შემოგვიერთდით facebook-ზე
რატომ თქვა უარი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაზე გიორგი გაჩეჩილაძემ?!
19-11-2013, 14:24  /  ნახვა: 3355

ავტორი
სოფო ხვიბლიანი

მისთვის ცეკვა ყველაფერია, საზოგადოებას თავი პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ დაამახსოვრა. ის დღესაც  თავის საყვარელ საქმეს აკეთებს და სტუდია ,,თელაში“ ცეკვას ასწავლის.
- სანამ საზოგადოებისთვის ცნობილი სახე გახდებოდით რას საქმიანობდით?
- მე და სალომე ჭაჭუა, სხვადასხვა კონკურსებში ვიღებდით  მონაწილებას. ფინალში, მსოფლიო ჩემფიონატშიც გავსულვართ და საპრიზო ადგილებიც აგვიღია. საქართველოში კი თითქმის, ყოველთვის პირველ ადგილზე გავდიოდით.
- როგორ მოხვდით „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირველ სეზონში?
- ამ პროექტში, რომ მონაწილეობა მივიღე, ლელა წურწუმიას დამსახურებაა. მან მოითხოვა, მისი პარტნიორი ვყოფილიყავი.  თუმცა პრობლემა ის იყო, რომ ცეკვისთვის თავი მქონდა დანებებული და წონაში მომატებული ვიყავი, ამიტომ ერთ კვირაში მომიწია ფორმაში ჩადგომა.
- ლელასთან მეგობრობდით?
- დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, რამდენიმე წლის წინ „საზოგადოებრივ არხზე“, ამ პროექტის გაკეთება ჩვენც გვინდოდა, მაგრმ არ გამოგვივიდა.

რატომ  თქვა უარი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაზე გიორგი გაჩეჩილაძემ?!
- გული ხომ არ დაგწყდათ, პარტნიორობა თიკო სადუნიშვილმა რომ გაგიწიათ?
- ლელას ძალინ ვაფასებ, კარგი ადამიანია, მაგრამ თიკოს პარტნიორობამ ძალიან გამახარა. კარგი პიროვნებაა, დღეს  ის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია.
- თქვენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, პირველ და მეორე სეზონში ვისთან იცეკვებდით?
- პირეველ სეზონში თიკოსთან და მეორეში  რუსკასთან, ან ნანიკოსთან.
- რამდენად გწყალობთ იღბალი?
- ამბობენ, რომ ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა შანსი და უნდა გამოიყენოვო, მაგრამ არ ვეთანხმები. ბევრი შანსი მომცა ცხოვრებამ, ალბათ იმიტომ, რომ სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდი, თუ არ ჩავთვლით ბავშვობის შეცდომებს.
- რატომ არ მიიღეთ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ამ სეზონში მონაწილეობა?
- არ მიმიწვიეს, ალბათ იმიტომ, რომ მეორე სეზონის შემდეგ ვთქვი, აღარ მივიღემ ამ პროექტში მონაწილეობას-მეთქი. თანაც ძალიან დაკავებული  ვიყავი, თვისუფალი დრო ფაქტიურად არ მქონდა. ამჟამად, მოსწავლეები მყავს, სულ მალე „მსაჯი“ გავხდები.
- ცნობილი სახეებიდან არის ვინმე თქვენი მოსწავლე?
- გვანცა ზაქარეიშვილი, თიკო სადუნიშვილი და კიდე რამდენიმე სხვა. ძირითად მოცეკვავეებს ვასწავლი; ოთოს, ჯულიანას და სხვებს, რადგან ნერვები არ მყოფნის დამწყებ ბავშვებთან მუშაობის.

რატომ  თქვა უარი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაზე გიორგი გაჩეჩილაძემ?!
-  „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვის გულშემატკივრობთ?
- ვგულშემატკივრობდი ოთოს და იულიას. ახლა ჯულიანს, გიორგის, რამაზის და სოფოს,  რადგან ისინი ჩემი მოსწავლეები არაიან.
- თქვენი აზრით ვინ იქნება ამ სეზონის გამარჯვებული?
- წინასწარ ვერ განსაზღვრავ, მაგალითად გიორგიმ და ჯულიანამ პირველად ძალიან კარგად იცეკვეს, მეორე და მესამე ცეკვა კი ჩააგდეს. 
- მიღებთ თუ არა მომდევნო სეზონში მონაწილეობას?
- ჯერ-ჯერობით არ მაქვს დაგეგმილი, თუ რაღაცეები შეცვალეს  არ გამოვრიცხავ.
- რას გულისხმობთ, რა უნდა შეიცვალოს?
- ძალიან ბევრი რამ. იმას არ ვამბობ, რომ ცუდია, მგარამ არის რაღაცები, რაც ჩემთვის მიუღებელია. არ ვიცი, ვნახოთ მომავალი რას გვიჩვენებს.
- როგორია ,,ვარსკვლავობა“?
- აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები; უარყოფითი ის, რომ შენს პირად ცხოვრებაში ერევიან, დადებითი კი ის აქვს, რომ  ხალხი გცნობს, უყვარხარ და დიდ სითბოს გამოხატავს შენს მიმართ.
- „ცეკვავენ ვარსკვლავები“ არის თუ არა ერთ-ერთი მთვარი მიზეზი თქვენი და სალომეს  დაშორების?
- არა, პროექტი არაფერ შუაშია. მართალია ცნობილები გავხვდით და ორივე ცოტა შევიცვალეთ, მაგრამ ოჯახიც რომ გვქონოდა შექმნილი, მაინც დავშორდებოდით. მოსახდენი მოხდებოდა.
- სალომე ისევ „სტუდია თელაში“ მუშაობს?
- არა, დაშორების შემდეგ ცოტახანს იმუშავა და წავიდა.
- თქვენ ხომ არ იყავით ინიციატორი?
- არა, ეს მისი გადაწყვეტილება იყო. დღესაც რომ დაბრუნდეს, პრობლემა არ მექნება. 
- ახლაც გაქვთ რაიმე ურთიერთობა?
- არა.
- გვესაუბრეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე.
- მყავს ძალიან ბევრი მოცეკვავე წყვილი, ახლა საერთაშორისო ,,მსაჯობას“ ვიღებ და  ერთ წელიწადში, მინიმუმ ცამეცი კონკურსი მექნება. ,,სამსაჯო“ წყვილებს გავზრდი და ვატარებ კონკურსებზე. ახლა მივდივარ მოსკოვში, გერმანიაში და ამერიკაში.

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა