შემოგვიერთდით facebook-ზე
დედა ანა: ,,შენი ვარ უფალო მაცხოვნე მე“
10-03-2014, 15:55  /  ნახვა: 8780

დედა ანა 1992 წლიდან დღემდე, წყნეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს. ეს სათნო მოხუცი ჯვრით ხელში, თავისი მადლიანი ლოცვით ხალხს უანგაროდ ემსახურება. მუხლ-ჩაუხრელად იღვწის და უფლის ნებით უდიდეს საქმეს - ადამიანთა სულიერ და ფიზიკურ განკურნებას ტვირთულობა. სწორედ ამ მონასტერში, მისივე აგებულ მძლეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მოღვაწეობისას აკურთხა უწმინდესმა იგი მონაზვნად და იმ დღიდან იწოდება დედა ანად, რომელსაც უკვე მთელი საქართველო იცნობს.

ნანა გაჩეჩილადძე: ,,2013 წლის 11 ნოემბერს, ჩვენს ოჯახს თავს საშინელება  დაატყდა.  ჩემი ძმის მეუღლემ ამერიკიდან ( სადაც ისინი ოჯახით 7 წელია ცხოვრობენ), დამირეკა და მითხრა: ნინო გამაგრდი, ჩვენს თავს ცუდი ამბავია, შენს ძმას გული გაუჩერდა, აპარტზეა შეერთებული, სიკვდილს ებრძვის და ექიმებს 100%-დან მხოლოდ ერთი პროცენტი აქვთ მისი გადარჩენის იმედიო. იმ წუთს სიცოცხლე აღარ მინდოდა, რადგან 7 წლის უნახავი ძმა, სადღაც გადაკარგულში მიკვდებოდა, აქედან კი ვერაფერს ვშველოდი. ჩემდა გასაოცრად გონს მოვეგე, არაერთი ადამინის ნაამბობი გამახსენდა დედა ანას შესახებ, რომლის ლოცვები სასწაულებს ახდენდა. მთელი ღამე არ დამძინებია, გამთენიის 4 სათზე კი უკვე წყნეთის გზას შევუდექი. ერთი სული მქონდა დედაოს როდის ვნახავდი, მწამდა და მჯეროდა, რომ მხოლოდ მისი ლოცვები გადაგვარჩენდა. იქ ასულს უკვე ბევრი ხალხი დამხვდა და სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა, ყოველი წუთი საათად მეჩვენებოდა.

დედა ანა:  ,,შენი ვარ უფალო მაცხოვნე მე“

როცა შევედი, მისმა საოცრად თბილმა გამოხედვამ და დედობრივი სიყვარულით ნათქვამმა: ,,რა გატირებს, რწმენით იყავი, ვილოცოთ და ყველაფერი კარგად იქნება, უფალი მოწყალეა და გიშველითო“, - რწმენა შემმატა. იქიდან წამოსულს უკვე მჯეროდა, რომ ჩემი ძმა აღარ მოკვდებოდა. მართლაც სასწაული მოხდა, რომელიც მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება. მეხუთე ლოცვაზე ჩემი ძმის გულმა მუშაობა დაიწყო, რამაც თვითონ ექიმებიც კი გააოცა. საავადმყოფოს თანამშრომლები მოდიოდნენ და აკვირდებოდნენ, როგორც ციდან მოვლენილ სასწაულს. ზოგი ხელითაც კი ეხებოდა თურმე , ნამდვილად ცოცხალიაო?! მერვე დღეს კი, უკვე ალაპარაკდა. როცა ჩემს ძმას განუცხადებია: ,,მე ძალიან კარგად ვარ და გიორგობას, 23 ნოემბერს სახლში უნდა შევხვდეო“, მათ გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონია, მსოფლიოში ცნობილ ამერიკელ ექიმებსაც კი უკვირდათ, რა სასწაული მოხდა ასეთი?!  მძიმე ინფარქტ გადატანილ კაცს გულზე ნაიარევი ვერ უპოვეს, მხოლოდ შიგნიდან ოდნავ ჰქონდა გაბზარული. ამის ნახვის შემდეგ ხმამაღლა წამოუძახიათ: -  ,,ეს ხომ ღმერთის სასწაულიაო“. ასეთ მცირე დროში გამოჯანმრთელება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

აი, ასე გაუმთელა გული და მკვდრეთით აღადგინა ჩემი ერთადერთი 42 წლის ძმა, სამი შვილის მამა, უფალის შეწევნით დედა ანამ.  მას, როცა ამის შესახებ ვუამბე, გაეღიმა და მითხრა: კიდევ ერთხელ დაგანახათ უფალმა თავისი ძალაო.“

დედა ანა:  ,,შენი ვარ უფალო მაცხოვნე მე“

კობა და ირმა კიტიები: ,, 2013 წლის 20 ოქტომბერს, ჩვენი 20 წლის შვილი ნიკოლოზი, ავტოავარიაში მოჰყვა. სიცოცხლისთვის შეუთავსებბელი ტრამვით, კომატოზურ მდგომარეობაში კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოათავსეს, სადაც ორი სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა ოპერაცია 7 საათს გრძელდებოდა, რის შემდეგაც ექიმებმა გვითხრეს, რაც  შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, მისი გადარჩენა  კი უფლის ნებააო. რისი იმედიც სამწუხაროდ არ ჰქონდათ და შანსიც მინიმალური იყო. უნდა შევგუებოდით  აზრს, რომ იგი ინვალიდი დარჩებოდა. სასოწარკვეთილები ვიყავით. ნიკოლოზის მეგობარმა ვალერი ტყეშელაშვილმა წყნეთში დედა ანასთან მისვლა გვირჩია. ატირებულები მივედით მასთან, როდესაც სენაკში შევედით და მის სათნო სახეს შევხედეთ, მაშინვე სიმშვიდე დაგვეუფლა, ჩვენი განსაცდელის შესახებ ვუთხარით, დაგვლოცა და გვითხრა: ,,ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება, რწმენით მოდით და მადლი მოგეცემათო“. მას შემდეგ ყოველ დილით, გათენდებოდა თუ არა საავადმყოფოდან დედა ანასთან მივდიოდით. ის ჩვენი შვილისთვის ლოცულობდა და რწმენას, იმედს გვისახავდა. მართლაც ყოველდღიური სასწაულის მოწმენი ვხდებოდით ჩვენც და კლინიკის თანამშრომლებიც. ნიკოლოზის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა. ოცდამეერთე დღეს კომიდან გამოვიდა, შემდეგ დამოუკიდებლად სუნთქვაც შეძლო, გათიშული თირკმელიც ამუშავდა, სეფსისსაც მოერია და ცნობიერებაც დაუბრუნდა. დღეს ნიკოლოზი უკვე თვითონ დადის დედა ანასთან.

დედა ანა:  ,,შენი ვარ უფალო მაცხოვნე მე“

მადლობა უფალს, რომლის ძალამაც დედა ანას შეგვახვედრა. მადლობა მას, რომლის ლოცვამაც შვილი გამოგვიჯანმრთელა. გვჯერა, რომ რწმენით და მისი ლცვით ყველაფერი კარგად იქნება. უფალი ფარავდეს დედა ანას!“

ია ბანძელაძე: ,,ჩემი შვილი ორი წლის ნიკოლოზი, მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა. სისხლჩაქცევები და უამრავი მოტეხილობები ჰქონდა. რვა დღე ბავშვი შოკურ მდგომარეობაში აპარატზე შეერთებული იყო. ექიმები იმედს არ გვაძლევდნენ, მდგომარეობას უმძიმესად აფსებდნენ. შემთხვევით დედა ანას შესახებ გავიგეთ, ავედით და ჩვენი მდგომარეუბა ვუთხარით. როგორც კი დედა ანამ ნიკოლოზისთვის ლოცვა დაიწყო იმ პერიოდიდან ბავშვს უკეთესობა დაეტყო. ღმერთმა და მისმა ლოცვებმა სასწაულებრივად გადაარჩინა, უფლის დახმარებით შვილი გამოგვიჯანმრთელდა. მადლობა უფალს, რომ ასეთ წმინდა ადგილას მოგვიყვანა და დედა ანას შეგვახვედრე!

ლელა მანველიძე (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა