შემოგვიერთდით facebook-ზე
,,ფეიბოქსის“ გამქურდველი 5000 ლარიანი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლეს
14-05-2013, 21:54  /  ნახვა: 1974

ავტორები  

თეონა აბროლიანი

ვერიკო ბუბუტეიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 20 წლის ლაშა შიხიაშვილის საქმე განიხილა, რომელსაც ხიზანიშვილის ქუჩაზე არსებული ჩასარიცხი აპარატის ,,ფეიბოქსის“ გატეხვა და თანხის მოპარვა ედება ბრალად.

სასამართლო პროცესზე, დაიკითხა მოწმე პოლიციის თანამშრომელი იაგო ტალახაძე, რომელიც დანაშაულის ადგილზე მას შემდეგ მივიდა, როცა პოლიციელებს; წიკლაურსა და აზარაშვილს, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებული ჰყავდათ. მისი განცხადებით: იანვრის თვეში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მოხდა ჩასარიცხი აპარატის ე.წ. ,,ფეიბოქსის“ გატეხვა და თანხის მოპარვა, რაც მოპირდაპირე მხარეს არსებულმა ლომბარდის კამერამ დააფიქსირა. ადგილზე მისვლისთანავე შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, გაესაუბრა ჩასარიცხი აპარატის მეპატრონეს და შემდეგ გამოიძახა ესპერტ-კრიმინასლიტები. თუმცა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულს განსასჯელი არ უნახავს, რადგან ის უკვე პოლიციაში ჰყავდათ გადაყვანილი. 

ადვოკატმა თეიმურაზ მაგრაქვლიძემ ჩვენთან საუბრისას კი განაცხადა, რომ ლაშა შიხიაშვილი, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად გადაყვანის შემდეგ,  სამედიცინო შემოწმების ნაცვლად, დაკითხვაზე მიყვანისთანავე, ექვსი პოლიციელი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გაუსწორდა. რის შემდეგაც შიხიაშვილმა დანაშაული აღიარა. მან საპყრობილეში ორი კვირა გაატარა. 

ადვოკატმა პროკურატურას შიხიაშვილის ჯამრთელობის ცნობა წარუდგინა, სადაც წერია, რომ ბრალდებულს ცალი თირკმელი არ აქვს. თან დასძინა, ავადმყოფობის გამო მისი საპყრობილეში ჩასმა და ცემა არ შეიძლებოდაო. 

პროკურორის წინააღმდეგობის მიუხედავად,  მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალდებული 5000 ლარიანი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლეს. 

პროკურატურამ, სისხლის სამართლის საქმე იმ ექვსი პოლიციელის მიმართაც აღძრა, რომელთაც შიხიაშვილის ცემა ედებათ ბრალად. 

ადვოკატის განცხადებით ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. თუმცა წინასწარი გამოძიებით მას ბრალი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ედება, რაც თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან-ხუთ წლამდე ისჯება.

მომდევნო სასამართლო სხდომა 17 მაისს გაიმართება.

       

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა