შემოგვიერთდით facebook-ზე

,,გადაცემა „სხვა რაკურსის“ წამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: ,,მორწმუნენო’’ ფარისევლებო, ყველაფრისმცოდნენო, კაცთმოძულენო და ღვარძლიანებო, მოგმართავთ თქვენ, სიყვარულით და გულისტკივილით.
სანამ სხვას განიკითხავთ და ტალახს ესვრით, დაფიქრდით ვინ ხართ თავად თქვენ, რა გულისთქმები გაქვთ, რა ზიზღში ცხოვრობთ, ვის, ან რას ემსახურებით.

4-03-2015, 13:37

დედამიწაზე ყველაზე მაღალი ხე – ევკალიპტია, სუბტროპიკების ტიპიური მცენარე. ცნობილია ევკალიპტი, რომლის სიმაღლე 150 მეტრს აღწევს, ტანის სისქე კ 30 მეტრს.
დასავლეთ აფრიკაში ბინადრობს ჩვეულებრივი მტრედის მსგავსი წითელი, ცისფერი, ყვითელი ფრინველი – ტიურაკო. საკმარისია იგი წვიმაში ან წყალში მოხვდეს, რომ ფერი მყისვე გადაუვა და გათეთრდება.

25-02-2015, 22:46

ორი მსგეფსი წინ უძღვის დიდმარხვას: პირველია – უძღები შვილის კვირა, მეორეა – ყველიერის კვირა – უშუალოდ მარხვის დაწყებამდე (ხსნილია რძის ნაწარმითა და კვერცხით).
ხანგრძლივი და ძალზედ საპასუხისმგებლოა დიდი წმიდა მარხვა, რომელიც აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება. დიდი მარხვის დროს ორი უდიდესი დღესასწაულია ხარება და ბზობა; ხარება - მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ქალწულ მარიამისადმი უწყება იმისა, რომ მისგან კაცობრიობას მოევლინებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე; ბზობა – იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", ეკლესია ამ დღეს დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინებას. ბზობის დღესასწაული ხსნილია თევზით. მორწმუნეთ ურიგდებათ ნაკურთხი ბზის ტოტები, ნიშნად იმისა, თუ როგორ უფენდნენ მწვანე რტოებს ებრაელები იესო ქრისტეს, როცა ის დიდებით შედიოდა იერუსალიმში პასექის უკანასკნელ დღესასწაულზე. წინა წელს ნაკურთხი ბზის ტოტები დაუშვებელია უდიერად გადაიყაროს, არამედ უნდა დაიწვას, ან ტაძრის ეზოში, ან სადმე წმიდა ადგილას.

25-02-2015, 21:37

შვეიცარიელი მეცნიერების დიდმა ჯგუფმა ელექტრონული მანქანების საშუალებით გამოიანგარიშა, რომ ჩვენს ერამდე 3200 წლიდან მოყოლებული, დედამიწა 292 წელიწადს ცხოვრობდა აბსოლუტურ მშვიდობიანობაში, დანარჩენი დრო კი მოანდომა 14.513 ომს.

23-02-2015, 19:57

ახალგაზრდა მომღერალმა შმაგი მეძმარიაშვილმა, სიმღერა ბავშვობიდან დაიწყო, თუმცა ფართო აუდიტორიის წინაშე ახლახანს გამოჩნდა. პირველი სიმღერა – "მე ავმღერდები", ფანდურა ბექაურთან ერთად შეასრულა, რომლის ტექსტის და მუსიკის ავტორები თვითონ არიან. ჟურნალმა geoelite.ge–მ კი დამწყები მომღერლის საზოგადოებისთვის უკეთ გასაცნობად ინტერვიუს ჩაწერა გადაწყვიტა.

23-02-2015, 18:39

ქართული პოლიტიკური კვირები ერთმანეთს წვიმის წვეთებივით ჰგვანან. პოზიცია და ოპოზიცია ,,საქმიან–ენერგიულად" ჩხუბობენ, ხალხი კი უკეთეს მეოთხე წელს ელოდება. მოკლედ ბევრი არაფერი იცვლება, გარდა ლარის საგანგაშო კურსის დაცემისა და ქვეყნის ეკონომიკური დაქცევისა, რასაც ჩემი ,,პოეტურ–პოლიტ–ეკონომიკური შემოქმედების" მოზღვავებული ,,მუზა" ვერსად გაექცა...

23-02-2015, 15:58

მეთორმეტე კლასელი, რუსთაველი ეკუნა ყანჩაველი, რომელმაც სოციალურ ქსელში იუმორისტული ვიდეოებით ხალხს თავი შეაყვარა, ამბობს, რომ მუსიკა ძალიან უყვარს. მუსიკით ცხოვრობს და ყველაფერს, რასაც აკეთებს მისი ხასიათიდან გამომდინარეა, არასოდეს თამაშობს. სიმღერებზე დადებული საკუთარი ტექსტებით თინეიჯერებში გარკვეული პოპულარობა მოიპოვა. ასე შეიძლება ბევრს გაეკეთებინა თუმცა, მასავით იშვიათს თუ მოუხდებოდა... ჟურნალმა geoelite.ge-მ მასთან გასაუბრება და საზოგადოებისთვის მისი უკეთ გაცნობა გადაწყვიტა. 

20-02-2015, 23:50

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, აქტიურად 2004 წლიდან დაიწყო სიმღერა. ამბობს, რომ პირველად სცენაზე 10–11 წლის ასაკიდან დადგა, როცა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სოსო პავლიაშვილის სიმღერა ,,თბილისო" შეასრულა. ყველაზე დიდ წარმატებად კი პირველ ვიდეო კლიპს და რეპერებთან - კაბუსთან და ძვალთან ერთად სიმღერის შესრულებას თვლის. ახლა უკვე ოცდაათი კლიპი და 60-ზე მეტი სიმღერა აქვს.

18-02-2015, 21:28

ყველასათვის ცნობილი YOUTUBE-ს მამად წოდებული შოთო სიხარულიძე კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, ერთ-ერთმა ემიგრანტმა აგენტობა დააბრალა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მას ცოტა ხნის წინ ჩატარებული კონკურსის ,,მისტერ ვალენტინი"–ს ჩაწყობაც დააბრალეს , სადაც ლევან სოლოღაშვილმა გაიმარჯვა. ჟურნალი geoelite.ge შოთო სიხარულიძეს დაუკავშირდა და ამ ინფორმაციებზე კომენტარი სთხოვა

15-02-2015, 19:10

კურილიის კუნძულები ბუნებრივი მიწისქვეშა სითბოს საგანძურია. მოქმედი და მძინარე ვულკანები ,,ათბობენ" რა კურილიის მიწას, ბევრ საოცრებას ქმნიან. ერთ–ერთი მათგანის შესახებ მოგვითხრო ექსპედიციის მონაწილემ.

14-02-2015, 21:56

საპატრიარქოს განმარტებით არცერთ სასულიერო პირს და ეკლესიაში მომსახურე პირს არ აქვს უფლება, საჯარო თავშეყრის ადგილებში თანხას ითხოვდეს. მათი განმარტებით: ,,ბოლო დროს გახშირდა ტაძრებისა და მონასტრების მშენებლობის მიზნით ან სოციალურად დაუცველთათვის დახმარების მოტივით სტიქაროსნების ან სასულიერო პირების მიერ ფულის შეგროვება ქუჩებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
როგორც წესი, ძირითადად ამას აკეთებენ ისეთი პირები, რომელთაც ეკლესიისგან ასეთი კურთხევა არა აქვთ ან, საერთოდაც, არ არიან სასულიერო პირები და ისინი თანხას სინამდვილეში პირადი სარგებლობის მიზნით იყენებენ.

14-02-2015, 20:43

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, აშშ-ის კონგრესმენი მაიკლ ტერნერი მოუწოდებს ინტერპოლს, არ დაკმაყოფილდეს საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით. ინტერპოლის გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილ ოფიციალურ წერილში მაიკლ ტერნერი აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნების დაკმაყოფილებამ ინტერპოლის მიერ შესაძლოა მართლმსაჯულების პრინციპების განმტკიცების ნაცვლად, მათგან გადახვევა გამოიწვიოს.

14-02-2015, 19:42



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა