შემოგვიერთდით facebook-ზე

მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება! 
დღეს თქვენი მონამორჩილი თავის კარიერაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფეხბურთო მატჩს გაუძღვება.
ერთმანეთს ხვდებიან ,,ნაცები" წითელ ფორმებში და ,,ქოცები" ლურჯ ფორმებში.
ჯერ-ჯერობით მოედანზე მოწინააღმდეგე გუნდები არ გამოსულან, მაგრამ აი, უკვე ვხედავთ, როგორ მოემართებიან მოედნისკენ გუნდების მწვრთნელები - ლურჯების მოთამაშე მწვრთნელი ბატონი ბიძინა და წითლების მწვრთნელი მიშა სააკაშვილი.
მაშ ასე, გამოდიან გუნდები. გთავაზობთ შემადგენლობებს:

14-02-2015, 17:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული თამაზ ჭ, 1998 წელს დაბადებული უშანგ კ, 1998 წელს დაბადებული გია გ. და 1999 წელს დაბადებული ანზორ ფ. დააკავეს.

12-02-2015, 18:31

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული გერონტი ქ, 1973 წელს დაბადებული ბესიკ ტ, 1981 წელს დაბადებული ნიაზ უ. და 1973 წელს დაბადებული დავით კ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ჯგუფურად გასაღების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

12-02-2015, 18:11

გამთენიისას მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გულის შეტევით ჩაფიძის გულის კლინიკაში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ მომღერალს გულის ოპერაცია რამდენიმე წლის წინ აქვს გაკეთებული და თავს კარგად გრძნობდა. მოსკოვიდან სულ რაღაც ერთი თვეა, რაც სამშობლოში დაბრუნდა.

12-02-2015, 16:32

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატთა სია გამოაქვეყნა, რომელიც 28 კანდიდატისაგან შედგება. კანდიდატებთან ერთად მოცემულია ის ორგანიზაციები, რომლებმაც ისინი წარადგინეს. 9 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასრულდა საზოგადოების წარმომადგენლების მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურების დასახელების ეტაპი. ოცდათექვსმეტ წარდგენილ პირთაგან რვამ თავისი კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა.

11-02-2015, 23:18

დღეს საქართველოში ფრანგი მსახიობი ალენ დელონი ჩამოვიდა. ხვალ იგი სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს გაუძღვება. 
,,პირველად ვარ საქართველოში, მაგრამ ეს მე არ უნდა მისაყვედუროთ. უსაყვედურეთ ქართველებს, რომლებმაც ადრე არასდროს არ დამპატიჟეთ, საქართველოში პაატა ბურჭულაძის გამო ჩამოვედი და აქამდე არავის და არაფერს ვიცნობდი." აღნიშნა პრესკონფერენციისას მსახიობმა.

11-02-2015, 22:11

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს.

11-02-2015, 21:39

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მეშვეობით, ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს შსს-ს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახურების პირად შემადგენლობას.

10-02-2015, 15:36

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩაატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1945 წელს დაბადებული მურად წ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბაღდათში დააკავეს.

10-02-2015, 15:33

საქართველოში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის მიერ გატარებული ზომების შედეგად, მანჩესტერის ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროსთან თანამშრომლობით, მკვლელობის ბრალდებით ძებნილი 1960 წელს დაბადებული ვაქილ ბადოევის ექსტრადიცია განხორციელდა.

10-02-2015, 15:23

ექსპერტების აზრით იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის გაძვირება ქვეყანაში ბევრ პროდუქციაზე, მათ შორის პურზე ფასის მატებას გამოიწვევს. შესაძლებელია ის 10 თეთრით გაძვირდეს. ყველაზე მძიმე ტვირთად ბუნებრივი აირის გაძვირება კი ქართული პურის თონეებს დააწვება. პირველი მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება და მეწარმეები75 თეთრის ნაცვლად 90 თეთრს გადაიხდიან.

2-02-2015, 22:04

1. მოვხარშოთ საშუალო ზომის კარტოფილი, ერთი თავი ხახვი და ერთი ვაშლი ერთ ლიტრ წყალში. ვადუღოთ მანამ, სანამ წყლის რაოდენობა ორჯერ არ შემცირდება, მივცეთ ბავშვს დღეში 3–ჯერ ერთი ჩაის კოვზი.
2. გავტეხოთ ორი ახალი კვერცხი, შევწვათ გამდნარ ღოის ქონში და დავაყაროთ მარილი, როდესაც მიღებული მასა გაცივდება, დავადოთ ბავშვს გულ–მკერდზე ღამის განმავლობაში.

2-02-2015, 20:49



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა