შემოგვიერთდით facebook-ზე
არის თუ არა ვეფხვი ფალიაშვილის ქუჩაზე და მოსახლეობას აქვს თუ არა პანიკის საფუძველი?!
17-06-2015, 18:44  /  ნახვა: 2105

ახლახანს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა გოგონამ ვეფხვი შენიშნა, რის შემდეგაც ადგილზე გამოიძახეს შესაბამისი სამსახურები. არსებულმა ინფორმაციამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, გოგონა პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა, პოლიციის თანამშრომლების მიერ ადგილის დათვალიერებისას ადგილზე ვეფხვი ვერ იპოვეს და იქ შეკრეფილ მოქალაქეებს განუცხადეს, რომ ინფორმაცია არ დასტურდება.
მოსახლეობაში პანიკა დღეს ლაგუნა ვერესთან მომხდარმა ტრაგედიამაც გამოიწვია, რა დროსაც ზოოპარკიდაბ გამოქცეულმა ვეფხვმა მამაკაცი დაგლიჯა. გამოძიება 342 მუხლის მე-2 ნაწილით არის დაწყებული, რაც საჯარო მოხელის მხრიდან გულგრილობას გულისხმობს.
ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე, მისი მოადგილე და ადმინისტრაციის რამდნიმე თანამშრომელი პროკურატურაში დაიბარეს. ზოოპარკის თანამშრომლები პროკურატურაში ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მომხდარზე იგი პასუხისმგებლობას იღებს. ის ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებმა განცხადბები მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით გაავრცელეს.
სახელისუფლებო უწყებები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, ამეტაპზე დაკარგულია მცირე ზომის ვეფხვი და აფთარი იძებნება.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა