შემოგვიერთდით facebook-ზე
სასჯელაღსრულების სამინისტრო ელისო კილაძის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს
18-09-2013, 13:23  /  ნახვა: 1848

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.  სამინისტროს ინფორმაციით,  კილაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან არც ერთი არ არის გადაღებული ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ორი ფოტოსურათი, სადაც ნაჩვენებია პატიმრის მოკვეთილი ხელი, გადაღებულია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 2012 წლის ივლისში. ხელი ეკუთვნის პაციენტ ნოდარ რ.-ს, რომელიც არასოდეს ყოფილა პატიმარი.

რაც შეეხება დანარჩენ ფოტოებს, სადაც ასახულია პატიმართა რენტგენის სურათები, საიდანაც ირკვევა, რა გზით შეაქვთ  პირებს აკრძალული საგნები ციხეში, ეს ფოტოები სასჯელაღსრულების სამინისტრომ საზოგადოებას უკვე წარუდგინა.

ამ ფაქტიდან დასტურდება სამინისტროს ინფორმაცია, რომ ნამდვილად არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ სისტემის დისკრედიტაციას და როგორც ჩანს, სწორედ მათ მიაწოდეს ქალბატონ ელისო კილაძეს მცდარი ინფორმაცია. ინფორმაციისთვის დამაჯერებლობის ელფერის მისაცემად კი თან დაურთეს ის ფოტოები, რომლებიც გუშინ თავად გაავრცელა სამინისტრომ.
 
 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა