,,ჩვენ მოვიგეთ თქვენი დიდი დახმარებით!!!
ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!!!!
მე გუშინ ვთქვი და დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ოთო ნემსაძე ჭირდება საქართველოს!!!
მოგების დიდი პროცენტი კი იმის მაჩვენებელია, რომ ოთო ქართველი ხალხის რჩეულია!
ალექსანდრე ნეველი (დ. დაახლოებით 1220 — გ. 14 ნოემბერი, 1263, გოროდეცი) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, ნოვგოროდის მთავარი (1236-1251), ვლადიმირის დიდი მთავარი (1252-იდან), შვილი იაროსლავ ვსევოლოდის ძისა. მეთაურობდა რუსთა მხედრობას, რომელმაც რუსეთის ჩრდილოეთ-დასავლეთის მიწები დაიცვა გერმანელ და შვედ ფეოდალთა შემოსევებისაგან.
დეპუტატი თინათინ ხიდაშელი საგარეჯოში არსებულ სოციალურ მდგომარეობას, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება და ფიქრობს, რომ სოციალური ფონი იმდენად მძიმეა, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს, დღევანდელი სიდუხჭირის ერთი ხელის მოსმით დამარცხებას:
,,დღეს მიღება მქონდა.
მთელი დღე საგარეჯოში ვიყავი. 10 წუთია დავბრუნდი.
ყოველთვის საშინელი დეპრესია მაქვს იქიდან დაბრუნებულს.
გაჭირვების ხარისხი, რომელიც სასოწარკვეთაში გადადის ძალიან მაღალია.
თბილისის ზღვის მიმდებარედ ,,ოლიმპიური კომპლექსის" მშენებლობაზე, უბედური შემთხვევის გამო ერთი გარდაცვლილი და ცხრა დაშავებულია. ისინი ყველა ჩინელი ეროვნების მოქალაქეები არიან. ამბობენ, რომ ინციდეტი დენის გაყვანილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, საქართველოს ბანკების მმართველებს მოუწოდა, იმ ადამიანებს, ვისაც სესხის გამო ბინები აქვთ ჩადებული ბანკში, ზამთარში სახლების გარეშე ნუ დატოვებენ.
5-7 დეკემბერს საიას მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი ტრადიციულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, გამართავს ოლიმპიადას ,,ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის"
საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით ოლიმპიადა ბოლო 8 წელია იმართება და ემთხვევა საია-ს ტრადიციულ "ადამიანის უფლებათა დაცვისკვირეულს".
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება - მართლმადიდებელთა დღესასწაული. ეს არის 12 საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი, ანუ შესულია იმ 12 დიდ დღესასწაულთა რიცხვში, რომელიც ეკლესიის მიერაა დადგენილი.
ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებს იოაკიმე და ანა ერქვათ. ისინი დედამიწაზე ყველაზე წმინდა ცოლ-ქმარი იყვნენ. ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, შვილი არ ჰყოლიათ.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1965 წელს დაბადებული, წარსულში თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის ნასამართლევი ელმან გ. და 1985 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ანარ გ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში დააკავეს.
გუშინ თელავში მომხდარ ფაქტს, ჩვენი ჟურნალი geoelite.ge გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო 65 წლის ქალბატონის გარდაცვალებაზე. აფთიაქში ვიზიტისას მოულოდნელად გარდაცვლილი გულნაზი მესტვირიშვილის ახლობლები ამტკიცებენ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა გამოძახების ადგილზე, რა დროსაც ავადმყოფი ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ახლობლები პრეტენზიას გამოთქვამენ იმაზეც, რომ სასწრაფომ გარდაცვლილი ადგილზე დატოვა და მისი პროზექტურაში გადასვენება არ მოხდა, ხოლო ოჯახის წევრების მისვლისას ექიმები იქ აღარ იყვნენ.
,,აი ასე მუშაობს თელავის სასწრაფო დახმარება!" – ასეთი დასათაურებით ავრცელებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე სტატუსს, პოეტი ლელა ლაჩაშვილი, რომელიც დეიდის 65 წლის გულნაზი მესტვირიშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს:
მიაჩნია, რომ როცა ადამიანს პირადი ცხოვრება აწყობილი აქვს და ბედნიერია, კარიერაშიც მეტ წარმატებებს აღწევს. ფიქრობს, რომ ხალხის სიყვარული ბუმერანგივით უბრუნდება. წარმატებული კარიერა რაღაცეებზე უარის თქმას მოითხოვს, თუმცა უპირატესობას საქართველოში და შვილის გვერდით ყოფნას ანიჭებს.