შემოგვიერთდით facebook-ზე
სტალინის მუზეუმი განახლდება
23-10-2013, 14:57  /  ნახვა: 1990

მოამზადა

გიორგი გაბაშვილმა

2014 წელს, სტალინის მუზეუმი, მის მშობლიურ ქალაქ გორში განახლდება. ამ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ნოვოსტი“ ავრცელებს. მათთან საუბარში საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩეველმა ინგა კარაიამ  განაცხადა, რომ ახალი მუზეუმი უფრო რეალისტური იქნება.
„ამ ეტაპზე ახალი კონცეფციის შემუშავება მიმდინარეობს. ახლანდელი ექსპოზიცია დამყარებულია სტალინის კულტზე, ხოლო ახალი განისაზღვრება რეალური, ისტორიული ფაქტების მიხედვით“ - აღნიშნავს კარაია.
მისივე თქმით, ახალი ექსპოზიცია არ იქნება აგრესიული და სტალინის წინააღმდეგ მიმართული.
ახლანდელი სტალინის მუზეუმი, 1937 წელს, ლავრენტი ბერიას მიერაა დაარსებული. მუზეუმში 47 ათასამდე ექსპონატი ინახება. სამუზეუმო კომპლექსში შედის სტალინის საგვარეულო სახლი, ვაგონი, რომლითაც იგი მოგზაურობდა და „ბელადის“ სხვა პირადი ნივთები.
რეკონსტრუქციის მიუხედავად მუზეუმი არ დაიხურება და ამ პერიოდშიც მიიღებს სტუმრებს.

 


 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა