შემოგვიერთდით facebook-ზე
თინათინ ხიდაშელი: ზოგიერთებს გამომძიებელი ძალიან ეძვირფასებათ, ეს ოხერი შიში არ ტოვებთ!
6-12-2014, 13:02  /  ნახვა: 2652

დეპუტატი თინათინ ხიდაშელი საგარეჯოში არსებულ სოციალურ მდგომარეობას, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება და ფიქრობს, რომ სოციალური ფონი იმდენად მძიმეა, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს, დღევანდელი სიდუხჭირის ერთი ხელის მოსმით დამარცხებას:
,,დღეს მიღება მქონდა.
მთელი დღე საგარეჯოში ვიყავი. 10 წუთია დავბრუნდი.
ყოველთვის საშინელი დეპრესია მაქვს იქიდან დაბრუნებულს.
გაჭირვების ხარისხი, რომელიც სასოწარკვეთაში გადადის ძალიან მაღალია.
პრობლემები იმ ხარისხის არის რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეეჭიდება და ვერ დაამარცხებს ერთი ხელის მოსმით.
ასეულობით ოჯახს სახლი თავზე ექცევა, ეს ალბათ ერთ ერთია იმ უმძიმესი პრობლემებიდან რომელსაც ვერააირი ბიუჯეტი ვერ აუვა. თინათინ ხიდაშელი: ზოგიერთებს გამომძიებელი ძალიან ეძვირფასებათ, ეს ოხერი შიში არ ტოვებთ! დასაქმების პირობებშიც საკმაოდ დიდი ხანი დაჭირდებათ ამ ადამიანებს იმის მისაღწევად რომ ზამთარში მაინც თავზე არ ათოვდეთ და არ აწვიმდეთ, კედლის გადმოქცევის შიშის ქვეშ არ ცხოვრობდნენ.
რამდენიც უნდა დაეხმაროთ სახელმწიფო, როგორი დიდი და წარმატებულიც არ უნდა იყოს სოციალური პროგრამები პრობლემები და ინდივიდუალური ტრაგედიები მაინც უმძიმესი იქნება.
ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა ყველა მადლიერი ჯანდაცვის რეფორმის, სოფლად დავდვარ და ბუნებრივია სოფლის პროგრამების, მაგრამ საყოველთაო დაზღვევით ოპერაცია გაკეთებული მოხუცი რომ მოდის და 200 ლარის წამალი ჭირდება, რომელის ყიდვის არავითარი შანსი არა აქვს, სწორედ იქ იჩენს პრობლემა თავს. აღარაფერს ვამბობ სახელმწიფო ლიმიტის ამოწურვის შემდეგ ლოგინს მიჯაჭვულ, სასიცოცხლო აპარატზე შეერთებულ პაციენტზე, რომლის პატრონსაც დარჩენილი დღეების გადახდა არ შეუძლია და არჩევანს სთავაზობს სახელმწიფო ან გამორთოს, ან სხვაგან გადაიყვანოს, ან თავად მოიფიქროს როგორ მოიქცევა.
სწორედ ამ დროს ვხვდები ზოგირთებისგან მრავალგზის ნაგინები და გალანძღული ლიბერალური პოლიტიკის გამართულობას, სისწორეს, პრინციპში ერთადერთობას. მაგრამ ეხლა ამ თეორიების დროც არ არის.
ამასობაში კი ვზივარ ჩემს ბიუროში, საგარეჯოს გამგეობის პირველ სართულზე და ,,ცისფერი მთების" არ იყოს სულ ცნობილი პერსონაჟის სიტყვები მახსენდება ,,რა დაწესებულებაში ვიმყოფებითო" დაჟინებით რომ კითხულობდა. ზევით სრულაიდ სხვა სამყაროა, ათეულობით ადამიანი და უფრო მეტად კი მათ ხელმძღვანელები მხოლოდ იმით არიან დაკავებული როგორ ავნონ ერთმანეთს, როგორ და სად დაასმინონ ერთმანეთი, როგორ გაამწარონ კოლეგა, როგორ იყვნენ ჩუმად, მდუმარედ, უინიციატივოდ, პრინციპში უსიცოცხლოდ იმის შიშით ვინმემ ხვალ გადაწყვეტილება არ დაუწუნოთ მოიშორონ ვინმე, მხოლოდ იმიტომ რომ რომელიღაც გამომძიებლის ცოლს სამსახური უნდა უბოძონ და ეს გამომძიებელი კი ძალიან ეძვირფასებათ, ეს ოხერი შიში არ ტოვებთ.
ამ დროს კი ზუსტად ვიცი, საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რა ადვილია ადამიანს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნო, ანუგეშო, კეთილი სიტყვა უთხრა, გაუღიმო, გულში ჩაიკრა როდესაც უჭირს, აჩვენო რომ ყველაფერს აკეთებ რაც შეგიძლია მის დასახმარებლად.
ჩვენები ისეთ კეთილი, გულისხმიერი, წესიერი, მიმტევებელი, ამტანი ადამიანები არიან. წარმოუდგენელი სიკეთე და კეთილშობილებაა მათ გაჭირდებული ცხოვრების უკან.
ადამიანები უნდა გვიყვარდეს და მუდამ აჩვენო რომ მზად ხარ მათთვის ყველაფერი გაიღო. ის რამდენიმე წელი მაინც როდესაც მათი მსახურება გევალება.
რატომ არის ასეთ რთული ამის გაგება და შემდეგ კეთება?
იქიდან დაბრუნებულს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვკამათობთ საჯარო სივრცეში, რასაც მაგალითად გასულ კვირას ამდენი ენერგია შევალიეთ, მეორეხარისხოვანიმგონია ხოლმე.
არაფერს ვაყენებ ჩრდილს, არც არაფრის რევიზიას ვახდენ, ისევ ისე მოვიქცევი ხვალეც მსგავსი ღირებულებით არჩევანის წინაშე თუ დავდექი, მაგრამ დღეს მომიტევეთ მაგრამ ასე მგონია." – ამბობს თინათინ ხიდაშელი.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა