შემოგვიერთდით facebook-ზე
შსს-მ თბილისში ნარკორეალიზატორების ჯგუფი დააკავა
12-02-2015, 18:11  /  ნახვა: 2065

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული გერონტი ქ, 1973 წელს დაბადებული ბესიკ ტ, 1981 წელს დაბადებული ნიაზ უ. და 1973 წელს დაბადებული დავით კ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ჯგუფურად გასაღების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - ჰეროინი და ბუპრენორფინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას. ოთხივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ჯგუფურად გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით).

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა