შემოგვიერთდით facebook-ზე
ლალი მოროშკინა: ვაჟკაცობა, უზადო ნიჭი, კრეატივი და ქარიზმაა მოდაში!
6-12-2014, 19:49  /  ნახვა: 2270

,,ჩვენ მოვიგეთ თქვენი დიდი დახმარებით!!!
ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!!!!
მე გუშინ ვთქვი და დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ოთო ნემსაძე ჭირდება საქართველოს!!!
მოგების დიდი პროცენტი კი იმის მაჩვენებელია, რომ ოთო ქართველი ხალხის რჩეულია!
თურმე შესაძლებელია არ ,,იკვანწო", კვაზი-ევროპულად, წელში არ გადატყდე და საყურეებით არ დაიჩხვლიტო ყურები...
ქართველობა, ვაჟკაცობა, უზადო ნიჭი, კრეატივი და ქარიზმაა მუდამ მოდაში - აი ეს არის მთავარი!!!" – ასე გამოეხმაურა ლალი მოროშკინა ოთო ნემსაძის მეგა–შოუ ,,ბრავო"–ში ოთო ნემსაძის გამარჯვებას, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მეგა-შოუ ,,ბრავო" ოთო ნემსაძის გამარჯვებით დასრულდა, რომელსაც ბინა ბათუმში გადაეცა. გამარჯვებულმა ორკესტრთან ერთად ჯეიმს ბრაუნის უკვდავი ჰიტი შეასრულა. პროექტის ფინალში ერთმანეთს რვა მომღერალი ეჯიბრებოდა, რომელთა ლობისტებიც მაია ასათიანი, ლალი მოროშკინა, შორენა ბეგაშვილი, გიორგი ყიფშიძე, ვანიკო თარხნიშვილი, ნიკა გრიგოლია, ვლადიმერ ბოისა და ნინო გაჩეჩილაძე იყვნენ.
პროექტის ფინალში გადასულ სალომე ტეტიაშვილის მიერ შესრულებული მერაია ქერის სიმღერა. სალომეს პრიზად 5000 ლარი გადაეცა.

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა