შემოგვიერთდით facebook-ზე
ანჯელინა ჯოლის ახალი ოპერაციის გაკეთება მოუწევს
24-05-2013, 11:51  /  ნახვა: 2163

ავტორი 

ანა აფციაური

ანჯელინა ჯოლის ახალი ოპერაციის გაკეთება მოუწევს. მან ამჯერად საკვერცხეების ამოკვეთა გადაწყვიტა.

მსახიობი მსგავს ნაბიჯს დგავს იმისათვის, რომ კიბოს განვითარების რისკი შეამციროს. ამის შესახებ Examiner იუწყება.

ამ წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა სარძევე ჯირკვლები ამოიჭრა კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად.

ოპერაციის წინ ჯოლიმ გამოკვლევა ჩაიტარა, რის შედეგადაც დადგინდა რომ მის ორგანიზმში BRCA1 გენი არსბობს, რამაც შესაძლოა მკერდის კიბოს 87%, ხოლო საკვერცხეების 50% განვითრება გამოიწვიოს.

ოპერაციის შემდეგ მკერდის კიბოს განვითარების რისკმა 5% დაიწია, რამაც მსახიობს გადააწყვეტინა საკვერცხეების ოპრერაციის ჩატარებაც, რათა საბოლოოდ გამოერიცხათ კიბოთი დაავადების რისკი.

მსახიობის მეუღლის ბრედ პიტის განცხადებით ანჯელინა ოპერაციის შემდგომ თავს კარგად გრძნობს, რამაც საბოლოოდ გადააწყვეტინა საკვერცხეების ოპერაცის ჩატარებაც,

„ვფიქრობ ანჯელინას, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ადამიანების გადაწყვეტილებაც, გმირულია. ყველაზე მეტად ის მინდა, რომ   ჯანმრთელი იყოს და დიდხანს იცოცხლოს ჩემთან და ჩემს შვილებთან ერთად.“–განაცხადა პიტმა.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა