შემოგვიერთდით facebook-ზე

ბარბარობა — ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს (ბარბალეს) სახელობის დღესასწაული. ხალხური წეს-ჩვეულების თანახმად იმართებოდა 4-6 დეკემბერს (ძველი სტილით).
ქრისტიანული ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. მის სამშობლოდ ასახელებენ ეგვიპტეს, ბაალბექს, ფრიგიას. ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემდნენ როგორც ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს. ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში მიაჩნდათ ცეცხლისა და ქარიშხლისაგან მფარველ წმინდანად და მის სახელზე ზარებს წირავდნენ, აგრეთვე იმ ხელოსანთა მფარველად, რომელთაც მუშაობისას თოფისწამლის გამოყენება სჭირდებოდათ.
ქართველების ერთ-ერთი უძველესი საახალწლო დღესასწაული. ქართლი ბარბარობის წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას.

16-12-2014, 22:19

ანდრია მოციქული, პირველწოდებული ქრისტიანული ტრადიციით,ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ხსენების დღე - 29 (12.05) აპრილი, 30 (13.12) ნოემბერი.
XI საუკუნიდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი. ანდრია მოციქული ორიგენს (II-III საუკუნეები) სკვითების განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი. VIII-IX საუკუნეებში ბიზანტიურ მწერლობაში ანდრია მოციქული პონტოს მქადაგებლად არის დასახელებული. ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა ნიკიტა პაფლაგონიელს(გ. 890) მოეპოვება.

13-12-2014, 13:05

ალექსანდრე ნეველი (დ. დაახლოებით 1220 — გ. 14 ნოემბერი, 1263, გოროდეცი) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, ნოვგოროდის მთავარი (1236-1251), ვლადიმირის დიდი მთავარი (1252-იდან), შვილი იაროსლავ ვსევოლოდის ძისა. მეთაურობდა რუსთა მხედრობას, რომელმაც რუსეთის ჩრდილოეთ-დასავლეთის მიწები დაიცვა გერმანელ და შვედ ფეოდალთა შემოსევებისაგან.

6-12-2014, 19:17

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება - მართლმადიდებელთა დღესასწაული. ეს არის 12 საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი, ანუ შესულია იმ 12 დიდ დღესასწაულთა რიცხვში, რომელიც ეკლესიის მიერაა დადგენილი.
ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებს იოაკიმე და ანა ერქვათ. ისინი დედამიწაზე ყველაზე წმინდა ცოლ-ქმარი იყვნენ. ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, შვილი არ ჰყოლიათ. 

4-12-2014, 13:51

28 ნოემბერს ქრისტეშობის მარხვა იწყება, რომელიც ორმოც დღეს გრძელდება და ქრისტეს დაბადების დღეს – 7 იანვარს მხსნილდება. ეს უდიდესი დღესასწაულია მართლმადიდებლურ დღესასწაულთა შორის... 
ქრისტესშობა (შობა) — ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული, აღინიშნება 25 დეკემბერს. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს (რაცგრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა).
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო. ამ აღთქმაში ყოვლადწმინდა ქალწულის შესახებ წინასწარმეტყველებაც იყო: "თესლი დედაკაცისა დათრგუნავს თავსა გველისასა". ჩვენი მხსნელის ყოვლადწმინდა დედის შესახებ ეს პირველი სასიხარულო უწყება ბევრჯერ განმეორდა, რათა ადამიანები მესიის მომავალი მოსვლისათვის მოემზადებინა.

28-11-2014, 12:50

ბავშვობა
ნეტარი მატრონა დაიბადა რუსეთში, ტულის გუბერნიის სოფელ სებინოში. გოგონა დაბადებიდანვე ბრმა იყო. 8 წლის მატრონას უქვე ჰქონდა კურნების და ნათელმხილველობის სასწაულებრივი ნიჭი. ნიკონოვების პატარა სახლში უამრავმა ხალხმა დაიწყო სიარული; ჯერ ახლომახლო სოფლებიდან, შემდგომ კი სხვადასხა გუბერნიებიდანაც. ავადმყოფები ურმებითაც კი მოყავდათ სასწაულთმოქმედ გოგონასთან. მატრონა გულმხურვალე ლოცვებით ხალხს სასწაულებრივად კურნავდა. ადგილობრივი მემამულის ქალიშვილს ლიდია იანკოვას მატრონა სხვადასხვა მონასტრების მოსალოცად დაყავდა. მათ მოილოცეს კიევო-პეჩორის ლავრა, წმინდა სამებისსერგიევის ლავრა და ა.შ. 14 წლის იყო მატრონა, როდესაც ლიდიამ ქ. კრონშტანდტში წაიყვანა.

25-11-2014, 16:06

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე განცხადებას ავრცელებს:

,,გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დიდი წუხილი და შეშფოთება 18 ნოემბერს იერუსალიმში, ებრაული რელიგიური სასწავლებელის სინაგოგაში, მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც ხუთი პიროვნება გარდაიცვალა, მათ შორის ოთხი რაბინი, არიან დაშავებულებიც. ჩვენ ვგმობთ ამ ქმედებას და გულითადად ვუსამძიმრებთ განსვენებულთა ოჯახებსა და მთელ ებრაელ ხალხს. დიდად სამწუხაროა ისიც, რომ რელიგიურ ნიადაგზე საერთოდ გახშირდა პროვოკაციული ქმედებები და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიზანმიმართულად ხდება დაპირისპირების კერების შექმნა. შევთხოვთ ღმერთს, მოგვმადლოს კეთილგონიერება და მშვიდობა". 

20-11-2014, 21:04

კრება მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა. მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა, იერომიელისა.

ტროპარი:
ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზნო, გევედრებით ჩუენ უღირსნი ესე, რაჲთა მეოხებითა თქუენითა შემზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთაჲთა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.
კონდაკი:
მთავარანგელოზნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოჲსა მის დიდებისანო, ანგელოზთა მთავარნო და წინამძღუარნო შეცთომილთანო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხენით და დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერისმთავარნო.

20-11-2014, 18:58

წმ. ტიხონ ზადონელი
საყვარელო ქრისტიანებო! ვღელავ და ვძრწი, როდესაც ვისმენ და ვფიქრობ უფლის სიტყვებზე:
,,აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი ჩემი ჩემ თანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს" (გამოცხ. 22,12). ვინ ამბობს ამას? დიდი და საშინელი ღმერთი. რის შესახებ ამბობს? იმის შესახებ, რომ თვითონ მოდის ყოველთა განსასჯელად და მიგებად თითოეულსა საქმეთა მათთაებრ.

15-11-2014, 16:32

ხშირად ისმევა კითხვები, იმ დამკვიდრებული წესების შესახებ, რაც ეკლესიებშია. მით უმეტეს, რომლებზეც ბიბლიაში საუბარი არ არის. 
ცხადია, ყველაფერი, რაც უფალმა ასწავლა მოციქულებს და რაც სულთმოფენობის შემდეგ სული წმიდამ გამოუცხადა მათ, ისევე როგორც მათ მემკვიდრეებს, ვერ იქნებოდა წმიდა წერილში ჩაწერილი.

13-11-2014, 21:43

წმიდა გიორგი მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან რომში, თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა.
ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველთა რაზმის უფროსად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.
კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და თავის მხრივ, მხარდაჭერაც აღუთქვა.

11-11-2014, 21:53

როდესაც წმიდა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები გაგზავნა საქადაგებლად, მამა ანტონი კახეთში წავიდა. აქ მან მოვლო მრავალი ადგილი და უქადაგებდა ხალხს. მამა ანტონს თან ჰქონდა გულზე დაკიდებული ერთი აგური, რომელზედაც გამოხატული იყო ხელთუქმნელი სახე იესო ქრისტესი. ამ ხატის ძალით ის მრავალ სასწაულს ახდენდა.
შემდეგ წმიდა ანტონი დაბინავდა ლონოატის ხეობაში და იქ იწყო მოღვაწეობა. საზოგადოდ მამა ანტონს ძლიერ უყვარდა მარტოდ ყოფნა და ღვთის ვედრება. ამიტომაც მას "მარტომყოფელი", ანუ, მოკლედ, "მარტყოფელი" უწოდეს. მაგრამ იგი ისე ბევრ ხალხს იხილავდა თავისი წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით, რომ ხალხი არსად მოსვენებას არ აძლევდა. ზოგი მათგანი სრულებით არ შორდებოდა და მის მახლობლად დგებოდნენ. როცა ასეთ მსურველთა რიცხვმა ძალიან იმატა, მამა ანტონმა აღაშენა მათთვის მონასტერი ალაზნის გაღმით, თვითონ კი მოშორდა მათ, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი იქ, სადაც ახლა ახმეტა არის და იწყო მოღვაწეობა.

9-11-2014, 21:29



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა