შემოგვიერთდით facebook-ზე

წმიდა მოწამენი: ბიძინა ჩოლოყაშვილი და ორნი ძმანი, ქსნის ერისთავნი ელიზბარი და შალვა

 

XVII საუკუნეში საქართველო სპარსელთა სათარეშო ასპარეზად იქცა. შაჰ-აბას I-მა და მისმა ძემ, შაჰ-აბას II-მ განსაკუთრებული სისასტიკით კახეთი ააოხრეს. მამა და შვილი საბედისწეროდ, ყორნებივით დასჩხაოდნენ თავს ივერიასა და ცეცხლის ალში ხვევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ციხე-სიმაგრეებს, ათასობით ქართველს მშობლიური მიწიდან ჰყრიდნენ, სპარსეთში მიერეკებოდნენ და მათ ნაცვლად სპარსელებს ასახლებდნენ.

ხალხი ილტვოდა მტარვალთაგან და იხიზნებოდა. "ქართლის ცხოვრების" მემატიანე მოგვითხრობს, რომ –"აღარა სადა იხსენებოდა სახელი ქრისტესი, თვინიერ მცირეთა ოდენ მთით კერძო თუშთა, ფშავთა და ხევსურთა შორის".

5-02-2013, 21:11

წმიდა თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე, თავმირზე დანიშნეს, მაგრამ ნეტარმა იმ ხანებში ქალაქში ჩამოსული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა, მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა ქრისტესთვის. წმინდანს დედა აიძულებდა გათხოვილიყო. თეკლას საქმრომ ქალაქის თავთან დაასმინა პავლე, "დააკლებს ჭაბუკებსა ცოლებისაგან და ქალწულებსა ქმრებისაგან, რამეთუ სჯულის-მდებლობს უქორწინებლობასა".

5-02-2013, 20:57

 

სულის  უკვდავების  თაობაზე  რას  ამბობენ "იეღოვას  მოწმეები"

 

მოამზადა

გიორგი კობახიძემ 

 

სიტყვა შეოლი ძველ აღთქმაში მრავალჯერ გვხვდება. 70 მთარგმნელი (სეპტუაგინტასი) მას თარგმნის, როგორც ქვესკნელს, ჯოჯოხეთს. იეღოველები კი ამტკიცებენ, რომ შეოლი ეს სამარეა, მიწის მონაკვეთი, სადაც მკვდარნი არიან დამარხულნი. ებრაულად მკვდარი სხეულის ადგილსამყოფელი აღინიშნება სიტყვით  კემბერ, რომელიც ითარგმნება როგორც  სამარე, კუბო. "მამაჩემმა დამაფიცა და მითხრა: "აჰა ვკვდები მე, იმ ჩემს სამარხში დამმარხეთ, ქანაანის ქვეყნად რომ გავთხარეო" (დაბ. 50.5). ნათქვამი არსად არ არის, რომ "შეოლი" - ქვესკნელი, ვინმეს ეკუთვნის. იმ დროს, როცა კებერი, სამარე ყოველთვის ამ აზრით მოიხსეენიება, რადგან იგი სხეული სამყოფელია, ქვესკნელი კი სულისა: "წაასვენეს იგი შვილებმა ქანაანის ვეყანაში და დამარხეს მღვიმეში მახფელას მინდორზე, მამრეს გასწვრივ, რომელიც საკუთარ სამარხად იყიდა აბრაამმა მინდორთან ერთად ეფრონ ქეტელისაგან" (დაბ. 50.13). შეოლი ანუ ჯოჯოხეთი ცოდვილთათვის ტკივილსა და დარდს ნიშნავს: "შავეთის ქსელები შემომეხლართა, სიკვდილის ბადეებმა მომიცვეს" (2 მეფ. 22.6).

 

5-02-2013, 20:47

წიქარა

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბიჭი. დედა ადრე მოუკვდა და მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. დედინაცვალი ერთი ავი და აშარი ქალი გამოდგა. გერს მუდამ ცემდა და ცეცხლის კალოში აყენებდა.

ბიჭს ერთი ხარი ჰყავდა, სახელად - წიქარა, რომელიც ძალიან უყვარდა. ყოველდღე მინდორში მიჰყავდა, დაბინდებამდე აძოვებდა, აბანავებდა და  ჩრდილში ასვენებდა, რომ სიცხეს არ შეეწუხებინა.

დედინაცვალს კი არა მარტო გერი, მისი საყვარელი ხარიც შეძულდა და მათი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. 

ბიჭს რომ ვერაფერი მოუხერხა, ადგა და თავი მოიავადმყოფა, დაიწყო კვნესა და გმინვა.  ქმარმა ჰკითხა:

- რა გიშველისო?

5-02-2013, 20:32

ავტორი

ნიკა ხოფერია

საქართველოს და თუ გნებავთ მსოფლიო ისტორიაშიც ცოტაა ისეთ მონარქთა რიცხვი, რომლებმაც მიწასთან გასწორებული ქვეყნისგან მძლავრი, მდიდარი და პროგრესული სახელმწიფო შექმნეს, დაამყარეს მშვიდობა, დაიმსახურეს ერისა და ბერის სიყვარული, მოიპოვეს უდიდესი მნიშვნელობის სამხედრო წარმატებები. მათ რიგებს მიეკუთვნება დიდი ქართველი მეფე დავით IV, რომელსაც მადლიერმა ხალხმა აღმაშენებელი უწოდა.

5-02-2013, 20:13

ბულგარეთი, ოფიციალური სახელი ბულგარეთის რესპუბლიკა, ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთს ესაზღვრება ხუთი სახელმწიფო: რუმინეთი ჩრდილოეთიდან (საზღვრის დიდი ნაწილი მდინარე დუნაის მიუყვება), სერბეთი და მაკედონია დასავლეთიდან, საბერძნეთი და თურქეთი კი სამხრეთიდან. შავი ზღვა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით.

5-02-2013, 19:50

რუსთავისა და მარნეულის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი მოიცავს ქალაქებს რუსთავს, მარნეულს, გარდაბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. იურისდიქცია ისტორიული ქვემო ქართლის ვაკეზე მდინარეების მტკვრის, ალგეთისა და ხრამის აუზებზე ვრცელდება. რუსთავის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთსა და ჩრდ. აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის, ჩრდილო-დასავლეთიდან – მანგლისისა და წალკის, დასავლეთიდან ბოლნისის ეპარქიები. ეპარქიის სამხრეთ საზღვარი ემთხვევა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს. ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს გაქრისტიანების დასაწყისიდანვე იწყება ეკლესიათამშენებლობა. IV ს. ბოლოს მითრიდატ მეფეს (393-405) რუსთავში დაუდვია „ეკლესიის საფუძველი“. ვახტანგ გორგასალის საეკლესიო რეფორმის შემდეგ რუსთავის საეპისკოპოსო ერთეულად აღირაცხა და იგი რუსთავის საერისთავოს ტერიტორიას მოიცავდა. თათარ-მონღოლთა შემოსევების შედეგად აოხრდა ქალაქი რუსთავი და რუსთაველი ეპისკოპოსის სადგომად მიჩნეული იქნა მარტყოფი. მარტყოფში მყოფი მღვდელმთავარი კვლავ რუსთველად იხსენიებოდა. სამეფოებად გაყოფილ საქართველოში რუსთველი მღვდელმთავარი კახეთის სამეფოს მეორე სადროშოს სარდლობდა. ავტოკეფალის გაუქმების შემდეგ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საგანმანათლებლო და მწიგნობრული ტრადიციით გამორჩეული რუსთავის ეპარქიის აღდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

2002 წლის 17 ოქტომბერს ეპარქიას ეწოდა რუსთავის და მარნეულის ეპარქია. 1997-2010 წწ. ეპარქიის მმართველი იყო მღვდელმთავარი მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი). ამჟამად ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი). მეუფე ჩვენი ნომრის სტუმარია. იგი გვესაურება ბავშვის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, მის აღზრდასა და ცხოვრებაში საერო და სასულიერო განათლების როლზე.

 

- დაგვლოცე მეუფეო...

- ღმერთმა დაგლოცოთ!

5-02-2013, 19:30

რას ამბობენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II შესახებ უცხოელი მართლმადიდებელი მამები

ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი მამა ბესარიონი:

„უწმინდესმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, ათონზე სტუმრობისას მე იგი არ მინახავს. მსმენოდა, რომ ქართველებს განსაკუთრებული პატრიარქი ყავთ, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა; ეს საოცარი სულიერების მქონე ბერია, სწორედ ისეთი, როგორებიც ძველ ათონზე მოღვაწეობდნენ; მის შესახებ ბევრი წავიკითხე წიგნში, რომელიც სქემარქიმანდრიტ ვიტალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს... წავიკითხეთ აგრეთვე 2004 წლის სააღდგომო ეპისტოლე და დავინახეთ, რომ ეს მართლაც წმიდა ადამიანია; ასეთ ადამიანებს პატივი უნდა მივაგოთ და თაყვანი ვცეთ, რადგან მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ისინი გვიჩვენებენ სწორ მართლმადიდებლურ გზას.

ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი მამა ამბროსი:  ვფიქრობ, რომ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს სახით ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მამასთან გვაქვს საქმე; მხოლოდ ჩემი აზრი არ გახლავთ; როდესაც იგი ათონის მთაზე ჩამობრძანდა, თვით უდიდესი მამებიც კი გაოცებულნი იყვნენ მისი სიბრძნითა და სულიერებით. ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს. მე მჯერა, რომ ივერია გაბრწყინდება“.

1-02-2013, 15:41

ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი  და უმაღლესი ჯილდო უწმინდესს და უნეტარესს

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, უახლოეს პერიოდში ბერი გაბრიელის ცხედარს სამთავროს მონასტრის ეზოდან ტაძარში გადაასვენებენ. ეს გადაწყვეტილება სინოდმა მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვის შემდეგ მიიღო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კიდევ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა. 

კომუნისტური რეჟიმის დროს სარწმუნოებისთვის შეწირული სასულიერო პირებისა და ერისკაცთა ცხოვრების მასალები კანონიზაციის კომისიამ შემდგომი კანონიზაციისთვის სინოდს უნდა წარუდგინოს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, წმინდანად შერაცხული არქიმანდრიტი გაბრიელის (ურგებაძე) საფლავი მალე გაიხსნება. წმინდა სინოდის წევრებმა სხდომაზე არქიმანდრიტი გაბრიელის წმინდანად შერაცხეს. მას ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი ეწოდა და მისი ხსენების დღედ გარდაცვალების დღე, 2 ნოემბერი, დაწესდა.

საქართევლოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების 80 და აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით, სინოდის განჩინებით, ილია მეორე საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი _ წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

"მრავალი ადამიანია მომსწრე არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძე) ცხოვრების დროინდელი და მისი გარდაცვალების შემდგომ აღსრულებული სასწაულების. მათ მიმართეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არქიმანდრიტ გაბრიელის კანონიზაციის საკითხზე. წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა: წმინდა სინოდი ითვალისწინებს მის ცხოვრებას, სასწაულებს, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე და საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას და ერთხმად ადგენს: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღიარებულ იქნას წმინდანად", _ ნათქვამია განჩინების ტექსტში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

დაიწერება წმ. არქიმანდრიტის ხატი, მისი ცხოვრება და ტროპარ-კონდაკი.

განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ წმინდა სინოდში საზოგადოებიდან შემოვიდა XIX-XX ს.ს. მოღვაწე რამდენიმე სასულიერო პირის ცხოვრების ამსახველი მასალა და თხოვნა, მათი კანონიზაციის საკითხის განხილვაზე. კანონიზაციის კომისიას ასევე დაევალა შესაბამისი მასალის შესწავლა და წმ. სინოდზე განსახილველად დასკვნის წარდგენა.

1-02-2013, 14:16

უკან1 2 3 4 5 6 7 წინ


მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა