შემოგვიერთდით facebook-ზე

ღირსი მამა არსენ იყალთოელი XI-XII საუკუნეების მიჯნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მოღვაწე, მთარგმნელი, ენციკლოპედისტი, ჰიმნოგრაფი და ფილოსოფოსი იყო. დავით რექტორი წერს: "ესე არსენ იყო გვარად ვაჩნაძე, იბადის ძე, კაცი ბრძენი და მეცნიერი და ელინურისა ენისა ზედმიწევნილი. აქუნდა შკოლა იყალთოს მონასტერსა და იყო მოძღვარი სამეცნიერო დავით აღმაშენებლისა მეფისა". ღირსი მამის ცხოვრება დაწვრილებით არ შემონახულა, ვიცით მხოლოდ, რომ ის იყო უმცროსი თანამედროვე ღირსი ეფრემ მცირისა.
მას საფუძვლიანი და ღრმა განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია, სადაც უთარგმნია თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თხზულება, გიორგი ჰამარტოლის "ხრონოგრაფი", რომელიც ცხრა წიგნისაგან შედგება და მოგვითხრობს ისტორიას ადამიდან თეოდოსი დიდის (379-395) მეფობამდე. აქვე, მანგანის მონასტერში თარგმნა არსენმა დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის კრებული, რომელსაც ქართულ მწერლობაში "დოგმატიკონი" ეწოდება. შემდეგ არსენი შავ მთაზე წავიდა და მოღვაწეობა ღირსი ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაიწყო. ეფრემის გარდაცვალების შემდეგ არსენმა დატოვა შავი მთა, ისევ მანგანის მონასტერში დაბრუნდა და გააგრძელა მთარგმნელობითი მოღვაწეობა.

3-10-2014, 20:21

ღირსი შიო მღვიმელი (VI), ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის, იოანეს ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომელიც წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, მოწაფეებს უთხრა:"იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს", შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს, მშობლებისაგან ნებართვა აეღო.

3-10-2014, 20:14

ღირსი სერგი რადონეჟელი როსტოვის მახლობლად, სოფელ ვარნიცაში მცხოვრები კეთილმსახური ბოიარების, კირილესა და მარიამის ოჯახში დაიბადა 1314 წლის 3 მაისს. მისი ღვთივრჩეულობა ადრევე გაცხადდა: ჯერ კიდევ შვილის შობამდე საღვთო ლიტურგიის დროს დედამ და მისმა თანამლოცველებმა ცხადად გაიგონეს ჩვილის სამგზისი წამოძახილი მშობლის საშოში: წმიდა სახარების წაკითხვამდე, „ქერუბიმების“ გალობისას და ასამაღლებელზე „წმიდაა წმიდათა“. უფალმა ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს ძე უბოძა. ახალშობილს ბართლომე დაარქვეს. ყრმამ სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ყველა გააოცა თავისი მარხვით: ოთხშაბათსა და პარასკევს დედის რძეს არ ეკარებოდა. ბავშვი არც მაშინ იღებდა დედისგან საკვებს, თუ მას ხორცი ჰქონდა ნაჭამი. როცა ეს შეამჩნია, მარიამმა საერთოდ აღიკვეთა ხორცეულის მიღება.

3-10-2014, 19:53

19 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი მოინახულეს. 2014 წელი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის საიუბილეო წელია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს. სოფელ ქვიშხეთში მდებარე სახლი, სადაც საზოგადო მოღვაწემ მთელი ცხოვრება გაატარა, დღეს დანგრევის პირასაა.

19-09-2014, 17:32

დედა ანა: ,,გმადლობ შენ უფალო ყველაფრისათვის"დედა ანას, რომელიც წყნეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს, უკვე მთელს საქართველოში იცნობენ. უფლისგან კურთხეული, საოცარი სიკეთის მატარებელი, დღედაღამ საქართველოზე და ხალხზე ლოცულობს. უსაზღვრო მადლის გამცემი საზღაურად მხოლოდ უფლის რწმენას და სიყვარულს ითხოვს. მისი ლოცვის ძალით წლებია ათასობით სნეული იკურნება, გზააბნეულთ ჭეშმარირების გზაზე აყენებს და უამრავს სიცოცხლეს, ცხოვრების აზრს უბრუნებს. ამიტომაც ყოველდღე მასთან ასობით ადამიანი მოდის.

7-09-2014, 16:37

ავტორი

მეგი მაჭარაშვილი

ეკლესია და ბიოეთიკური საკითხები

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრმა საჯარო ლექცია გამართა თემაზე – ეკლესია და ბიოეთიკური საკითხები.

მომხსენებლი გახლდათ მეცნიერებათა დოქტორი საეკლესიო სამართალში, მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი, რომელმაც ბიოეთიკური საკითხებისადმი ეკლესიის დამოკიდებულება საეკლესიო სამართლის განხრით წარმოადგინა.

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის დამფუძნებელი სერგო ფარულავა გახლავთ.

„ჩვენი ცენტრის მიერ ჩატარებული, თითქმის ყველა ლექცია მიმართულია, სწორედ იმ საკითხებისადმი, რომლებიც ჩვენს რეალობაში არ არის გაშუქებული და უცნობია საზოგადოებისათვის, თუ როგორია ეკლესიის და ზოგადად მართლმადიდებლობის დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხთან. მაგალითად ეკლესია და მეცნიერება; ეკლესია და სახელემწიფო ან ეკლესია და საზოგადოება, ხანდახან ზოგი თემის ცუდად ინტერპრეტირება ხდება და სამწუხაროდ ეს ცუდად ინტერპრეტირებული საზოგადოებმადე მიდის, როგორც წყალშეუვალი ჭეშმარიტება; ამისათვის ცენტრის მიერ ათობით უძლიერესი სტატია ითარგმნება: რუსულიდან, ინგლისურდან, ფრანგულიდან, ბერძნულიდან, იტალიურიდან, გერმანულიდან .’’– განაცხადა სერგო ფარულავამ.

საჯარო ლექციაზე დასწრება, თემატიკით დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ.

 

1-04-2014, 14:40

დედა ანა 1992 წლიდან დღემდე, წყნეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს. ეს სათნო მოხუცი ჯვრით ხელში, თავისი მადლიანი ლოცვით ხალხს უანგაროდ ემსახურება. მუხლ-ჩაუხრელად იღვწის და უფლის ნებით უდიდეს საქმეს - ადამიანთა სულიერ და ფიზიკურ განკურნებას ტვირთულობა. სწორედ ამ მონასტერში, მისივე აგებულ მძლეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მოღვაწეობისას აკურთხა უწმინდესმა იგი მონაზვნად და იმ დღიდან იწოდება დედა ანად, რომელსაც უკვე მთელი საქართველო იცნობს.

10-03-2014, 15:55

,,სხვა მორალური მდგომარეობაა ემბრიონის ბუნებრივი სიკვდილი, სხვა - ადამინის ხელით აღსრულებული“

არასწორი,  მოჭარბებული ინფორმაციის წყალობითა და ტოტალური გაუნათლებლობის ხანაში - მე-20 საუკუნეში, ადამიანებთან ურთიერთობა გართულდა... ყველა სფეროში უწიგნურობამ დაისადგურა და მხოლოდ კერძო ამბიციებისა და ვიწრო შეგნება-აზროვნებით წყვეტენ ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხებს - ,,ამას ეს, იმას ის... საქმეში განსწავლული ადამიანების გარეშეც შეიძლება ყველა საკითხის მოგვარება“.... ისმის სხვადასხვა ბნელი კულისებიდან...

საქვეყნოდ ატეხილ ხმაურიან ამბებზე - სხვადასხვა პრობლემებზე და მნიშვნელოვან საკითხებზე, ბოლნისის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმსახურს, მამა ილია ჭიღლაძეს  ვესაუბრეთ, თუმცა შეკითხვები მაინც ბევრი დარჩა ამოუწურავი და, მომავალშიც შევეცდებით მასთან მსგავს თემებზე ვისაუბროთ...

10-03-2014, 13:40

ავტორი

ეკა რევაზიშვილი

ქეთევან ხაჟომია: ოჯახიც ერთგვარი მონასტრული ცხოვრებაა, რომელიც პასუხისმგებლობას და მოთმინებას მოითხოვს

პროფესიით ფილოლოგი და ხატმწერი ქეთევან ხაჟომია  1970 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. მან  რუსეთის სასულიერო აკადემია დაამთავრა და მას შემდეგ აქტიურადაა ჩართული იმ საპასუხისმგებლო საქმიანობაში, რასაც ხატწერა ჰქვია. მისი დაწერილი ხატები საქართველოს გარდა არაერთი ქვეყნის ეკლესია-მონასტრებშია დაბრძანებული: ამერიკაში, კვიპროსში, გერმანიაში, რუსეთში. მისი შექმნილი ივერიის ღვთისმშობლის ფრესკა გერმანიაში, ჰამბურგის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ტაძარშია გაკეთებული ქართული წარწერებით.

- როდის და რატომ გაგიჩნდათ ხატწერის შესწავლის სურვილი?

- უფალს ყოველი ჩვენთაგანი ჰყავს სხვადასხვა საქმისთვის განკუთვნილი. თუ ადამიანი ეცდება, რომ მოძებნოს ეს გზა, ადრე თუ გვიან ალბათ გამოუჩენს ღმერთი. პროფესიით ფილოლოგი ვარ, რომელიც ახლომდგომი პროფესიაა ხატწერასთან. საბჭოთა პერიოდში, როცა ვსწავლობდი ფილოლოგია ერთ-ერთი ფაკულტეტი იყო, სადაც წმინდანთა ცხოვრება, საღმრთო სჯული ისწავლებოდა. ბევრი რაღაც განაპირობებს ხოლმე ცხოვრებაში გზის გაკვლევას, ჩემს შემთხვევაში ეს აფხაზეთის ომს დაემთხვა. ახალგაზრდას, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი გაქვს შინაგანად, რაიმეს გასაკეთებლად, ცდილობ თვითრეალიზების გზები მოძებნო. სწორედ მაშინ დავიწყე ფიქრი, გამეკეთებინა ისეთი რამე, რაც გააერთიანებდა ჩემს პროფესიას და უნარს. ეს გამოდგა საუკეთესო პროფესია ამ თვალსაზრისით, იმიტომ, რომ იმ სამყაროში ვცხოვრობდი, რაც ახლა რეალურად დაფაზე გადამაქვს.

7-03-2014, 20:24

მოამზადა

გიორგი გაბაშვილმა

რელიგიური კონფესიები 4.5 მილიარდი ლარით დაფინანსდებიან

საქართველოს მთავრობამ სახემწიფო კანცელარიაში სხდომა გამართა.  პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით  სხდომაზე ორი საკითხი განიხილებოდა: სამთავრობო ავტოპარკის განახლება  და  კანონპროექტი რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროა. ავტოპარკის თაობაზე განიხლიება საკანონმდებლო ინიციატივები, რომლის მიხედვითაც მომავალში ავტოპარკის შეცვლა და  შესყიდვა მოხდება.  

რაც შეეხება კანონპროექტს რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით, იგი საქართველოში არსებული  რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას ეხება, ანუ ზარალის „ანაზღაურება“ მოხდება ბიუჯეტიდან გამოყოფილი კონკრეტული სახსრებით. 

17-02-2014, 13:18

მოამზადა

გიორგი გაბაშვილმა

პირველი ქართველი გოაში

ინდოეთში, გოას ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევებში არქეოლოგებმა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს. იგი დასავლეთ საქართველოში ისლამთა წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო იყო. მე-17 საუკუნეში ქეთევან დედოფალი ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

სტატიის ამ აღმოჩენის შესახებ რუსული გამოცემა ,,gazeta.ru“ აქვეყნებს.

აღმოჩენის გარდა წერილში მოთხრობილია წამებული დედოფლის შესახებ:

„მე-17 საუკუნეში საქართველო არ იყო ერთიანი და მის ტერიტორიაზე არსებობდა რამდენიმე მთავრობა. 

21-01-2014, 15:22

დედა ანა უკვე ოცი წელია, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წყნეთის მონასტერში მოღვაწეობს, სადაც მისი ძალისხმევით აშენებული წმინდა გიორგისა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიები მდებარეობს. მასთან მადლის მისაღებად და განკურნებისთვის საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიან. დედა ანას ქადაგებით უამრავი ადამიანი მოექცა და ჭეშმარიტების გზას დაადგა. იგი ყველას მართლმადიდებლური ცხოვრებისაკენ მოუწოდებს, რადგან ფიქრობს - ხსნა, მხოლოდ უფლის სიყვარულით, ზიარებითა და ლოცვით მიიღწევა.

 

24-12-2013, 16:21



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა