შემოგვიერთდით facebook-ზე

ავტორი

ლელა მანველიძე

ლადო ბედუკაძე: ყველაფრისგან სკანდალის გამოძერწვა არ გამოვა

მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის პირველივე სამუშაო დღეს, პროკურატურაში, ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ბედუკაძე პროკურატურაში, სწორედ მაშინ მივიდა, როცა ახლადდანიშნული ოთარ ფარცხალაძე თანამშრომლებს ხვდებოდა. ბედუკაძის განმარტებით, ის პროკურატურაში დაბარებული არ ყოფილა და საკუთარი  ინიციატივით მივიდა. იგი არც ფარცხალაძეს შევხვედრია და ვიზიტი მხოლოდ პირად საქმეს ეხებოდა.
- ამბობენ, რომ ერთ-ერთი საქმე, რაზეც კბილაშვილს თანამდებობის დატოვება მოუწია, თქვენს მიმართ გამოჩენილი დამოკიდებულება იყო, ახალი პროკურორის დანიშვნის შემდეგ, თქვენი საქმე ხელახლა გადაიხედება? დღევანდელი ვიზიტიც ამზე ხომ არ მეტყველებს, რადგან პროკურატურაში ისე უბრალოდ, არაფრის გამო არ მიხვიდოდით?
- ათას სისულელეს იტყვიან ,,ნაც.სექტანტები“. არ მგონია საღად მოაზროვნე ადამიანმა რაიმე პარალელი გაავლოს ჩემს მიმართ, ადეიშვილის მიერ შეთითხნილ საქმესა და ბატონ კბილაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით... ,,უბრალოდ“ და სხვათაშორის არაფერი არ ხდება, გეთანხმებით და არც ყველაფრისგან შეიძლება სკანდალის გამოძერწვა...

22-11-2013, 18:09

ავტორი
გიორგი გაბაშვილი
მსოფლიო პრესა ქართულ პოლიტიკაზე - საინტერესო ფაქტები

ამერიკულმა გამოცემა ,,Times“-მა ვრცელი წერილი მიუძღვნა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაციას. სტატია, სათაურით „მარგველაშვილი - ახალი პრეზიდენტი“ ინაუგურაციის პროცედურებს, კონსტიტუციაში შესულ ცვლილებებსა და მარგველაშვილის პიროვნებას ეხება. ავტორი წერს, რომ ფილოსოფოსი მარგველაშვილი საინტერესო სიტყვით გამოვიდა და საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან მივიდა.
პირველი მილოცვა სწორედ მისგან მიიღო. 
„შენ უკვე პრეზიდენტი ხარ“ - ასე მიულოცა პრემიერმა პრეზიდენტს პოსტის დაკავება“ - წერს სტატიის ავტორი.
პოლიტიკურ სიტუაციას ეხმიანება ასევე ,,The Washington post“. ინაუგურაციის გარდა, სტატიაში,  ახალი პრემიერ მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის ფიგურაზეა საუბარი. ღარიბაშვილი ნახსენებია, როგორც ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი.
„ის არაა პოლიტიკოსი, მას ივანიშვილი ენდობა“ - წერს ავტორი. 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილზე ინფორმაციის მოპოვება, როგორც ავტორი წერს, ძალიან რთულია.
იმ ფონზე, როცა ამერიკული პრესის ეს ნაწილი პოლიტიკურ ვითარებაზე ანალიზს გვთავაზობს, საინტერესოა რუსული პრესის დამოკიდებულება, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ვითარებაზე.

22-11-2013, 16:59

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
ლევან ჭოღოშვილი: ჩემი ოცნება ხელოვნებაში დეზინფორმაციის მოსპობაა
1953 წელს დაბადებულ  მხატვარს, ლევან ჭოღოშვილს ცხოვრება საბჭოთა რეჟიმში მოუწია.  სამხატვრო განათლება აკადემიაში მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მშობლის არჩევანით არქიტექტურულზე სწავლობდა, გადაწყვიტა ფერწერაზე გადასულიყო და ასეც მოხდა... ამბობს, რომ გაუმართლა, იმ პერიოდში  მოუწია მოღვაწეობა, როდესაც ხელოვნება დიდ ინტერესს იწვევდა.
ლევან ჭოღოშვილი გახლდათ, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორი (1986–1988) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. (1997–2007) ფოტოგრაფიისა და ახალი მედიების კავკასიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და პროფესორი (2001–2005).

- ხატვა როდის დაიწყეთ?

- ბავშვობაში ნახატებს ვასურათებდი, 4 წლის ასაკში დავხატე ამირანისა და გველეშაპის შებრძოლება, ეს იყო ჩემი პირველი ნახატი.
ორი ბიძა მყავდა მხატვარი: ოთარ ანდრონიკაშვილი და შალვა მაყაშვილი, გარდა ამისა  მხატვრების გარემოში ვიზრდებოდი. მახსოვს, მამამ მოსკოვში წამიყვანა და ფაქტობრივად ყველა მუზეუმი დამათვალიერებინა, პარალელურად მიკითხავდა თეორიას: ბერძნულსა და გერმანულ მითებს, ამან ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.   ჩემი ნახატები ახლობლების მოწონებას იმსახურებდა და დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მხატვარი უნდა ვყოფილიყავი.

22-11-2013, 16:25

პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბის სამმართველოს დეტექტივების და ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1964 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი გელა ბ. თბილისში, გოთუას ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, რამდენიმე შეკვრად დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, სულ ამოღებულია 16 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 8 გრ ჰეროინს შეიცავს.
ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გელა ბ. დაკავების მომენტში ჰეროინის და მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

 

22-11-2013, 14:40

ავტორი

გიორგი გაბაშვილი

რა ბედი ეწევა ავლაბრის რეზიდენციას?

საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა - გიორგი მარგველაშვლმა გადაწყვიტა, სამუშაოდ არ შევიდეს იმ საპრეზიდენტო სასახლეში, რომელშიც პრეზიდენტი სააკაშვილი ასრულებდა მოვალეობას. მარგველაშვილმა ამის მიზეზად, სასახლის პომპეზურობა დაასახელა და განაცხადა, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის მიუღებელია ძვირად ღირებული რეზიდენცია. მარგველაშვილმა მუშაობა კანცელარიის შენობაში დაიწყო. მომავალში კი რეზიდენციის აშენება, ყოფილი ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ათონელის ქუჩაზე იგეგმება.
საინტერესოა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია სპეციალურად პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ააშენებინა. ავლაბრის რეზიდენცია მთელ თბილისს გადმოჰყურებს და ხშირად გვინახავს თავმომწონე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც უცხოელ სტუმრებს რეზიდენციის აივნებზე ემუსაიფებოდა. ავლაბრის რეზიდენცია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა ერთგვარ „ქართულ სახლად“. აქ მან მსოფლიოს მრავალი პოლიტიკური ლიდერი მიიღო, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა. ასევე ამ კედლებში იქნა გადაღებული ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ რამდენიმე ეპიზოდი.
ამბობენ, რომ ავლაბრის რეზიდენცია განათლების სამინისტროს გადაეცემა და შესაძლოა უნივერსტეტიც განთავსდეს. ამ იდეას საზოგადეობისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგობა მოჰყვა. მოწინააღმდეგეთა აზრით, რეზიდენციაში უნივერსიტეტის განთავსება არახელსაყრელი იქნება, როგორც მატერიალური კუთხით, ასევე ესთეტიური თვალსაზრისით.

20-11-2013, 15:27

ავტორი
სოფო ხვიბლიანი
რატომ  თქვა უარი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაზე გიორგი გაჩეჩილაძემ?!
მისთვის ცეკვა ყველაფერია, საზოგადოებას თავი პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ დაამახსოვრა. ის დღესაც  თავის საყვარელ საქმეს აკეთებს და სტუდია ,,თელაში“ ცეკვას ასწავლის.
- სანამ საზოგადოებისთვის ცნობილი სახე გახდებოდით რას საქმიანობდით?
- მე და სალომე ჭაჭუა, სხვადასხვა კონკურსებში ვიღებდით  მონაწილებას. ფინალში, მსოფლიო ჩემფიონატშიც გავსულვართ და საპრიზო ადგილებიც აგვიღია. საქართველოში კი თითქმის, ყოველთვის პირველ ადგილზე გავდიოდით.
- როგორ მოხვდით „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირველ სეზონში?
- ამ პროექტში, რომ მონაწილეობა მივიღე, ლელა წურწუმიას დამსახურებაა. მან მოითხოვა, მისი პარტნიორი ვყოფილიყავი.  თუმცა პრობლემა ის იყო, რომ ცეკვისთვის თავი მქონდა დანებებული და წონაში მომატებული ვიყავი, ამიტომ ერთ კვირაში მომიწია ფორმაში ჩადგომა.

19-11-2013, 14:24

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
პროექტი - „ვისაუბროთ წიგნებზე“
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ევროკავშირის კულტურის კვირეულის ფარგლებში, მიმდინარე პროექტის - „ვისაუბროთ წიგნებზე“ - დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
პროექტი „ვისაუბროთ წიგნებზე" 4 ნოემბერს დაიწყო. იგი სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს, რომელთა მიზანია კითხვის წახალისება, ევროპული ლიტერატურის უკეთ გაცნობა.
„წიგნის პლატფორმა“  - ეს პროექტი ბიბლიოთეკების მნიშვნელობის ხასგასმაა, სტუდენტები სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართულნი. რაც შეეხება მიზანს, მთავარი მოტივია რეგიონალური მიმართულებით მუშაობა: ხელს უწყობს წიგნის სექტორის განვითარებას საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, ღია კულტურული კომუნიკაციის ჩამოყალიბებასა და პროფესიონალური კონტაქტების გაღრმავებას.
წიგნის სექტორის ხელშეწყობა: მთარგმნელები, მწერლები, საერთაშორისო კავშირები, ონლაინ რესურსები.
ღონისძიებაზე მყოფ სტუმრებს შორის დისკუსია გაიმართა, წიგნის კითხვის კულტურის აუცილებლობასა და საკითხავი ლიტერატურის გავრცელებაზე, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაზე.
ღონისძიების ორგანიზატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები და კულტურის ინსტიტუტები.
პროექტის მხარდამჭერები: „დიოგენე“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“.

 

18-11-2013, 14:01

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
აბდალა ომარის -  „ომის ხიბლი“ - გახსნილია
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში,  სირიელი მხატვრის აბდალა ომარის გამოფენა „ომის ხიბლი“ გაიხსნა.
გამოფენაზე  ომში დაზარალებული ბავშვების პორტრეტები  იყო წარმოდგენილი. თითოეული ნახატი რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს, ბავშვების სახე მეტყველია, მათი ტკივილიანი სახე, მხატვრული ხერხების მეშვეობით სიღრმისეულ სილამაზეს იძენს.
2012 წლის 10 ივლისს, ლიინ ალ ფალოუჯი, ექვსი წლის ბავშვი ქალაქ დარადან, ძალისმიერი შეტაკების დროს შემთხვევით თავში დაიჭრა. ამ ნამუშევარს მხატვარმა „ჯასმინის გასროლა“ უწოდა.
ოთხი თვის წინ, სირიელ ლტოლვილთა რაოდენობამ ერთ მილიონს მიაღწია, დღეისათვის ეს რაოდენობა გაორმაგებულია.
ერთ-ერთ ნამუშევარში , ზაათარის (იორდანიაში) ლტოლვილთა ბანაკის ორი მორცხვი გოგონა ჟურნალისტებისთვის პოზირებს.
,,კონფლიქტების დროს ბავშვები ხშრად სიბნელეში, მედიისა და მსოფლიოს ყურადღების ცენტრს მიღმა რჩებიან. მათი სუსტი ხმა ვერ წვდება ჩვენს სმენას, უცხოა აღსაქმელად. პატარებს არ აინტერესებთ უფროსების ,,თამაში“ სახელად „ომები", მათ თავიანთი მხიარული, ბავშვური თამაშები სურთ" - ამბობს მხატვარი ომარ აბდალა.
მხატვრის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა აღფრთოვანება გამოიწვია.
გამოფენა 19 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

18-11-2013, 13:40

აჭარის რეგიონში სიჩქარის განმსაზღვრელი ახალი რადარები დამონტაჟდა
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალებსა და ქალაქებში სიჩქარის განმსაზღვრელი ახალი რადარების დამონტაჟებას აგრძელებს.
თბილისის შემდეგ სიჩქარის განმსაზღვრელი 11 ახალი რადარი აჭარის რეგიონში, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალებზე განთავსდა: ბათუმში, ქობულეთში, ბობოყვათში, გონიოს ციხესთან, „გეზის“ ტერმინალთან, მახინჯაურსა და ხელვაჩაურში.
ახალი რადარები მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან სრული დატვირთვით ამოქმედდება. მათი დამონტაჟება მიზნად ისახავს მაგისტრალებზე მძღოლთა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას და მოძრაობისას გადაჭარბებული სიჩქარის მაქსიმალურად შემცირებას.
ასევე აღსანიშნავია, რომ თითოეული რადარის სიახლოვეს განთავსდა სიჩქარის შეზღუდვისა და რადარის მაჩვენებელი საგზაო ნიშნები, რომლებზეც გამოსახულია ვიდეოკამერა და დასაშვები სიჩქარე.
აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მძღოლს შეუძლია დასაშვები სიჩქარის დადგენილ ზღვარს 15 კმ/სთ სიჩქარით გადააჭარბოს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეების უკეთ ინფორმირების მიზნით აჭარის რეგიონში ახალი რადარების მდებარეობის ამსახველ რუკას აქვეყნებს:

15-11-2013, 15:06

პოლიციამ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
საქართველოს შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დუშეთის რაიონის სოფელ ბარისახოს მიმდებარედ, რკინიგზის მშენებლობისთვის გაყვანილ გვირაბში დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.
სულ ამოღებულია: 5 ყუმბარმტყორცნი, ე.წ. "მუხა", "კალაშნიკოვი"-ს სისტემის 4 ავტომატი, ავტომატის 14 მჭიდი, ავტომატის 1047 საბრძოლო ვაზნა, ტყვიამფრქვევის 127 ვაზნა ლენტით, 1 კონტეინერი 5,45 მმ-ი კალიბრის ვაზნები, ტყვიამფრქვევ "დე-შე-კა"-ს 1 ვაზნა, "ეფ-1"-ის ტიპის 8 ხელყუმბარა და "ერ-გე-დე-5"-ის ტიპის 2 ხელყუმბარა, 2 დეტონატორი, 1 მეტალის ზონარი ბოლოში სახრახნით, კამუფლირებული 1 ჩანთა, მჭიდების ჩასადები 1 ჟილეტი, მჭიდების მოსათავსებელი 1 ჩანთა, 1 ცალი მომწვანო ფერის ცილინდრისებური მეტალის საგანი.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

15-11-2013, 15:00

შსს-მ აჭარაში პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით 14 პირი დააკავა
შსს-ს აჭარის ა/რ სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმსა და გონიოში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბათუმსა და გონიოში მდებარე 14 სასტუმროსა და კლუბის მეპატრონეები და ადმინისტრატორები პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნული პირები გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისათვის ოთახებს სისტემატურად უთმობდნენ.
სასტუმროებსა და კლუბებში მომუშავე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაიკითხნენ.
პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით სულ 14 პირია დაკავებული. გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).

 

15-11-2013, 14:54

ავტორი
თინათინ ბეკოშვილი
,,კამერტონის" - ,,ოლივერი" და დიდი სცენის პატარა არტისტები   
ახლახანს, სულხან ცინცაძის სახელობის მეთექვსმეტე სახელოვნებო სკოლის სტუდია ,,კამერტონმა“, ახმეტელის თეატრში, მიუზიკლი „ოლივერი“დადგა.  იგი საქართველოში პირველად დაიდგა. სპექტაკლი საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხა ლეიკემიით დავადებულ ბავშვთა ფონდში ჩაირიცხა.
- მოგვიყევით როგორ გაჩნდა „ოლივერის“ დადგმის იდეა?                                                          
თამუნა გვაზავა: - ჩემი ოცნება იყო საქართველოში მიუზიკლები დადგმულიყო. ვგრძნობდი, რომ საზოგადოებას ეს აკლდა. სტუდიის გახსნის დღიდან, სურვილი მქონდა, საბოლოო შედეგი სწორედ ის ყოფილიყო, რაც დღეს მოხდა. თავიდან, როცა ბავშვებთან მუშაობა დავიწყე,  პატარ-პატარა მიუზიკლებს ვდგამდით. აუცილებლად უნდა გამეკეთებინა „პიტერ პენი“, რადგან ეს პატარებშიც  და დიდებშიც დიდ ინტერესს გამოიწვევდა. ეს არის თემა, სადაც შინაგანად სულ ბავშვი ხარ და არ იზრდები. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს პირველად საქართველოში, ქართულ ენაზე გამეკეთებინა.
ბავშვებმა მაქსიმუმი გააკეთეს. ძალიან რთული რეპეტიციების შედეგად, ყველა თავიდან ბოლომდე დავიხარჯეთ. დიდ მადლობას ვუხდი პედაგოგების ჯგუფს: სალომე ლაფერაძეს, ეკატერინე ჩინჩალაძეს, ნინო გვაზავას, თამარ ჟორდანიას და გეგა ქურციკიძეს.

15-11-2013, 14:38



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა