შემოგვიერთდით facebook-ზე
დედა ანას სასწაულები
24-12-2013, 16:21  /  ნახვა: 115710

დედა ანა უკვე ოცი წელია, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წყნეთის მონასტერში მოღვაწეობს, სადაც მისი ძალისხმევით აშენებული წმინდა გიორგისა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიები მდებარეობს. მასთან მადლის მისაღებად და განკურნებისთვის საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიან. დედა ანას ქადაგებით უამრავი ადამიანი მოექცა და ჭეშმარიტების გზას დაადგა. იგი ყველას მართლმადიდებლური ცხოვრებისაკენ მოუწოდებს, რადგან ფიქრობს - ხსნა, მხოლოდ უფლის სიყვარულით, ზიარებითა და ლოცვით მიიღწევა.
დედა ანა, რომლის სახელიც უკვე მთელ საქრათველოში იციან და არა მატო საქართველოში, მასთან დასალოცად უცხოეთიდანაც მოდიან. უფლისგან კურთხეული, საოცარი სიკეთის მატარებელი, დღედაღამ საქართველოზე და ხალხზე ლოცულობს. უსაზღვრო მადლის გამცემი საზღაურად მხოლოდ უფლის რწმენას და სიყვარულს ითხოვს.
მისი ლოცვის ძალიათ წლებია ათასობით სნეული იკურნება, გზააბნეულთ ჭეშმარიტების გზაზე აყენებს და უამრავს სიცოცხლეს, ცხოვრების აზრს უბრუნებს. სწორედ, ამიტომ ყოველდღე მასთან ასობით ადამიანი მოდის, მის სასწაულზე ჰყვებიან და მადლიერ სიტყვებს არ იშურებენ.

დედა ანას სასწაულები

ნელი მაკარაშვილი: წყნეთში დავიბადე, ბავშვობაში ძლეთის  ეკლესიაში ხშირად დავდიოდით და ვიცოდით, რომ წმინდა გიორგის სახელობის იყო, თუმცა დედა ანას  მეშვეობით გავიგეთ, რომ  ეს ეკლესია დავით აღმაშენებლის სახელობის ყოფილა. მისი აქ მოსვლის შემდეგ მონასტერში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაც აშენდა. 13 წელია, რაც დედა ანასთან დავდივარ, ძალიან მიყვარს და ვაფასებ მის რწმენას, მადლს. მისი ლოცვით ბევრი სასწაული მოხდა, მათ შორის ჩემს ოჯახში; ჩემს შვილიშვილზე მარიამ მაკარაშვილზე ექიმებმა გვითხრეს გულის პრობლემები აქვსო. ბავშვმა დედა ანასთან  წამოსვლა მოისურვა. მან გვითხრა, რომ გულზე პრობლემები  კი აქვს, მაგრამ საშიში არაფერიაო. წავიყვანეთ და გულის ეხოსკოპია გავუკეთეთ, ბავშვს გულში ერთი ზედმეტი შრე აღმოაჩნდა, რომელიც ფონეიდოსკოპში შრიალის ხმას გამოსცემდა და ექიმები შეცდომაში შეჰყავდა, მათ გულის მანკი ეგონათ. დედა ანამ ბავშვის სწორი  დიაგნოზი გაიგო...

დედა ანას სასწაულები
ჩემს დისშვილს დათო მურადაშვილს ლოყაზე  წანაზარდი გამოუვიდა, ექიმებმა საოპერაციოდ ონკოლოგიურში გაწერეს. დედა ანასთან წამოვიყვანეთ, მითხრა ვილოცოთ და ღმერთი დაგვეხმარებაო, ბავშვი 21-ჯერ მოვიდა, მერე დედა ანამ გვითხრა, ახლა ნუ გეშინიათ შეგიძლიათ, უკვე ოპერაცია გაუკეთოთო. ოპერაციის შემდეგ ექიმები გაკვირვებულნი დარჩნენ, გვითხრეს, თუ გინდათ გამოსაკვლევად დათესეთ, თუმცა ჩვენ საჭიროდ არ ვთვლითო...

კუჭიდან ფარული სისხლდენა მქონდა, საავადმყოფოში დამაწვინეს, ჩემი შვილი დედა ანასთან წავიდა, მან უთხრა პრობლემა კუჭზე აქვს და არაფერია, მორჩებაო. მართლაც, გამოვჯანმრთელდი და ახლა დედა ანასთან დავდივარ, ჩემი ექიმი ის არის... ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს!
მარინე ნებიერიძე (ჟურნალისტი, პედაგოგი, პოეტი): მადლობას ვწირავ უფალს, რომ ჩვენი გაჭირვებული ერის მშველელად მოავლინა დედა ანა, აავსო დიდი მადლით, რომელსაც უშურველად გასცემს და შვებას გვგვრის ყველა გაჭირვებულს. მადლიერების გამოსახატავი სიტყვების პოვნა მიჭირს. იგი დღევანდელი შეჭირვებული ხალხის გადამრჩენელი, დიდი იმედი და რწმენაა ყველასთვის. დიდხანს იცოცხლოს, რომ მისი ლამაზი ხელით და წრფელი გულით პირჯვარის გადასახვა არ მოკლებოდეს ჩვენს ხალხს. ამაზე დიდი ბედნიერება ადამიანისთვის რა უნდა იყოს, თუმცა ეს მისთვის დიდი და მძიმე ტვირთია, მაგრამ ამ სიმძიმეს თავს არავის ახვევს.  პირიქით, ღმერთის დიდი სიყვარულით, რწმენის დიდი სიმტკიცით, ყველასთვის უშურველად გასცემს დიდ ენერგიას, რათა შეჭირვებულმა რწმენა იგრძნოს. ბევრი სასწაულის მომსწრენი ვართ, მისი ლოცვების შემდეგ. ამისთვის დიდი მადლობა მას.

დედა ანას სასწაულები
ლუდმილა ნოვიკოვი: საქართველოში ვცხოვრობ, მყავს ერთი ვაჟიშვილი. როგორც სხვა დანარჩენისთვის, ჩემთვისაც შეუძლებელი გახდა სტაბილური სამსახური. ძალიან მიჭირდა და მიჭირს დღესაც. წამლის შეძენის საშუალება არ მაქვს. შემომიტია ავადმყოფობამ, რომელიც შემდეგ ქრონიკულში გადამივიდა. კეთილმა ადამიანებმა მირჩიეს, რომ მელოცა, მეწამა ღმერთი, ამენთო სანთელი... გასული წლის პირველ ოქტომბერს, მოვაკითხე დედა ანას, გავანდე ჩემი ტკივილებისა და განცდების შესახებ. მან გულდასმით მომისმინა და მირჩია მელოცა. სამი თვის მანძილზე ყოველ დღე დავდიოდი მონასტერში, დედა ანა ლოცულობდა ჩემთვის და ყველა გაჭირვებულისთვის. მოხდა სასწაული; ავადმყოფობამ უკან დაიხია, გამოვჯანმრთელდი. განიდევნა ჩემგან ყოველგვარი სატანა, რომლებსაც სიზმრებში ვხედავდი და ვიტანჯებოდი. მინდა, ჩემი ერთადერთი შვილიც დაადგეს რწმენის გზას, რომელშიც დედა ანა დაეხმარება... ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ მას, რომელმაც სასწაული მოახდინა ჩემში და შემაძლებინა სწორი, სამართლიანი გზით მევლო ღმრთისაკენ.

დედა ანას სასწაულები
მიმოზა გელენავა: ჩემი ძმისშვილისგან ხშირად გვესმოდა დედა ანას შესახებ. მისმა ლოცვებმა ჩემს ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედა. წელის და ფეხების ტკივილი ძალაინ მაწუხებდა. დედა ანას ლოცვით გამიარა. მასზე უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო და მოვეფერო. ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები და უფალს ვთხოვ, დიდხანს იცოცხლოს. რათა ყველამ შეიგრძნოს მისი სიკეთე და მადლი. ასევე მჯერა, რომ დედა ანას ლოცვებით, კიდევ ბევრი ადამიანი დაადგება უფლის გზას. მინდა მადლობა გადავუხადო იმისათვის, რასაც ჩვენთვის აკეთებს. ის ბევრი ადამიანის დედაა. ღმერთმა დალოცოს!
ეველინა ქომეთიანი: 64 წლის ავადმყოფი ქალი ვარ. 2011 წლის 8 ნოემბერს, ინსულტი დამემართა, მას შემდეგ სულ ცუდად ვარ. რამდენიმე გამოკვლევის შემდეგ თავში ორი ანევრიზმა დამიდგინდა, რაც სასწრაფო ოპერაციას ითვალისწინებს. მოსკოვში წავედი, ,,ბუდენკოს“ ინსტიტუტში დამაწვინეს, სადაც მითხრეს, ოპერცის შემთხვევაში ინვალიდი დარჩები, ან შესაძლოა მოკვდეო. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვირტე, ისევ თბილისში დავბრუნებულიყავი. მირჩიეს, აუცილებლად მოვსულიყავი დედა ანასთან, სადაც სულიერი შვება ვიგრძენი. მან შვიდჯერ მისვლა მირჩია, ამის შემდეგ კი ოპერაციის გაკეთება.  მართლაც, ოპერაცია შედეგიანად დამთავრდა. რასაც არ ველოდი, რადგან ყველა სპეციალისტი მეუბნებოდა, ეს ოპერაცია ძალიან სარისკოაო. დედა ანას ლოცვით გადავრჩი. მადლობა უფალს და მას!

ლელა მანავლიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა