შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მეშვეობით, ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს შსს-ს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახურების პირად შემადგენლობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს. ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტზე გამოვლენილ იქნენ: ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და მთაწმინდა-კრწანისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაშველ-მეხანძრეები.
აღნიშნულის საფუძველზე, ყველა მათგანი 2015 წლის 26 იანვარს სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.
გაზიარება
| საბეჭდი ვერსია