შემოგვიერთდით facebook-ზე
რუსული გამოცემები კვლავ იტყუებიან
17-10-2013, 17:49  /  ნახვა: 1965

მოამზადა
გიორგი გაბაშვილმა
რუსული გამოცემა "ნეზავისიმაია გაზეტა", მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე, კიდევ ერთ სტატიას ავრცელებს.
დღეს, თბილისში, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები იწყება, რომელიც ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით ტრანსლირებული იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ცესკომ 23 პრეტენდენტი დაარეგისტრირა, დებატები მრავალპარტიულია.  ერთმანეთს პირისპირ ახალი და ძველი მთავრობის ლიდერები - გიორგი მარგველაშვილი და დავით ბაქრაძე შეხვდებიან. თუმცა დებატებში მონაწილეობას ვერ მიიღებს რეიტინგის სამეულში მყოფი - პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე.
გამოკითხვების მიხედვით, სწორედ ამ სამი პოლიტიკოსიდან ერთ-ერთი გახდება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, თუმცა ამ სამს შორისაც არის როგორც ლიდერი, ისე აუტსაიდერი. ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, კვლავ დიდი განსხვავებით უსწრებს, როგორც ბაქრაძეს, ისე ბურჯანაძეს და აქვს იმედი, რომ პირველივე ტურში პრეზიდენტი გახდება.
ამის მიზეზი, მარგველაშვილის მიმართ ივანიშვილის დიდი მხარდაჭერაა, რასაც ბურჯანაძე ასე ეხმიანება: "როგორც ბავშვი სკოლაში, ასე დაჰყავს პრემიერ ივანიშვილს მარგველაშვილი შეხვედრებზე, საყურებლადაც კი უსიამოვნოა...".
დებატებში ბურჯანაძის არ მიწვევა 2 მიზეზით აიხსნება; ახლანდელ მთავრობას არ უნდა ასეთ გამოცდილ კონკურენტთან პირისპირ შეხვედრა, ხოლო წინა მთავრობას არ აწყობს მისი მონაწილეობა იმ მოტივით, რომ ბურჯანაძემ ბევრი რამე იცის მათზე.
ბურჯანაძეს შეუძლია სერიოზული დამამტკიცებელი საბუთები წარმოადგინოს სააკაშვილის წინააღმდეგ, 2008 წლის ომთან დაკავშირებით.
ასევე ბურჯანაძემ, დიდი ხნის წინ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების საკითხში. მისი აზრით, უნდა ავიღოთ მაგალითი იაპონიისგან, რომელსაც აქვს ტერიტორიული პრობლემები რუსეთის ფედერაციასთან და დავსხდეთ მოსკოვთან პირდაპირი მოლაპარაკების მაგიდაზე.
" მე მზად ვარ ველაპარაკო პუტინს, თუნდაც ტელეფონით და ასე გადავჭრა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ეხება.  მოლაპარაკების გარეშე, ვერ გავიგებთ რა უნდა მოსკოვს ჩვენგან და სწორედ ჩემთან წამოვლენ ისინი მოლაპარაკებებზე" - განაცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. ბურჯანაძის ნააზრევში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, რადგან ყველას გვახსოვს, როგორ შეხვდა იგი პუტინს, თანაც 2008 წლის ომის შემდეგ. ასევე მან პირველმა დააყენა საკითხი ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების შესახებ.
რაც შეეხება ბაქრაძეს, მას ყველაზე ნაკლები შანსი აქვს ამ სამეულს შორის ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობიდან გამომდინარე. თუმცა გასარკვევი კიდევ ბევრი რამეა, თუნდაც იმიტომ, რომ ქართული ოცნების "დასავლური ფრთა-რესპუბლიკური პარტია" ბურჯანაძეს, ისევ ბაქრაძეს ამჯობინებს.
P.შ.  რუსული სტატია, რამდენიმე ცდომილებას შეიცავს:
1. ავტორი წერს, რომ ბურჯანაძე დებატებში არ მიიწვიეს, საინფორმაციო საშუალებებმა კი გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  ბურჯანაძემ თვითონ თქვა უარი დებატებზე.
2. თეზისი, რომ გამოკითხვებში მეორე ადგილზე ბურჯანაძეა, აზრსმოკლებულია, რადგან ყველა კვლევის მიხედვით, მეორე ადგილს, დავით ბაქრაძე იკავებს.


 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა