შემოგვიერთდით facebook-ზე

VI საუკუნეში საქართველოს სულიერი ცხოვრება გააბრწყინეს ასურეთიდან ჩამოსულმა მამებმა, წმიდა იოანე ზედაზნელმა და მისმა მოწაფეებმა.

წმიდანთა ჩამოსვლა ზეგარდმო ძალით ეუწყა ქართლის კათოლიკოს ევლავიოსს. სიხარულმა დაივანა მორწმუნე ერში, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას კიდევ ერთხელ მოჰხედა უფალმა და თავისი რჩეული შვილები გამოუგზავნა მოძღვრად და განმანათლებლად.
ღირსმა მამებმა ბევრი ეკლესია-მონასტერი დააარსეს საქართველოში და საფუძველი დაუდვეს ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას.
ევლავიოს კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის კურთხევით ღირსი ისე წილკანში მოღვაწეობდა.

9-11-2014, 21:22

სამკერდე ჯვარი

ყოველი მართმადიდებელი ქრისტიანი უნდა ატარებდეს კისერზე დაკიდებულ სამკერდე ჯვარს, რომელსაც არასდროს უნდა იხსნიდეს (არც ძილის წინ, არც სააბაზანო ოთახში). ეს არის ნიშანი ქრისტიანობისა. ჯვარი უნდა იყოს ნაკურთხი მფლობელის სახელზე; ნაკურთხი ჯვარი მის მფლობელს ხილული და უხილავი მტრებისაგან იცავს. იგი შეიძლება დამზადებული იყოს ხისაგან (ბზა, კვიპაროსი, მუხა, ვაზი და სხვა), ლითონისაგან (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თითბერი, რკინა, ალუმინი და სხვა), ქვისაგან (გიშერი, სარდიონი, ობსიდიანი და სხვა), აგრეთვე პლასტმასისაგან.

26-10-2014, 15:38

კაცთა სულების შესაშფოთებლად და დასაზიანებლად ეშმაკები სიზმრებს იყენებენ, ასევე თვითონ გამოუცდელი მონაზვნებიც ვნებენ საკუთარ თავს, როცა თავიანთ სიზმრებს ყურადღებით ეკიდებიან: ამიტომ აუცილებელია განვსაზღვროთ სიზმრის მნიშვნელობა ადამიანში, რომლის ბუნება ჯერ არაა განახლებული სული წმიდის მიერ.

21-10-2014, 21:19

ლოცვისას გვმართებს მთელი გონებით მხოლოდ უფალზე ფიქრი. არც თუ იშვიათად ამ დროს გონება განუწყვეტლივ იტვირთება გარეშე აზრებით, რაც მას განაშორებს ღვთისაგან. იმისათვის, რომ გონება სწავლობდეს ერთსა და იმავეზე ფიქრს, წმ. მამები იყენებდნენ ლოცვებს და გამუდმებით იმეორებდნენ მათ. ლოცვების განუწყვეტელი გამეორების წყალობით გონება უახლოვდებოდა ღმერთს და თავისუფლდებოდა გარეშე აზრებისაგან. მოკლე ლოცვები სხვადასხვაგვარია. ჩვენ განსაკუთრებით შევისისხლხორცეთ იესოს ლოცვა: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.

19-10-2014, 21:32

I მსოფლიო კრების კანონები
(ნიკეა) 
[კანონი 1. საჭურისის მღვდლად კურთხევა]
თუ ვინმე ავადმყოფობის გამოექიმის ხელით, ან ბარბაროსთა მიერ იქნა დასაჭურისებული, ასეთი შეიძლება იყოსსამღვდელო დასში. თუ ჯანმრთელმა დაისაჭურისოს თავი, მათ შესახებ სხვა სასულიეროპირებმა უნდა დაწვრილებით გამოიძიონ, უნდა ამორიცხონ სამღვდელო დასიდან და არცარასდროს არ უნდა დაუბრუნდეთ მათ მღვდლობის პატივი. ეს ნათქვამია მათზე, ვინცთვითონ გაბედავს დასაჭურისებას. თუ ვინმე, სხვა მხრივ ღირსეული, დაასაჭურისესბარბაროსებმა, ან მისმა ბატონმა, მისი მღვდლად კურთხევის ნებას იძლევა კანონი.

16-10-2014, 22:58

ამ შემთხვევაშიც, უფლის ფერისცვალების დღეს, ძველი მართლმადიდებლური სტილით, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ გამოჩნდება ხოლმე ღრუბელი და თაბორის მთას ადგას მთელი დღესასწაულის განმავლობაში.

15-10-2014, 19:03

საუფლო კვართის დაფლვის ადგილი

იმ წელს, როცა ქართლის სამეფო ტახტზე ადრეკი ავიდა, მცხეთაში ხმა გავარდა, იერუსალიმი სპარსელებმა დაიპყრესო. გლოვამ და წუხილმა მოიცვა ქართველი ჰურიანი, მაგრამ გამოხდა მცირე ხანი და ყველანი დამშვიდდნენ – შეიტყვეს, რომ "სპარსნი დასაპყრობად კი არ მოსულან იერუსალიმსა, არამედ საჭურველის ნაცვლად მოჰქონდათ სამეუფო ოქრო, მაკურნებელი მური და სურნელოვანი გუნდრუკი და ეძიებდნენ დავითის ტომის ყრმას. იპოვეს კიდეც მწირი ერთი, მწირი დედაკაცისაგან შობილი უდროო დროს და უადგილო ადგილას. იმ ყრმას სცეს თაყვანი და შესწირეს ძღვენი".

11-10-2014, 21:13

ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელი შუამდინარეთის ასურეთიდან იყო. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და მშობელთავინაობა უცნობია. იგი, ჯერ კიდევ ყრმა, სულიერი შვილი გახდა თანამემამულის, წმიდა მამა იოანე ზედაზნელისა. განერიდა რა კაცთა დიდებას საკვირველმოქმედი ღირსი მამა იოანე, თავის მოწაფეებიანად მცხეთას წამოვიდა და პატიოსანი სვეტის თაყვანისცემის შემდეგ დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე მთაზე შეჩერდა. აქედან მასწავლებლის კურთხევით მოწაფეთაგან ზოგმა კახეთის საზღვრებს მიაშურა, ზოგმა კი დვალეთს.
მამა დავითმა თავიდან სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. ბერ ლუკიანესთან, თავის მოწაფესთან და სულიერ შვილთან, ერთად ქალაქის დასავლეთით მდგარი მთის ფერდობზე, გამოქვებულში დასახლდა და იქვე პატარა სამლოცველო მოაწყო. ბერები მხოლოდ მთის მცენარეებით იკვებებოდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.

8-10-2014, 21:44

ღირსი დამიანე, მეფეყოფილი დემეტრე იყო წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის შვილი. წმიდანი დაახ. 1095 წელს დაიბადა. დემეტრეს აღზრდაზე ერთნაირად ზრუნავდნენ როგორც სასულიერო, ასე საერო და სამხედრო მეცნიერების საუკეთესო წარმომადგენლები, როგორც მემატიანე წერს დემეტრე "სიბრძნით, სიწმინდით, ახოვნებითა და სიმხნევით უმჯობეს იყო ნანისა".
1125 წელს წმიდა დავით მეფემ სიცოცხლეშივე დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე, "დაადგა გჳრგჳნი მისითა ჴელითა" და "შეარტყა წელთა ძლიერთა მახჳლი".

6-10-2014, 21:14

დედა ანა ოც წელზე მეტია უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წყნეთის მონასტერში მოღვაწეობს, სადაც მისი ძალისხმევით აშენებული და აღდგენილი - მძლეთის წმინდა გიორგისა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიებია. მასთან მადლის მისაღებად უამრავი ხალხი მიდის. დედა ანას დარიგებით, ადამიანი, როცა მოინათლება და ქრისტეს რჯულს ეზიარება, უკვე ვალდებულია, ისე იცხოვროს, როგორც ჭეშმარიტ მართლმადიდებელს მოეთხოვება, რადგან ფიქრობს - ხსნა, მხოლოდ უფლის სიყვარულით, ზიარებითა და ლოცვით მიიღწევა. წლებია, მისი ლოცვის ძალით ათასობით სნეული იკურნება და უამრავს ცხოვრების აზრს უბრუნებს. მის სასწაულებზე ბევრს ჰყვებიან და მადლიერ სიტყვებს არ იშურებენ. 

6-10-2014, 19:48

ღირსი მამა არსენ იყალთოელი XI-XII საუკუნეების მიჯნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მოღვაწე, მთარგმნელი, ენციკლოპედისტი, ჰიმნოგრაფი და ფილოსოფოსი იყო. დავით რექტორი წერს: "ესე არსენ იყო გვარად ვაჩნაძე, იბადის ძე, კაცი ბრძენი და მეცნიერი და ელინურისა ენისა ზედმიწევნილი. აქუნდა შკოლა იყალთოს მონასტერსა და იყო მოძღვარი სამეცნიერო დავით აღმაშენებლისა მეფისა". ღირსი მამის ცხოვრება დაწვრილებით არ შემონახულა, ვიცით მხოლოდ, რომ ის იყო უმცროსი თანამედროვე ღირსი ეფრემ მცირისა.
მას საფუძვლიანი და ღრმა განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია, სადაც უთარგმნია თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თხზულება, გიორგი ჰამარტოლის "ხრონოგრაფი", რომელიც ცხრა წიგნისაგან შედგება და მოგვითხრობს ისტორიას ადამიდან თეოდოსი დიდის (379-395) მეფობამდე. აქვე, მანგანის მონასტერში თარგმნა არსენმა დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის კრებული, რომელსაც ქართულ მწერლობაში "დოგმატიკონი" ეწოდება. შემდეგ არსენი შავ მთაზე წავიდა და მოღვაწეობა ღირსი ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაიწყო. ეფრემის გარდაცვალების შემდეგ არსენმა დატოვა შავი მთა, ისევ მანგანის მონასტერში დაბრუნდა და გააგრძელა მთარგმნელობითი მოღვაწეობა.

3-10-2014, 20:21

ღირსი შიო მღვიმელი (VI), ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის, იოანეს ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომელიც წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, მოწაფეებს უთხრა:"იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს", შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს, მშობლებისაგან ნებართვა აეღო.

3-10-2014, 20:14



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა