შემოგვიერთდით facebook-ზე
რელიგიური კონფესიები 4.5 მილიარდი ლარით დაფინანსდებიან
17-02-2014, 13:18  /  ნახვა: 2186

მოამზადა

გიორგი გაბაშვილმა

საქართველოს მთავრობამ სახემწიფო კანცელარიაში სხდომა გამართა.  პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით  სხდომაზე ორი საკითხი განიხილებოდა: სამთავრობო ავტოპარკის განახლება  და  კანონპროექტი რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროა. ავტოპარკის თაობაზე განიხლიება საკანონმდებლო ინიციატივები, რომლის მიხედვითაც მომავალში ავტოპარკის შეცვლა და  შესყიდვა მოხდება.  

რაც შეეხება კანონპროექტს რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით, იგი საქართველოში არსებული  რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას ეხება, ანუ ზარალის „ანაზღაურება“ მოხდება ბიუჯეტიდან გამოყოფილი კონკრეტული სახსრებით.  

ერთი საინტერესო დეტალი: ამ კანონპროექტზე, თითქმის არაფერი იცის ქვეყნის პრეზიდენტმა. მარგველაშვილის განცხადებით უცნობია, თუ რა პრინციპით შეირჩნენ ის რელიგიური უმცირესობები, რომლებიც დახმარებას მიიღებენ. 

სამაგიეროდ პრეზიდენტის და პრემიერის აზრები ერთმანეთს ემთხვევა, იქ სადაც საუბარია რელიგიურ უმცირესობათა პატივისცემაზე. ორივე მათგანი აცხადებს, რომ რელიგიური უმცირესობები არ უნდა იქნენ გამოყენებული პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილად.

ცნობისათვის, სახელმწიფო ზიანის ასანაზრაურებელ თანხად 4.5 მილიარდ ლარს გამოყოფს.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა