მიაჩნია, რომ როცა ადამიანს პირადი ცხოვრება აწყობილი აქვს და ბედნიერია, კარიერაშიც მეტ წარმატებებს აღწევს. ფიქრობს, რომ ხალხის სიყვარული ბუმერანგივით უბრუნდება. წარმატებული კარიერა რაღაცეებზე უარის თქმას მოითხოვს, თუმცა უპირატესობას საქართველოში და შვილის გვერდით ყოფნას ანიჭებს.
- გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა... თუ ოცნებობდით მაშინ მომღერლობაზე?
- ძალიან მხიარული და აქტიური ბავშვი ვიყავი, როგორც ყველა... სიმღერა ბავშვობიდან დავიწყე. მამაჩემი პროფესიონალი მომღერალი იყო, ფორტეპიანოზე უკრავდა. სიმღერა მან მასწავლა, ამიტომ, მამის შექება ყველაზე მეტად მახარებდა. ძალიან მაგარი ადამიანი იყო.
- იფიქრებდი,რომ ასეთი წარმატებული კარიერა გექნებოდა?
- ბავშვობიდან ყოველთვის ვოცნებობდი, რომ პოპულარული ვყოფილიყავი, ჩემი სახელი და გვარი სცოდნოდა არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს. ჯერჯერობით მსოფლიო დონის მომღერლობა ისევ ოცნების დონეზე მრჩება. ყველაზე დიდი ჯილდო ისაა, რომ ხალხს ვუყვარვარ. შეიძლება ძალიან მაგარი მომღერალი იყო, მაგრამ ხალხს არ უყვარდე. "ჯეოსტარის" შემდეგ ხალხის დიდი სიყვარული დავიმსახურე. არა მხოლოდ ჩემი სიმღერით, გაცემული სითბოთი და სიყვარულით.
- პროფესიით ვინ ხართ?
- აღმოსავლეთმცოდნეობის ფილოლოგი ვარ, ასევე მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, ფორტეპიანოს განხრით.
- როგორია სოფო ახლა და როგორი იყავით, სანამ ცნობილი გახდებოდით? რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
- რაფერი შეცვლილა. ისევ ისეთად დავრჩი, როგორიც ვიყავი. თავში არაფერი ამვარდნია და არც ამივარდება. ძალიან უბრალო ადამიანი ვარ. ყოველთვის პატივისცემით მოვეპყრობი მიმტანსაც და კარისკაცსაც, არასოდეს არავის ვაგრძნობინებ, რომ ვინმეზე მაღლა ვდგავარ. თვმდაბლობით მხოლოდ სიყვარულს მოვიპოვებ.
- როგორც ვიცი ერთი შვილი გყავთ. როგორია იყო დედა და ამავე დროს წარმატებული მომღერალი?
- დედობა ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ძალიან დაკავებული ვარ, ორ რესტორანში ვმღერი, ღამის რეჟიმში და რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ არა მარტო ჩემი კარიერისთვის, არამედ ჩემი შვილისთვისაც. მისთვის ვარსებობ და ის ჩემი ცხოვრების მთავარი აზრია. შვილს ძალიან დიდ დროს ვერ ვუთმობ, მაგრამ ვცდილობ ყურადღება არ მოვაკლო.
- როგორ შეაფასებთ დღევანდელ შოუბიზნესს?
- საქართველოში შოუბიზნესი არ არსებობს. ძალიან ცუდი სიტუაციაა, კონცერტები არ ტარდება. ჩემი ბევრი კოლეგა რესტორნებსა და კლუბებში სიმღერით ვირჩენთ თავს. იმედს ვიტოვებ, რომ მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვლება და მომღერლებსაც მეტი დაფასება გვექნება.
- საზღვარგარეთ წასვლაზე არ გიფიქრიათ?
- მიფიქრია და მინდა, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ გავიდე, რაც შეიძლება მეტი გავაკეთო, ჩემი შემოქმედება ხალხს გავაცნო და შევაყვარო. ბევრჯერ მქონდა შემოთავაზება გავსულიყავი ლონდონის "X FAჩთOღ"-ში. მითხრეს, რომ შენ ჩვენ გვჭირდებიო. სადღაც ექვსი თვით მიწევდა წასვლა. კონკურსის პარალელურად მუშაობაც უნდა დამეწყო, ქართული რესტორანი იხსნებოდა და იქ მეპატიჟებოდნენ. კოშკები ავაგე, მაგრამ ვერ წავედი. ნიკუშა ამ დროს ძალიან პატარა იყო, ჩემი ყოფილი მეუღლეც პრობლემატური ადამიანი იყო, მარტო არ გამიშვა. თუმცა ამას მარტო ჩემ ყოფილ მეოღლეს ვერ დავაბრალებ, რადგან ბავშვის დატოვება ძალიან გამიჭირდებოდა. რთულია იყო ოჯახის ქალი და ამავდროულად ცნობილი მომღერალი. წარმატებაზე რომ იფიქრო, ბოლომდე უნდა იყო კარიერაში ჩართული და რაღაცეებზე უარის თქმა შეგეძლოს. ოჯახის ქალი ვარ, მირჩევია საქართველოში, ჩემი შვილის გვერდით ვიყო.
- როგორი აღმოჩნდა თქვენთვის ,,გზა წარმატებისკენ"?
- შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მე და ჩემს ძმას არავინ დაგვხმარებია. ჩვენი ნიჭით მოვედით აქამდე. "ჯეოსტარი", იმიტომ იყო ჩემთვის ყველაფერი, რომ ამ პროექტით გავხდი პოპულარული. ეს იყო მართლაც გრანდიოზული პროექტი, რომელმაც დამამკვიდრა სცენაზე და აქედან ვაგრძელებ ჩემს კარიერას. თუმცა მანამდეც ვმღეროდი, პირველი ნუცას სკოლელი ვარ, ეს ჩემი პირველი კონკურსი იყო.
- რას ურჩევთ მომავალ თაობას, დამწყებ მომღერლებს, რა საშუალებით შეიძლება დღეს საქართველოში წარმატებას მიაღწიონ?
- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის, რაც ძალიან მიხარია. მაგრამ იცი, რაღაც ტენდენცია მოვიდა, რომ უცხოური რეპერტუარით უნდათ შედგან ფეხი შოუბიზნესში. ძალიან მომწონს, მაგრამ გული მწყდება, რომ ქართულ სიმღერა აღარ უნდათ, აღარ მღერიან. ჩვენ ვართ ქართველები და ჯერ ჩვენი უნდა ვიმღეროთ, მსოფლიოში ჩვენი ფოლკლორი გავიტანოთ.
- კრიტიკას ადვილად იღებთ?
- თუ კრიტიკა ჯანსაღია, ადვილად ვიღებ. მაგრამ გააჩნია ვინ გაკრიტიკებს. სწორედ გამიგეთ, ისეთი ხალხი, ვინც არ მიცნობს, არ იცის რა ადამიანი ვარ, რა ცხოვრება მაქვს, მისგან რთულია მიიღო კრიტიკა. ცხოვრებაში გადადგმულ არც ერთ ნაბიჯს არ ვნანობ. ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი, ღირსეული ადამიანი ვარ და ამით ვამაყობ.
- როგორია გაბრაზებული სოფო და რა გამშვიდებთ ამ დროს?
- ვცდილობ არ გავბრაზდე და ყოველთვის გავანეიტრალო სიტუაცია. ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ცუდი გაბრაზება ვიცი.
- რამდენად ბედნიერად გრძნობთ თავს ახლა და პირადი ბედნიერება კარიერაში თუ გეხმარებათ?
- ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ადამიანს ცხოვრება გაქვს დალაგებული, როცა მშვიდად ხარ, ნერვებს არავინ გიშლის და ის ადამიანები შენს გვერდით არიან, ვისთანაც გსიამოვნებს ყოფნა, შესაბამისად ბოლომდე კარიერაში ხარ ჩართული და კონცენტრირებული. სიმშვიდე ზოგადად ადამიანისთვის ყველაფრის გამპირობებელია. ახლა ძალიან კარგად ვარ, გახარებული და ბედნიერი. გვერდით მყავს ნიკოლოზი და ჩემთვის ბევრი სხვა კარგი ადამიანი.
გვანცა დარჩიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)