შემოგვიერთდით facebook-ზე
სპორტსმენებს შეჯიბრებების დროს მარიხუანას მოხმარების უფლება მისცეს
24-05-2013, 11:55  /  ნახვა: 2188

ავტორი

ანა აფციაური

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებით, სპორტსმენებს შეჯიბრებების დროს მარიხუანის მოხმარების უფლება ექნებათ, იუწყება ორგანიზაციის ოფიციალური გვერდი.

მათივე გადაწყვეტილებით, ორგანიზმში კანაბინოიდების ზღვარი 15 ნანოგრამიდან 150 გაიზარდა. ექსპერტების შეფასებით, ახლა სპორტსმენებს მარიხუანის მოწევის უფლება ექნებათ და დისკვალიფიკაციის აღარ შეეშინდებათ.

მანამდე, მარიხუანის მოხმარება სპორტსმენებს მხოლოდ თავისუფალ დროს შეეძლოთ. მარიხუანას უამრავი წარმატებული სპორტსმენი მოიხმარს, მათ შორის აქტიურად მოიხმარდა ცურვაში 18 გზის ჩემპიონი მაიკლ ფელპსი. აღნიშნულ ცვლილებამდე, დისკვალიფიკაციის ვადა 6 თვეს შეადგენდა, ხშირ შემთხვევაში "მწეველებს" საზოგადოებრივი სამუშოების შესრულებაც უწევდათ.

დღემდე მარიხუანა ყველაზე ხშირად მოხმარებად დოპინგად ითვლება.

ამასთანავე მარიხუანა დადებითად არ მოქმედებს სპორტულ შედეგებზე. მეტიც, ექსპერტების აზრით ის სპორტსმენებში შეჯიბრების უნარს აქვეითებს.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა