შემოგვიერთდით facebook-ზე
აპირებს თუ არა ბუბა ჯგუფ „ჯუჯების“დატოვებას?!
18-10-2013, 18:05  /  ნახვა: 5443

ავტორი
სოფო ხვიბლიანი
მუსიკა მისთვის ყველაფერია, უკვე ათი წელია რეპს მღერის  და თავის საყვარელ  საქმეს აკეთებს...
- სიმღერა პირველად როდის დაწერეთ?
- ცამეტი-თოთხმეტი წლის ვიქნებოდი, სიმღერას ,,არ უღალატო ძმებს“ ერქვა, მაშინ ჯგუფ „გრაფიტში“ ვიყავი. მალე ეს ჯგუფი დაიშალა და სოლო კარიერა გავაგრძელე. შემდეგ ჯგფ „ჯუჯებში“აღმოვჩნდი,  ბავშვობის მეგობრებთან ერთად.
- ჯგუფი „ჯუჯები“ როდის შეიქმნა?
- 2002 წელს, მაგრამ ადრე სხვა სახელით არსებობდა, ეს ის პერიოდია, ყველა რომ რეპერობდა ან ,,ძველბიჭობდა“.
- ჯგუფი „გრაფიტი“ რატომ დაიშალა?
- ჯგუფის  წევრები სხვადასხვა რაღაცას ვწერდუთ, რაც დაშლის მიზეზი გახდა,ხოლო მე და „ჯუჯებს“ ბევრი საერთო გვაქვს, რაც დიდ კომფორტს მიქმნის.
- ბევრი სიმღერა და კლიპი გაქვს, მომავალში ჯგუფის მიტოვებას და სოლო კარიერის გაგრძელებას ხომ არ აპირებ?
-  ჯგუფის მიტოვებას არ ვაპირებ, რასაც ხუთი წელი ჯგუფ „გრაფიტში“ ვაკეთებდი, უფრო მეტი ამ ორ თვეში გავაკეთე, როცა სოლო კარიერა დავიწყე.

აპირებს თუ არა ბუბა ჯგუფ „ჯუჯების“დატოვებას?!
- ძირითადად სიყვარულზე წერ, რატომ?
- სულ სიყვარულზე არ ვწერ, ასი სიმღერა მაქვს, აქედან ათია სიყვარულზე, რომლებიც გაჰიტდა და იმ ოთხმოზდაათზე რეიტინგულია. ხალხს, რაც მოსწონს იმას ვწერ.
- ბევრი გისმენს და უყვარხარ, რას ეტყოდი შენს მსმენელს?
- ახლახანს, ახალციხეში, საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მივიღე და ხალხისგან ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი, რამაც ძალიან გამახარა.
- საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას ხშირად იღებ?
- ხშირად, უარი არასოდეს მითქვამს, რადგან ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
- სიმღერის გარდა სხვა რით ხართ დაკავებული?
- არაფრით, მხოლოდ მუსიკით, იმიტომ რომ ყველაფრის გაკეთება მარტოს მიწევს; კლიპის გადაღება, სიუჟეტს გაკეთება,  სცენარის დაწერა. შემდეგ ვამონტაჟებ და სიმღერები, რაც იწერება მეგობრების დახმარებით ყველაფერს ვაბალანსებ.
- რთული არ არის ისეთ ქვეყანაში რეპერობა, სადაც რეპი მკვდარია?
- ძალიან რთულია. ზოგჯერ სიგარეტის და გზის ფულიც კი არ გაქვს, სტუდიაში რომ მიხვიდე. ასე ცხოვრება ძნელია. განსაკუთრებით, მაშინ როცა ოჯახს უჭირს და ვერაფრით ეხმარები.
- მომავალში სოლო კონცერტს აპირებ?
- არა, რადგან თუ გააკეთებ, უნდა გააკეთო  გრანდიოზული,  რისთვისაც მე კი არა, საქართველო არაა მზად. ხალხს იმის ფული არ აქვს,  ბილეთი იყიდოს და კლუბში მოვიდეს. 

აპირებს თუ არა ბუბა ჯგუფ „ჯუჯების“დატოვებას?!
- ამ ყველაფრის მერე, კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ ხომ არ აპირებ?
- ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ არ შემიძლია ყველაფერი დავტოვო და სხვაგან წავიდე. ჩემი მეგობრების და ოჯახის გარეშე  წარმატება ვერ გამაბედნიერებს. თანაც ადვილი არ არის სხვაგან წახვიდე და ყველაფერი თავიდან დაიწყო. 
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
- საქართველოში შოუბიზნესი მკვდარია, დღეს  არავინ ლაპარაკობს რეალურად რა მდგომარეობაა და რა შეიძლება გაკეთდეს, ამიტომ ცხოვრების დინებას მივყვები და მომავალს  იმედის თვალით ვუყურებ.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა