შემოგვიერთდით facebook-ზე
პრინცი უილიამი მეუღლის მშობიარობას დაესწრება
24-05-2013, 11:36  /  ნახვა: 2065

ავტორი

ანა აფციაური

სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრინცი უილიამი ტრადიციის დარღვევისთვის ემზადება. ის მეუღლის მშობიარობაზე დასწრებას აპირებს.

რა თქმა უნდა ტრადიციები მნიშვნელოვნია ბრიტანეთის ყველა მცხოვრებისთვის. ბრიტანული ტრადიციების მხარდამჭერებად მთელს ბრიტანეთში აქამდე სამეფო ოჯახი ითვლებოდა. პრინცი უილიამი კი ტრადიციის დარღვევას აპირებს, რადგან როგორც თავად აცხადებს არ შეუძლია იმის ლოდინი თუ როგორ დაიბადება პრინცი ან პრინცესა კენგსინტონის სასახლეში, იგი მშობიარობას თავად დაესწრება.

პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის ბავშვი 13 ივლისს დაიბადება.

СМИ–იუწყება, რომ ისინი ბიჭს ელოდებიან. უილიამმა უკვე განაცხადა, რომ აპირებს მეუღლეს ამ მნიშვნელოვან მომენტში გვერდზე ედგეს და მხარი დაუჭიროს. ამ ქცევით პრინცმა გამოხატა საკუთარი ხედვა ოჯახურ  და ბავშვების აღზრდის საკითხში.

პრინცი დარწმუნებულია, რომ  შვილის გვერდით ყოფნა პირველივე მომენტიდან აუცილებელია.

კემბრიჯის დედოფალმა ქეით მიდლტონმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ბავშვის გასაზრდელად არ აპირებს  სამეფო ძიძის და მითუმეტეს მედდის აყვანას. იგი დამოუკიდებლად აპირებს ბავშვის გაზრდას, თუმცა მხოლოდ რამდენიმე დღით ისარგებლებს სპეციალურად გადამზადებული დამხმარით. ქეითი აპირებს რაც შეიძლება დიდი დრო გაატაროს ბავშვთან, ამასთანავე იმედოვნებს დედის დახმარებას, რომელმაც სამივე ბავშვი თავად გაზარდა ყოველგვარი ძიძის და მასწავლებლის გარეშე.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა