შემოგვიერთდით facebook-ზე
ამერიკელი „კოკა–კოლის ორიგინალ რეცეპტს“ 15 მილიონ დოლარად ყიდის
24-05-2013, 11:24  /  ნახვა: 1897

ავტორი

ანა აფციაური

ამერიკის ერთ–ერთი შტატის ჯორჯიის მცხოვრები კლიფ კლუგე ადასტურებს, რომ „კოკა–კოლის ორიგინალური რეცეპტი“ აღმოაჩინა. 

ანტიკვარიატებით მოვაჭრე კლიფ კლუგემ WXIA-TV განუცხადა, რომ  რეცეპტი  ძველი დოკუმნეტების ყუთში აღმოაჩინა, რომელიც აუქცინზე შეიძინა. აუქციონზე ძველი აფთიაქარის ნივთები იყიდებოდა. თავად  დოკუმენტი 1943 წელს განეკუთვნება. კლუგე მიიჩნევს, რომ კომპანია „კოკა–კოლამ“ დახმარებისთვის აფთიაქარს მიმართა და სასმელის ინგრედიენტების სია  გაუგზავნა, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მათი მოძიება საკმაოდ რთული იყო. ინგრედიენტების გასაჯაროებაზე კლუგემ უარი განაცხადა. 

კომპანია „კოკა–კოლა“ აცხადებს, რომ მაშინდელი სასმლის გემო, მართლაც ჰგავს დღეს არსებული სასმელის გემოს, თუმცა მთლიანობაში მაინც არა.

„კოკა–კოლის“ ორიგინალური ფორმულა შემუშავებულ იქნა 1886 წელს ექიმ ჯონ პემბერტონის მიერ, რომელმაც უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. კომპანია აცხადებს, რომ სასმლის ორიგინალური რეცეპტი საიდუმლოა და „კოკა–კოლის“ მუზეუმში ქალაქ ატლანტაში ინახება. 

„მე მივიჩნევ, რომ სასმლის ეს ფორმულა ჰგავს „კოლას“, თუმცა ეს მაინც სხვა სასმელია. ძველი ფორმულა ნამდვილი „კოკა–კოლის“ გემოს იმიტაციაა. –განუცხადა ჟურნალისტებს ტედ რაიანმა, კომპანიის ისტორიკოსმა და არქიტექტორმა.

2011 წელს რადიოგადაცემა This American life სასმლის ფორმულა “გამჟღავნებულ“  იქნა. რეცეპტის მთავარ კომპონენტებს შორისაა–ვანილი, დარიჩინის ზეთი, ლიმონი და მუსკატის კაკალი.

კლუგე იმედოვნებს, რომ რეცეპტის ორიგინალისთვის დასახელებულ თანხას, ანუ 15 მილონ დოლარს მიიღებს.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა