პოლიციამ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1970 წელს დაბადებული გენადი გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, ადიგენის რაიონის სოფელ ხევაშენში, ფერსათის მთის ფერდობზე მდებარე საზაფხულო საძოვარზე, წარსულში, არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1970 წელს დაბადებულ ჯემალ სულაბერიძეს, სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვლა.
ქართველმა კარატისტებმა პრემიერ ლიგაზე თავი ისახელეს
6-8 სექტემბერს, სტამბულში, კარატეს პრემიერ ლიგის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც მონაწილეობას 45 ქვეყნის, 700 ზე მეტი სპორტსმენი იღებდა. წლევანდელი პრემიერ ლიგა, უფრო ხმაურიანი აღმოჩნდა, რადგან მსოფლიოს წამყვანი კარატისტები ასპარეზობდნენ და საკუთარი ქვეყნიდან გულშემატკივრებიც არ აკლდათ.
,,კარატეს პრემიერ ლიგა, ერთ-ერთი რთული მოსაგები ტურნირია და ამავე დროს, მეტად პრესტიჟული, რომელში მონაწილეობისთვისაც დიდი შესარჩევი ეტაპი უნდა გაიარო. აქვე, აღვინიშნავ, რომ ეს არის ევროპული დონის ღონისძიება კარატეში და ამით ჩვენ ოლიმპიადისთვის სამზადისსაც ვპასუხობთ, რაც ასევე კარგად მიმდინარეობს კარატეს მსოფლიო ფედერაციაში. შედეგები ნამდვილად კარგი ვაჩვენეთ - ორმა ქართველმა სპორტსმენმა გოგიტა არქანიამ (-84) და დავით ტყებუჩავამ (-60) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ამ ეტაპზე კმაყოფილების უფლება გვაქვს, მაგრამ ეს არაა ჩვენი მაქსიმუმი," - განაცხადა სტამბულიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.
პოლიციამ სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეხლსასროლი იარაღი და საბრძლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1961 წელს დაბადებული დიმიტრი ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქობულეთის რაიონის მუნიციპალიტეტის სამხედრო გაწვევის, აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი, 1956 წელს დაბადებული ლევან სურმანიძე, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან სურმანიძემ, მასზე კანონით მინიჭებული უფლებამოსილების დარღვევით და პირადი გამორჩენის მოტივით, ამავე რაიონში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების სანაცვლოდ მოსთხოვა და ქრთამის სახით გამოართვა 200 ლარი.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
სახალისო პერსონაჟებით წარმოდგენილი ქართული ანბანი ბავშვებისთვის
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, ნინო ლარცულიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, სახელწოდებით - გრამატიკული ზღაპრები: „ანბანო მამიკო, ფონეტიკა დედიკო და მხიარული ასოები“.
ფერადი ილუსტრაციებითა (ზღაპრისთვის ილუსტრაციები შექმნა მხატვარმა ლელა ცინაძემ) და მხიარული ისტორიებით დატვირთული, ეს წიგნი, გაცოცხლებულ ქართულ ანბანს წარმოადგენს, სადაც ყოველი ასო-ნიშანი ახალი და საინტერესო პერსონაჟია. ილუსტრაციების მეშვეობით სათქმელი მარტივდება, ეს მეთოდი ბავშვებს შინაარსის აღქმას უადვილებს.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
,,ქირომანტია" - მეცნიერება თუ მისტიკა?
საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ფსიქოლოგიის პროფესორმა, დოქტორ კლაუს პეტერ ფელერმა, რომელიც 1941 წელს, ქალაქ შვერინში დაიბადა, წაიკითხა ლექცია თემაზე - „ქირომანტია - მეცნიერება, თუ მისტიკა?“
საუბრის დასაწყისში, აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოში იმ თემაზე საუბარი, რომელიც მსოფლიოს აინტერესებს. ქირომანტია -წინასწარმეტყველების ერთ-ერთი ყველაზე უძველესი დარგი, რომელიც ადამიანის ხასიათს, მიდრეკილებებს, წარსულსა და მომავლს, ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზების მიხედვით ადგენს.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
,,ნუ მოკლავ ჯაფარას" - პრემიერას დისკუსია მოჰყვა
საქართველოს პარლამეტის ეროვნული ბობლიოთეკის კინოაუდიტორიაში, რობერტ მულიგანის ფილმის - ,,ნუ მოკლავ ჯაფარას" ჩვენება მოეწყო. ფილმი, 1962 წელს, ამერიკელი მწერლის, ჰარპერ ლიის, ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული. წიგნი გამოსვლისთანავე ,,პულიტცერის" პრემიით დაჯილდოვდა და კლასიკური ამერიკული ლიტერატურის ნიმუშად ითვლება. დღეს, ეს ნაწარმოები აშშ-ს სკოლების უმრავლესობაში ისწავლება. რომანს საფუძვლად ავტორის ბავშობის ერთი მოგონება უდევს.
ფილმის ჩვენება ინგლისურ ენაზე შედგა, მასში მსახიობები; გრიგორი პეკი, მერი ბედემი, ფილიპ ერფორდი, რობერტ დიუვალი, ბროკ პიტერსი და კოლინ უილკოქსი მონაწილეობენ.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
საპატრიარქოს ორგანიზებით ქართული რეწვის გამოფენა გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ანგელოზის (წმ. ილია წინასწარმეტყველისა და წმ. ილია მართლის) ხსენების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.
ავტორი
სოფო ხვიბლიანი
მარიამ კახელიშვილი სამსახიობო კარიერაზე ოცნებობს
მარიამ კახელიშვილი: სიმღერა ჩემთვის ყველაფერია, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, თუმცა ჩემი მეორე პროფესია მსახიობობაა და თუ შესაძლებლობა მექნება, მინდა ხალხს თავი ამ ახალი საქმით შევახსენო.
- პროექტ ,,ნიჭიერში” მონაწილეობამდე რას საქმიანობდით?
- მონაწილეობას ბევრ კონცერტსა და არასატელევიზიო კონკურსში ვიღებდი, ლაურიატის წოდებაც ბევრჯერ მიმიღია. პატარა მომღერალი ვიყავი, რომელსაც სიგელებით და დიპლომებით ახალისებდნენ.
- ვინ იყო „ნიჭიერში“ მონაწილეობის ინიციატორი?
- ერთხელ, დედასთან ერთად ტელევიზორს ვუყურებდი, სადაც „ნიჭერის“ რეკლამა გადიოდა და მთხოვა, კასტინგზე გავსულიყავი. თავიდან ვერ ვაცნობიერებდი, რამხელა საქმეს ვეჭიდებოდი. არ მეგონა, რომ მთელი საქართველო გამიცნობდა. ამ პროექტმა ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება, ხალხს ვუყვარვარ და დიდ სითბოს ვგრძნობ.
ავტორი
სოფო ხვიბლიანი
რა უშლის ხელს წარმატებაში ანა ხანჩალიანს?!
ანა ხანჩალიანი: ცხოვრებაში, ბევრს მივაღწიე, მომავალშიც ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ჩემს ოჯახს გვერდში დავუდგე და დავეხმარო. მჯერა, რომ ღმერთი ყველაფერს შემაძლებინებს.
- რამდენი წლიდან დგეხართ სცენაზე?
- ბავშვობიდან, თავდაპირველად ძმასთან ერთად, მეხუთე კლასამდე, დუეტში ვმღეროდი. შემდეგ ძმამ სიმღერას თავი დაანება და მარტომ გავაგრძელე. 2008 წელს, ერევანში, ფესტივალზე, საქართველოს სახელით გავემგზავრე, სადაც ასორმოცი ბავშვიდან ამომარჩიეს და გალა-კონცერტი დამახურინეს. თითქმის ყველა მომღერალთან მამღერეს, რაც ჩემთვის ძალინ დიდი სტიმული იყო.
ავტორი
ლელა მანველიძე
მოშიმშილე პატიმარმა სასქესო ორგანო მაგიდაზე ლურსმით დაიჭედა
მეორე კვირაა, რაც რუსთავის N17-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ორმოცდაათამდე პატიმარი შიმშილობს. შიმშილობა, თავდაპირველად თორმეტმა პატიმარმა დაიწყო, შემდეგ კი მათ დანარჩენი პატიმრებიც შეუერთდნენ.
ჩვენთან საუბრისას ადვოკატ კახა მაღრაძის განმარტებით, ამ თორმეტიდან, ორი მათგანი, სასჯელაღსრულების სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას სთხოვდა, ობიექტურად განეხილათ, მათი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი. მიაჩნიათ, რომ სრულიად უსაფუძვლოდ ეუბნებიან უარს, ვადამდე გათავისუფლებაზე. დანარჩენი ათი კი აცხადებს, რომ ისინი, წინა ხელისუფლების მიერ, უსამართლოდ არიან მსჯავრდებულები და ითხოვენ, მათი საქმეები, ობიექტური სასამართლოს მიერ გადაიხედოს. ასევე, მიაჩნიათ, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რაც სასჯელთა შეკრების ახლებურ პრინციპს შეეხება, მათ მიმართ არასწორად იქნა გამოყენებული. ნაცვლად იმისა, რომ უფრო მკაცრ სასჯელს შთაენთქა, უფრო მსუბუქი სასჯელი. სასამართლოებმა, მათ მიერ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპი გამოიყენეს და პატიმრობის ვადას, მხოლოდ ერთი-ორი წელი მოაკლეს.
ავტორი
სოფო ხვიბლიანი
რატომ თვლიდა გვანცა ჯაფარიძე თავს ,,საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალში მოხვედრის ღირსად?!
გვანცა ჯაფარიძე: მიზანდასახულობა, ბევრ რამეში მეხმარება, ორი დიდი იმედგაცრუება გადამატანინა და ფარხმალი არ დამაყრევინა, მისი მეშვეობით გამიცნო და შემიყვარა საქართველომ. ვთვლი, რომ ამ თვისების შედეგად, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევ.
- სანამ საზოგადოებისთვის ცნობილი სახე გახდებოდით რას საქმიანობდით?
- თხუთმეტი-თექსვმეტი წლიდან ვმოდელობდი, თუცა ამაზე არასოდეს მიოცნებია. ეს ჩემი დის და მისი მეგობრების სურვლი იყო. პირველად ბათუმში წამიყვანეს, სადაც ჯიჯის ასისტენტმა მნახა და მოვეწონე, შემდეგ თბილისში, პირადად ჯიჯის შევხვდი, მისი დაპირებების მიუხედავად ბევრი იმედგაცრუება შემხვდა, როცა ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე, ამ სფეროდან წამოვედი. მიხვდი, რომ მოდელს საქართველოში პერსპექტივა არ აქვს. შემდეგ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ხუთი-ექვსი წლიდან ვმღერი, თუმცა ბავშობაში რადიკალურად განსხვავებულ ჟანრს ვუსმენდი, ძირითადად ოპერას. მამაჩემს ბევრი ალბომი ჰქონდა ლუჩიანო პავაროტის და აქედან შემიყვარდა ოპერა. პარალელურად ვხატავ და ვცეკვავ.