შემოგვიერთდით facebook-ზე
ვინ და სად დაუტოვა მარიამ ელიაშვილს 330 წითელი ვარდი?!
18-03-2015, 13:16  /  ნახვა: 9108

წარმატების მოპოვება რთულია, ბევრი შრომაა საჭირო, ზოგის შემთხვევაში კი ეს იღბალზეა დამოკიდებული. ჩვენი რესპონდენტის შემთხვევაში პოპულარობა ნიჭმა განაპირობა, რადგან ძალიან პატარა ასაკში მოიპოვა ხალხის სიყვარული. მისი ცხოვრება ერთმა სიმღერამ შეცვალა და მისი სახელი მთელმა საქართველომ გაიგო.

მარიამ ელიაშვილი: სცენაზე 6-7 წლის ასაკიდან ვდგავარ. პირველად ქალბატონ მერი დავითაშვილის იუბილეზე, რომელის საღამოც პირველ სამუსიკო სკოლაში ჩატარდა, მისი რამდენიმე სიმღერა შევასრულე. ხალხმა ძირითადად კი მინდია არაბულის ტექსტზე შექმნილი – ,,ჩვენ ახლა ერთურთს" სიმღერით გამიცნო. ახლა სულ ოთხი სტუდიური სიმღერა მაქვს, რომელიც რადიოებში ტრიალებს.

– რატომ აირჩიეთ ქართული ხალხური სიმღერები?
– დღეს ხალხი მიცნობს, როგორც ხალხური სიმღერების შემსრულებელს, თუმცა ყველა ჟანრს ვმღერი. სწორედ ფოლკლორმა შეცვალა ჩემი ცხოვრება. ვინ და სად დაუტოვა მარიამ ელიაშვილს 330 წითელი ვარდი?!
– სხვას რას საქმიანობთ?
– მე-12 კლასის მოსწავლე ვარ. სკოლას ოქროს მედალზე ვამთავრებ. პარალელურად ბაირონის სკოლაშიც ვსწავლობდი, რომელიც გასულ წელს წარჩინებით დავამთავრე. ასევე დამთავრებული მაქვს მიზანდარის სახელობის პირველი მუსიკალური სასწალებელი. ვცეკვავდი ანსამბლ რუსთავის ახალგაზრდულ ჯგუფში. ამჟამად წელიწადზე მეტია, ვმუშაობ საპატრიარქოს ტელევიზიის არხზე გადაცემა – " ეთნო არტის" წამყვანად, რომელიც ჩემი საავტორო გადაცემაა.
– სამომავლოდ რა პროფესიის არჩევას აპირებთ?
– რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პროფესიად სულ სხვა სფერო მაქვს ამორჩეული, ძალიან მომწონს მარკეტინგი, თან ტექნიკურ საგნებს კარგად ვფლობ, რამაც ჩემი გადაწყვეტილება განაპირობა, ხოლო მეორად პროფესიად ჟურნალისტიკას ავირჩევ.
– რას იტყვით ქართულ შოუ ბიზნესზე?
– ქართულ შოუ ბიზნესს ხელშეწყობა სჭირდება...
– რა ხდება პირად ცხოვრებაში და როგორ ადამიანს ისურვებდით თქვენს გვერდით?
– პირად ცხოვრებში არაფერი ხდება, ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩემს გვერდით განათლებულ და კულტურულ ადამიანს ვისურვებდი.ვინ და სად დაუტოვა მარიამ ელიაშვილს 330 წითელი ვარდი?!
– თაყვანისმცემლებისგან მიღებული საჩუქრებიდან, რომელს გამოარჩევდით?
– როდესაც ერთთვიანი გასტროლიდან დაბრუნებულს, დილით კართან, 330 წითელი ვარდი დამხვდა. არ დავკონკრეტდები და ვიტყვი, რომ უამრავი ძვირფასი საჩუქარი მიმიღია...
– ვარდები ვისგან იყო გამოგზავნილი და როგორი იყო თქვენი რეაქცია, როცა ამდენი ვარდები დაინახეთ?
– მაშინ არ ვიცოდი, რადგან კურიერს ჰქონდა მოტანილი, თუმცა მოგვიანებით გავიგე. ეს სიურპრიზი მოულოდნელი იყო და ძალიან მესიამოვნა.
– რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?
– ბევრი ახალი სიმღერის ჩაწერა და ალბომის გამოშვება მინდა.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა