შემოგვიერთდით facebook-ზე
ჯეიმს ბონდის საათი ძველმანებში აღმოაჩინეს
24-05-2013, 11:29  /  ნახვა: 2072

ავტორი

ანა აფციაური

საათი Breitling Top Time, რომელიც ჯეიმს ბონდზე გადაღებულ ფილმში გამოიყენეს, ძველმანების ბაზრობაზე იპოვეს.

საათის მფლობელი მას აუქციონის სახლ Christie’s-ზე 26 მაისს 60 000 ფუნტ სტერლინგად გამოიტანს. აქსესუარის პატრონის თქმით, მან ისინი ძველმანების ბაზრობაზე აღმოაჩინა და 25 ფუნტ სტერლინგად შეიძინა.

ნაპოვნი საათი 1965 წლის ფილმში "სფერული მეხი (Thunderball) გამოიყენეს. სურათში ჯეიმს ბონდის როლს შონ კონერი ასრულებს. სიუჟეტით, ბრიტანეთის დაზვერვის სპეციალისტებმა საათში გაიგერის მრიცხველი ჩაამონტაჟეს, რისი წყალობითაც ბონდმა ტეროროსტების მოპარული ნატოს ორი ატომური ბომბის აღმოჩენა შეძლო.

შვეიცარულმა ფირმა Breitling-მა საათი სპეციალურად ფილმისთვის შექმნა.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

 

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა