ავტორი
ანა აფციაური
ამერიკელი „კოკა–კოლის ორიგინალ რეცეპტს“ 15 მილიონ დოლარად ყიდის
ამერიკის ერთ–ერთი შტატის ჯორჯიის მცხოვრები კლიფ კლუგე ადასტურებს, რომ „კოკა–კოლის ორიგინალური რეცეპტი“ აღმოაჩინა.
ანტიკვარიატებით მოვაჭრე კლიფ კლუგემ WXIA-TV განუცხადა, რომ რეცეპტი ძველი დოკუმნეტების ყუთში აღმოაჩინა, რომელიც აუქცინზე შეიძინა. აუქციონზე ძველი აფთიაქარის ნივთები იყიდებოდა. თავად დოკუმენტი 1943 წელს განეკუთვნება. კლუგე მიიჩნევს, რომ კომპანია „კოკა–კოლამ“ დახმარებისთვის აფთიაქარს მიმართა და სასმელის ინგრედიენტების სია გაუგზავნა, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მათი მოძიება საკმაოდ რთული იყო. ინგრედიენტების გასაჯაროებაზე კლუგემ უარი განაცხადა.
ავტორი
ანა აფციაური
"ა სტუდიო" საქართველოში კონცერტს გამართავს
რუსული ჯგუფი "ა სტუდიო" საქართველოში კონცერტს გამართავს. კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 11 ივნისს გაიმართება.
ამის შესახებ ჯგუფის სოლისტმა, მომღერალმა ქეთა თოფურიამ სოციალურ ქსელ "ვ კონტაქტეში" დაწერა.
ავტორი
ანა აფციაური
26 მაისის ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულია
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიღებაზე მიწვეულია, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება და მასში სამხედრო ელემენტებიც იქნება.
,,ღონისძიბები“ 29 რეგიონში გაიმართება, კონკრეტულ ადგილებში სახმედრო ტექნიკასაც გამოვიყვანთ, რათა ბავშვებმა და დაინტერესებულმა პირებმა დაათვალიერონ. ეს დღესასწაული მთელ საქართველოში გაიშლება, თბილისში კი იქნება მიღება, სადაც მთავრობის ყველა წევრი და პრეზიდენტი მიწვეულია". - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი
ანა გურგენიძე
გემღერებოდეთ - კვარტეტი ,,ოთხთა"
მომავალ თაობაზე ზრუნვა, მათთვის რეპერტუარის შერჩევა, გემოვნების ჩამოყალიბება, მეტად რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. კვარტეტისთვის სახელის მოძიებაც არ ყოფილა იოლი. ყველა ერთად ვფიქრობდით, ხმამაღლა თუ გულში... ლექსიკონი - ანიდან ჰოემდე, ხომ არ მიგვიტოვებია, არადა გაჭირდა საქმე... ბოლოს პოეტმა მაკა ბლიაძემ გვიშველა, კვარტეტს ,,ოთხთა" დავარქვათო. ასე დაერქვა ეს მადლიანი სახელი ბიჭების კვარტეტს.
10 საუკუნეა ელის ,,ოთხთა" ქართველებს, მათ სიყვარულს, ერთგულებას, ერთად ყოფნის იმედს. ხმა და სიმღერა შევაშველოთ ჯერ, მერე გზაც გამოჩნდებაო... ისეთი ბედნიერი იყო მაკა, მიწას ფეხს არ აკარებდა, გეგონებოდათ - ტაო კლარჯეთზე საუბრობდა, ასე, შორიდან ეფერებოდა, იქით დარჩენილ, საქართველოს უნიკალურ ძეგლებს... წავიდეთ მოვილოცოთ, მოვეფეროთო მონასტერს - ,,ოთხთას"...
ავტორი
დიანა ოვანესიანი
ანსამბლი ,,სამა“ სიურპრიზებს გვპირდება
ქორეოგრაფად ყოფნა დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა ცეკვისადმი სიყვარული სირთულეების გადალახვაში გეხმარება... ამბობს, „სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავე და ამჟამად ანსამბლ „სამა“-ს ქორეოგრაფი ნათია ალფაიძე...
-როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?
-მეოთხე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, პირველ კლასში ვიყავი, როდესაც ცეკვის სტუდიისთვის, ბავშვებს, სიმაღლის და გარეგნობის მიხედვით არჩევდნენ. ცერებზე ძალიან ლამაზად ვცეკვავდი, ამიტომ ორ თვეში ანსამბლში გადამიყვანეს და დიდებთან ერთად, კონცერტზე პატარა გამოსვლა მქონდა.
ანსამბლ „ფერხულ“-ში ორი წელი ვიცეკვე. გადავწყვიტე სუხიშვილის სტუდიაში ჩამებარებინა, ეს იყო 5 წლიანი სწავლება. ნინო ქირვალიძემ, რომელიც ასევე, სუხიშვილების სოლისტია თავის ჯგუფში ჩამსვა. წარმატებით გავართვი თავი და მოცეკვავე მსახიობის დიპლომი ავიღე. სწავლის დამთავრების შემდეგ, კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ქორეოგრაფიულზე, სადაც თენგიზ სუხიშვილმა პირველად გამიცნო და ძალიან მოვეწონე.
მოვხვდი ქართულ ანსამბლ „როკვა“-ში. ამ ანსამბლმა ბევრი რამ მასწავლა, შემდეგ კი სუხიშვილების ანსამბლში გადავედი, სადაც ჩემი მოღვაწეობა გავაგრძელე
ვეფხვმა ლეკვების სიკვდილი ვერ გადაიტანა
კალიფორნიის ზოოპარკში ვეფხვს სამი ტყუპი შეეძინა, ისინი ნაადრევად დაიბადნენ და მცირე წონის გამო მალევე მოკვდნენ. დედა ვეფხვმა, მათი დაკარგვა ვერ გადაიტანა, რის ნიადაგზეც ჯამრთელობის პრობლემები შეექმნა. ექიმებმა სასწრაფოდ სხვა პატარა ვეფხვის მოყვანა გადაწყვიტეს, თუმცა სამწუხაროდ, მათ ახლად დაბადებული ვეფხვი ვერ იპოვეს.
20 000 ადამიანისგან შემდგარი ჯვარი
ფილიპინის სანტო-ტომასის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მასწავლებლებმა და თანამშრომლებმა დომინიკანის ჯვარი გააკეთეს, რომელიც გინესის წიგნში შევიდა. ჯვარი 20 000 ადამიანისგან შედგებოდა.
ლეგენდა
1924 წელს ბიჭმა, რომელიც ომში მიდიოდა, ველოსიპედი ხეს მიამაგრა. ბიჭი ომიდან ვეღარ დაბრუნდა. მისი ველოსიპედი კი დღესაც უცნაურად ამ ხეშია შეზრდილი. ეს ამბავი კუნძულ ვაშონში მოხდა.
ქალაქი სადაც 14 ადამიანი ცხოვრობს
,,ჩივიტა დი ბანორეჯოს" მოედანი, შუა საუკუნეში ციხე-ქალაქი იყო. მას ახლა "მომაკვდავ" ქალაქად იხსენიებენ, სადაც 14 ადამიანი ცხოვრობს. ჩივიტა მთის მწვერვალზე დაგებული ქალაქია, იქ მოხვედრა კი მხოლოდ ხიდის მეშვეობით არის შესაძლებელი, რომელსაც ,,ეშმაკის ხიდს" ეძახიან.
ავტორები
თეონა აბროლიანი
ვერიკო ბუბუტეიშვილი
,,ფეიბოქსის“ გამქურდველი 5000 ლარიანი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ, 20 წლის ლაშა შიხიაშვილის საქმე განიხილა, რომელსაც ხიზანიშვილის ქუჩაზე არსებული ჩასარიცხი აპარატის ,,ფეიბოქსის“ გატეხვა და თანხის მოპარვა ედება ბრალად.
სასამართლო პროცესზე, დაიკითხა მოწმე პოლიციის თანამშრომელი იაგო ტალახაძე, რომელიც დანაშაულის ადგილზე მას შემდეგ მივიდა, როცა პოლიციელებს; წიკლაურსა და აზარაშვილს, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებული ჰყავდათ. მისი განცხადებით: იანვრის თვეში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მოხდა ჩასარიცხი აპარატის ე.წ. ,,ფეიბოქსის“ გატეხვა და თანხის მოპარვა, რაც მოპირდაპირე მხარეს არსებულმა ლომბარდის კამერამ დააფიქსირა. ადგილზე მისვლისთანავე შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, გაესაუბრა ჩასარიცხი აპარატის მეპატრონეს და შემდეგ გამოიძახა ესპერტ-კრიმინასლიტები. თუმცა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულს განსასჯელი არ უნახავს, რადგან ის უკვე პოლიციაში ჰყავდათ გადაყვანილი.
ავტორი
თიკო ბეკოშვილი
იზა ვეფხვაძე: ისინი ჩემს სულში სახლობენ და ყველაფერს მიადვილებენ
მსახიობმა და რეჟისორმა იზა ვეფხვაძემ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის (ახლანდელი ილიას) უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, (პარალელურად სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზეც), ხარაგაულის რაიონულ გაზეთში, ჟურნალისტად და პასუხისმგებელ მდივნად დაიწყო მუშაობა. გარკვეულ პერიოდში პედაგოგიურ-აღმზრდელობით გაზეთს "აღმზრდელს" გამოსცემდა, 10 წელზე მეტი ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი იყო, შემდეგ კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი. იგი რვა წიგნის ავტორია.
მასთან გასაუბრების სურვილი, გოდერძი ჩოხელის ხსოვნის საღამოსადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ გამიჩნდა, რომლის წამყვანი და ორგანიზატორიც იყო.
იზა ვეფხვაძე: 1995 წელს, როდესაც საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორად ვმუშაობდი, ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან ლიტერატურული თეატრი ჩამოვაყალიბე, სულ მალე თეატრს სახალხო თეატრის წოდება და დიდი ქართველი მამულიშვილის რეზო თაბუკაშვილის სახელი მიენიჭა, რომელიც ხარაგაულის ბიბლიოთეკასთან დღემდე არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შემოთავაზება მქონდა, ჩემი დიდი სურვილია, თეატრმა არსებობა განაგრძოს იმ რაიონში, სადაც დაარსდა და პირველი საღამოები გამართა. ძალიან მძიმე წლებში, სამოქალაქო ომისა და სიდუხჭირის პერიოდში, ჩვენს სპექტაკლებს ასეულობით ადამიანი სტუმრობდა; მწერლები, საზოგადო მოღვაწენი, მეცნიერები და უკვირდათ, რომ იქ სიცოცხლე დუღდა.
ავტორი
ლელა მანველიძე
მექა ხანგოშვილი: ახალაიებმა შიშით უნდა იცხოვრონ და ყველა წუთს ელოდნენ სიკვდილს
ლაფანყურის ოპერაციის გამოძიებას, საზოგადოება, დღესაც დიდი ინტერესით ელოდება, მის ირგვლივ უამრავი მითქმა-მოთქმაა. ამბობენ, რომ ახალაიების სიცოცხლეც კი, ამ საქმის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და რომ ქართულ ციხეში ყოფნა, ბაჩო ახალაიასთვის თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველს ინტეგრაციის საკითხებში ქალბატონ მექა ხანგოშვილს გავესაუბრეთ.
- რას იტყვთ ლაფანყურის ოპერაციაზე? თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, რას ამბობენ პანკისში მცხოვრები ქისტები და საერთოდ ჩეჩნური დიასპორა?
- სანამ გამოძიება თავის ვერდიქტს არ დადებს, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ვერსიებზე საუბარი არასწორია. თუმცა პანკისის მოსახლეობა თვლის, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პიარს უკავშირდებოდა და როგორი პიარი გამოუვიდათ, ყველამ დავინახეთ. ფაქტია, რომ ამ „თამაშმა“ უდანაშაულო ბიჭების სიცოცხლე შეიწირა. პანკისელების პრეტენზია, მხოლოდ, იმაში მდგომარეობს, რომ რატომ არ მოხდა ამ ბიჭების ცოცხლად აყვანა, რატომ მიმართეს ყველაზე ,,ადვილ ხერხს“ – ლიკვიდაციას, რატომ არ გამოიყენეს სახალხო დიპლომატია და უხუცესთა ინსტიტუტი მოლაპარაკებების პროცესში და ა.შ. დაღუპულთა ოჯახებისთვის, დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი დაზარალებულად ცნობა.