შემოგვიერთდით facebook-ზე
ჰონდათ თუ არა რომანი რეპერ მასტერას და მომღერალ თიკა ჯამბურიას?!
18-02-2015, 21:28  /  ნახვა: 2141

ჰონდათ თუ არა რომანი რეპერ მასტერას და მომღერალ თიკა ჯამბურიას?!ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, აქტიურად 2004 წლიდან დაიწყო სიმღერა. ამბობს, რომ პირველად სცენაზე 10–11 წლის ასაკიდან დადგა, როცა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სოსო პავლიაშვილის სიმღერა ,,თბილისო" შეასრულა. ყველაზე დიდ წარმატებად კი პირველ ვიდეო კლიპს და რეპერებთან - კაბუსთან და ძვალთან ერთად სიმღერის შესრულებას თვლის. ახლა უკვე ოცდაათი კლიპი და 60-ზე მეტი სიმღერა აქვს.
– რატომ აირჩიეთ რეპი?
– ყველა მუსიკალური მიმდინარეობა, რომელიც აფრო ამერიკელი ხალხისგან მოდის, ჩემს ხასიათთან ახლოსაა. ხანდახან მგონია, რომ წინა ცხოვრებაში შავ კანიანი ვიყავი, იმდენად მიყვარს რეპი.
– სიმღერებს თვითონ წერთ?
– დიახ, არანჟირებასაც ვაკეთებ, ტექსტებსაც თვითონ ვწერ, კლიპის რეჟისორიც ვარ და მონტაჟისტიც.
– გარდა სიმღერისა, სხვა რით ხართ დაკავებული?
– მუსიკის გარდა დაკავებული არაფრით ვარ. ეს ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია!
– რთულად მოიპოვეთ პოპულარობა? ჰონდათ თუ არა რომანი რეპერ მასტერას და მომღერალ თიკა ჯამბურიას?!
– ძალიან რთულად, თითო კლიპის გადაღებაზე ყოველი თეთრი შეკოწიწებული მაქვს. ამდენი პროექტის რეალიზაცია დიდ შრომას მოითხოვს, სულ პრობლემებია, უარი ყოველ სატელევიზიო პრემიერაზე. დიდი ბარიერების გადალახვა მომიწია და ახლაც ასე გრძელდება, ჩემთან ადვილად არაფერი მოსულა!
– ამჟამად რას საქმიანობთ?
– მოსკოვში ვმუშაობს, როგორც კომპოზიტორი. სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს ვწერ, ასევე ვმუშაობ რუსულ პროექტზე, რომელზეც ჯერ არ ვისაუაბრებ...
– როგორი ქალები მოგწონთ და რას აფასებთ მასში?
– პირდაპირი, მარტივი (ოღონდ მარტივად დასაკერი არა, მარტივად საურთიერთო), მომწონს, როცა გოგო არ ეწევა სიგარეტს, პატივს სცემს საკუთარ მშობლებს, რაც აუციელბად უნდა გამოიხატებოდეს მათთან საუბარში. მიყვარს, როცა გოგოს უყვარს ფეხბურთი. ნუ, სტადიონზე მაინც უნდა ჰქონდეს მუღამი, რომ ჩემთან ერთად იყოს. დამჯერი გოგოები მიყვარს, რა ვქნა ასეა. მათში ყველაზე მეტად სიმართლეს და პირდაპირობას ვაფასებ!
– რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– პირადი ცხოვრება მგონი საერთოდ არ მაქვს. პროცენტულად სამუშაოს მეტ დროს ვუთმობ.
– იყო ჭორი, რომ თქვენ და მომღერალი თიკა ჯამბურია შეყვარებულები იყავით...
– ეს ჭორია, თიკასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, ასე ბევრ ვინმეზე ჭორაობენ.
– ყველაზე მეტად რა გაღიზიანებთ?
– ყველაზე მეტად მაღიზიანებს ეკლესიის და ჩვენი რელიგიის შეურაცხყოფა!
– რას აფასებთ საკუთარ თავში?
– იუმორის გრძნობას, შრომისმოყვარეობას, მიზანდასახულობას და მიყვარს, როცა ადამიანებს ვახარებ!
– საკუთარ თავზე გამაღიზიანებელი ჭორი თუ გსმენიათ?
– გამაღიზიანებელი ჭორი იყო ის, რომ ბევრი ფული მქონია, იმდენი, რომ არ ვიცოდი სად წამეღო.
– სხვა რეპერებისგან კონკურენციასგროძნობთ?
– ეს საჭიროცაა... აგრესიას არ ვგრძნობ. თუმცა ყოველთვის მგონია, რომ რეპერების გარკვეული ნაწილი ალმაცერად მიყურებს, რისი მიზეზიც ჩემში არ არის, ეს საკუთარ თავში უნდა ეძებონ.
– სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ.
– ძალიან ბევრი პროექტი განსახორციელებელი მაქვს. იმდენი, რომ სულ შიში მაქვს, დრო არ მეყოფა და ვერ დავამთავრებ. ყველაზე დიდი პრობლემა უფულობაა, არადა ძალიან ბევრია საჭირო.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა