რომ მას ფატალური შედეგი მოჰყვება. პრაქტიკულად, ეს არის ხალხი, რომლებიც წამალდამოკიდებულნი არიან, რაც მათში მენტალური სტატუსის შეცვლას იწვევს. ამ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება დეგრადირებას განიცდის. ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რათა ერთჯერადი ,,ჩხვლეტის“ სანაცვლოდ სიამოვნება მიიღონ.
ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი, 1970 წელს დაბადებული ვახტანგ კობახიძე და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე, 1953 წელს დაბადებული აკაკი დანელია ამხილეს. ამჟამად ორივე მათგანი დაკავებულია.
„ქურდული სამყარო“-ს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ბექა თ. ე.წ. „ქურდული სამყარო“-ს წევრობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული აღიარებს ე.წ. „ქურდულ სამყარო“-ს და მისი აქტიური წევრია. მას ურთიერთობა ჰქონდა პატიმრობაში და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „ქურდული სამყარო“-ს წევრებთან.
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული სულიკო ლ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქობულეთში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბარში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს: „მაკაროვი“-ს სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი, 3 ხელნაკეთი პისტოლეტი, „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატის 4 მჭიდი, „ერ-გე-დე“-ს ტიპის ერთი ხელყუმბარა, „ეფ 1“-ის ტიპის ერთი ხელყუმბარა, დენთის 234 ცალი ფეთქებადი ჩხირი და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის 199 საბრძოლო ვაზნა.
იუსტიციის მინისტრი ევროკომისრებს - შტეფან ფულესა და სესილია მალმსტრომს - შეხვდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესა და საშინაო საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრებზე განაცხადა მინისტრმა, მთავრობის მიზანია, ინსტიტუტების დონეზე დემოკრატიის მშენებლობა; ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ პოლიტიკურად, სამართლებრივად და ეკონომიკურად ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ნებისმიერი მომავალი მთავრობის ხელში შეუქცევადი იქნება.
იუსტიციის მინისტრი ევროკომისრებს იმ რეფორმების შესახებაც ესაუბრა, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო უდგას სათავეში; მათ შორის, სასამართლოს რეფორმის მეორე ტალღის, „შრომის კოდექსის“, „სისხლის სამართლის კოდექსის“, ანტიდისკრიმინაციული კანონისა და სხვათა შესახებ.
„ჩვენ ახლა ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა გვჭირდება. ქართველ ხალხს, რომელიც შეუსვენებლივ აგრძელებს სვლას ევროპისკენ, თქვენი ხელშეწყობის იმედი აქვს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქე სიკვდილს გადაარჩინა
პატრულ-ინსპექტორმა ილია სულაკაძემ 1985 წელს დაბადებული გოდერძი იობიძე სიკვდილს გადაარჩინა. გოდერძი იობიძე ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, რესტორან ,,რივერ საიდთან” მდებარე ხიდიდან მდინარე რიონში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. ამ ფაქტს პატრულ-ინსპექტორი ილია სულაკაძე შეესწრო. ის დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე და მდინარე რიონიდან მოქალაქე ამოიყვანა.
ადგილზე გამოცხადდა სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადა. გოდერძი იობიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სასჯელაღსრულების სამინისტრო ელისო კილაძის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. სამინისტროს ინფორმაციით, კილაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან არც ერთი არ არის გადაღებული ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ორი ფოტოსურათი, სადაც ნაჩვენებია პატიმრის მოკვეთილი ხელი, გადაღებულია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 2012 წლის ივლისში. ხელი ეკუთვნის პაციენტ ნოდარ რ.-ს, რომელიც არასოდეს ყოფილა პატიმარი.