შემოგვიერთდით facebook-ზე
საკონსტიტუციო სასამართლოში ,,საია" იურისტებისთვის ოლიმპიადას გამართავს
4-12-2014, 14:48  /  ნახვა: 2237

საკონსტიტუციო სასამართლოში ,,საია" იურისტებისთვის ოლიმპიადას გამართავს5-7 დეკემბერს საიას მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი ტრადიციულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, გამართავს ოლიმპიადას ,,ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის"
საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით ოლიმპიადა ბოლო 8 წელია იმართება და ემთხვევა საია-ს ტრადიციულ "ადამიანის უფლებათა დაცვისკვირეულს".
წელს ოლიმპიადაში მონაწილეობს 8 გუნდი შემდეგი სასწავლებლებიდან: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკიწერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტიდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ოლიმპიადისმონაწილეები წარმოადგენენ საბაკალავრო პროგრამის მე-2, მე-3 და მე- 4 კურსისსტუდენტებს.
ოლიმპიადას უხელმძღვანელებს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, დარგის სპეციალისტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოსამართლე გერმანიიდან.
ოლიმპიადის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი "IRZ".
5 დეკემბერს - გაიმართება ოლიმპიადის შესარჩევი რაუნდები, რომლის შედეგადაც შეირჩევიან ნახევარფინალის გუნდები;
6 დეკემბერს - გაიმართება ნახევარფინალი, საიდანაც შეირჩევიან ფინალშიმონაწილე გუნდები;
7 დეკემბერს - გაიმართება ფინალი და ოლიმპიადა დაიხურება საზეიმოვითარებაში, სადაც მონაწილეებს მიესალმება და დააჯილდოვებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
დახურვის ღონისძიებაზე გამოცხადდება გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო მოსარჩელე, საუკეთესო მოპასუხე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრიოზიორი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის პრიზიორი და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის რჩეული.
ფინანსური მხარდამჭერი ორგანიზაცია "IRZ" დაასახელებს საუკეთესო გუნდს,რომელსაც გადაეცემა მათ მიერ დაწესებული მთავარი პრიზი - ერთ კვირიანი ვიზიტი გერმანიაში და სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობისმიღება.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა