შემოგვიერთდით facebook-ზე
ეკლესია და ბიოეთიკური საკითხები
1-04-2014, 14:40  /  ნახვა: 2207

ავტორი

მეგი მაჭარაშვილი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრმა საჯარო ლექცია გამართა თემაზე – ეკლესია და ბიოეთიკური საკითხები.

მომხსენებლი გახლდათ მეცნიერებათა დოქტორი საეკლესიო სამართალში, მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი, რომელმაც ბიოეთიკური საკითხებისადმი ეკლესიის დამოკიდებულება საეკლესიო სამართლის განხრით წარმოადგინა.

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის დამფუძნებელი სერგო ფარულავა გახლავთ.

„ჩვენი ცენტრის მიერ ჩატარებული, თითქმის ყველა ლექცია მიმართულია, სწორედ იმ საკითხებისადმი, რომლებიც ჩვენს რეალობაში არ არის გაშუქებული და უცნობია საზოგადოებისათვის, თუ როგორია ეკლესიის და ზოგადად მართლმადიდებლობის დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხთან.

ეკლესია და ბიოეთიკური საკითხები

მაგალითად ეკლესია და მეცნიერება; ეკლესია და სახელემწიფო ან ეკლესია და საზოგადოება, ხანდახან ზოგი თემის ცუდად ინტერპრეტირება ხდება და სამწუხაროდ ეს ცუდად ინტერპრეტირებული საზოგადოებმადე მიდის, როგორც წყალშეუვალი ჭეშმარიტება; ამისათვის ცენტრის მიერ ათობით უძლიერესი სტატია ითარგმნება: რუსულიდან, ინგლისურდან, ფრანგულიდან, ბერძნულიდან, იტალიურიდან, გერმანულიდან .’’– განაცხადა სერგო ფარულავამ.

საჯარო ლექციაზე დასწრება, თემატიკით დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა