შემოგვიერთდით facebook-ზე

ავტორი

ანა აფციაური

სპორტსმენებს შეჯიბრებების დროს მარიხუანას მოხმარების უფლება მისცეს

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებით, სპორტსმენებს შეჯიბრებების დროს მარიხუანის მოხმარების უფლება ექნებათ, იუწყება ორგანიზაციის ოფიციალური გვერდი.

მათივე გადაწყვეტილებით, ორგანიზმში კანაბინოიდების ზღვარი 15 ნანოგრამიდან 150 გაიზარდა. ექსპერტების შეფასებით, ახლა სპორტსმენებს მარიხუანის მოწევის უფლება ექნებათ და დისკვალიფიკაციის აღარ შეეშინდებათ.

24-05-2013, 11:55

ავტორი 

ანა აფციაური

ანჯელინა ჯოლის ახალი ოპერაციის გაკეთება მოუწევს 

ანჯელინა ჯოლის ახალი ოპერაციის გაკეთება მოუწევს. მან ამჯერად საკვერცხეების ამოკვეთა გადაწყვიტა.

მსახიობი მსგავს ნაბიჯს დგავს იმისათვის, რომ კიბოს განვითარების რისკი შეამციროს. ამის შესახებ Examiner იუწყება.

ამ წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა სარძევე ჯირკვლები ამოიჭრა კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად.

ოპერაციის წინ ჯოლიმ გამოკვლევა ჩაიტარა, რის შედეგადაც დადგინდა რომ მის ორგანიზმში BRCA1 გენი არსბობს, რამაც შესაძლოა მკერდის კიბოს 87%, ხოლო საკვერცხეების 50% განვითრება გამოიწვიოს.

24-05-2013, 11:51

ავტორი

ანა აფციაური

ირინა შეიკმა თამამ  ფოტოსესიაში  მონაწილეობა მიიღო

მოდელმა და ცნობილი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებულმა, ირინა შეიკმა თაყვანისმცემლები  რეგულარული ფოტოსესიით გაახარა.  ამჯერად მოდელთან მუშაობა ცნობილ ფოტოგრაფ ტონი კელის მოუწია, რომლის ობიექტივშიც ირინა განსაკუთრებით მომხიბვლელი აღმოჩნდა. ფოტოსესია ცნობილი ბრენდის Dynamite-სთვის ჩატარდა, რომელიც თავად შეიკის არჩევანით მოხდა, იგი ამ ბრენდის სახე გახდა. 

ფოტოების შემხედვრე  გიჩნდებათ შეგრძნება თითქოს ზაფხული სულ მალე დადგება.

24-05-2013, 11:41

ავტორი

ანა აფციაური

პრინცი უილიამი მეუღლის მშობიარობას დაესწრება

სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრინცი უილიამი ტრადიციის დარღვევისთვის ემზადება. ის მეუღლის მშობიარობაზე დასწრებას აპირებს.

რა თქმა უნდა ტრადიციები მნიშვნელოვნია ბრიტანეთის ყველა მცხოვრებისთვის. ბრიტანული ტრადიციების მხარდამჭერებად მთელს ბრიტანეთში აქამდე სამეფო ოჯახი ითვლებოდა. პრინცი უილიამი კი ტრადიციის დარღვევას აპირებს, რადგან როგორც თავად აცხადებს არ შეუძლია იმის ლოდინი თუ როგორ დაიბადება პრინცი ან პრინცესა კენგსინტონის სასახლეში, იგი მშობიარობას თავად დაესწრება.

პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის ბავშვი 13 ივლისს დაიბადება.

24-05-2013, 11:36

ავტორი

ანა აფციაური

ჯეიმს ბონდის საათი ძველმანებში აღმოაჩინეს

საათი Breitling Top Time, რომელიც ჯეიმს ბონდზე გადაღებულ ფილმში გამოიყენეს, ძველმანების ბაზრობაზე იპოვეს.

საათის მფლობელი მას აუქციონის სახლ Christie’s-ზე 26 მაისს 60 000 ფუნტ სტერლინგად გამოიტანს. აქსესუარის პატრონის თქმით, მან ისინი ძველმანების ბაზრობაზე აღმოაჩინა და 25 ფუნტ სტერლინგად შეიძინა.

24-05-2013, 11:29

ავტორი

ანა აფციაური

ამერიკელი  „კოკა–კოლის ორიგინალ რეცეპტს“  15 მილიონ დოლარად ყიდის

ამერიკის ერთ–ერთი შტატის ჯორჯიის მცხოვრები კლიფ კლუგე ადასტურებს, რომ „კოკა–კოლის ორიგინალური რეცეპტი“ აღმოაჩინა. 

ანტიკვარიატებით მოვაჭრე კლიფ კლუგემ WXIA-TV განუცხადა, რომ  რეცეპტი  ძველი დოკუმნეტების ყუთში აღმოაჩინა, რომელიც აუქცინზე შეიძინა. აუქციონზე ძველი აფთიაქარის ნივთები იყიდებოდა. თავად  დოკუმენტი 1943 წელს განეკუთვნება. კლუგე მიიჩნევს, რომ კომპანია „კოკა–კოლამ“ დახმარებისთვის აფთიაქარს მიმართა და სასმელის ინგრედიენტების სია  გაუგზავნა, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მათი მოძიება საკმაოდ რთული იყო. ინგრედიენტების გასაჯაროებაზე კლუგემ უარი განაცხადა. 

24-05-2013, 11:24

ვეფხვმა ლეკვების სიკვდილი ვერ გადაიტანა

კალიფორნიის ზოოპარკში ვეფხვს სამი ტყუპი შეეძინა, ისინი ნაადრევად დაიბადნენ და მცირე წონის გამო მალევე მოკვდნენ. დედა ვეფხვმა, მათი დაკარგვა ვერ გადაიტანა, რის ნიადაგზეც  ჯამრთელობის პრობლემები შეექმნა. ექიმებმა სასწრაფოდ სხვა პატარა ვეფხვის მოყვანა გადაწყვიტეს, თუმცა სამწუხაროდ, მათ ახლად დაბადებული ვეფხვი ვერ იპოვეს. 

 

14-05-2013, 22:13

20 000 ადამიანისგან შემდგარი ჯვარი

ფილიპინის სანტო-ტომასის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მასწავლებლებმა და თანამშრომლებმა დომინიკანის ჯვარი გააკეთეს, რომელიც გინესის წიგნში შევიდა. ჯვარი 20 000 ადამიანისგან შედგებოდა.

 

14-05-2013, 22:11

ლეგენდა

1924 წელს ბიჭმა, რომელიც ომში მიდიოდა, ველოსიპედი ხეს მიამაგრა. ბიჭი ომიდან ვეღარ დაბრუნდა. მისი ველოსიპედი კი დღესაც უცნაურად ამ ხეშია შეზრდილი. ეს ამბავი კუნძულ ვაშონში მოხდა.

 

14-05-2013, 22:08

ქალაქი სადაც 14 ადამიანი ცხოვრობს

,,ჩივიტა დი ბანორეჯოს" მოედანი,  შუა საუკუნეში  ციხე-ქალაქი იყო. მას ახლა "მომაკვდავ" ქალაქად იხსენიებენ, სადაც 14 ადამიანი ცხოვრობს. ჩივიტა მთის მწვერვალზე დაგებული ქალაქია, იქ მოხვედრა კი მხოლოდ ხიდის მეშვეობით არის შესაძლებელი, რომელსაც ,,ეშმაკის ხიდს" ეძახიან.

 

14-05-2013, 22:00

ამერიკელი მკვლევარები ფიქრობენ, რომ სარკოფაგში მწოლიარე ლენინი ნამდვილად მოძრაობდა  

ორი წლის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ამოუცნობი ვიდეო მასალა, რომელზეც აშკარად ჩანს, სარკოფაგში მწოლიარე ლენინი, როგორ წევს მარცხენა ხელს ზემოთ, წინ მოიწევს მთელი სხეულით და ისევ ეცემა... 

29-04-2013, 15:16

ქალმა 42 წელი კომაში გაატარა

მაიამიში, 59 წლის ედუარდა ო’ბარა დიაბეტური, რომელიც 16 წლიდან სულ კომაში იყო, 42 წლის მანძილზე არ გამოფხიზლებულა.

აღსანიშნავია, რომ ედუარდას თვალები გამუდმებით ღია ჰქონდა, თუმცა ვერ აზროვნებდა: მას არც საუბარი ესმოდა, ვერც ხედავდა და ვერც გარე სამყაროს აღიქვამდა. 

კომაში ჩავარდნამდე, ო’ბარამ უკანასკნელად დედას მიმართა: ,,შემპირდი, რომ არასდროს მიმატოვებ",- თქვა გოგონამ. დედამ თხოვნა შეუსრულა და 35 წელი, კეი ო’ბარამ, ქალიშვილის საწოლთან გაატარა. მის დაბადების დღეს ყოველთვის აღნიშნავდა, უვლიდა და დღეში, მხოლოდ 90 წუთს უთმობდა საკუთარ თავს, რათა ეჭამა და აბაზანა მიეღო

29-04-2013, 14:49



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა