შემოგვიერთდით facebook-ზე

სუპერმოდელი მირანდა კერი კომპანიიდან დაითხოვეს

სუპერმოდელი მირანდა კერი ,, Victoria's Secret“-ის ანგელოზთა სიაში აღარაა, მოდელი კომპანიიდან დაითხოვეს. მირანდამ უკვე გამოიმუშავა ერთი მილიონი დოლარი, მაგრამ სამ წლიანი კონტრაქტი არ განუახლეს. მირანდა 2013 წლის გრანდიოზულ, ტრადიციულ შოუში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ბრენდის სახე აღარ იქნება. დასავლურ პრესაში წერენ, რომ მიზეზი მირანდას ცუდი რეპუტაციაა. როგორც აღმოჩნდა, მსახიობი ორლანდო ბლუმის უმშვენიერესი მეუღლე ,,Victoria's Secret“-ის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს და კომპანიისთვის დიდი ფული აღარ მოაქვს.

 

26-04-2013, 12:23

მსახიობი კიმ კეტროლი ორმოცწლიან დიეტაზეა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი კიმ კეტროლი აცხადებს, რომ უკვე დაახლოებით 40 წელი დიეტაზეა, თუმცა 56 წლის ვარსკვლავი, ჯერ კიდევ არ კარგავს ,,სექსუალურის" ტიტულს. 

კეტროლმა, რომელმაც სახელი ფილმში ,,სექსი დიდ ქალაქში" თამაშით გაითქვა, აღიარა, რომ წლებთან ერთად გარეგნობის შენარჩუნება ძალიან უჭირს. ,,ხშირად ვხუმრობ, რომ 1974 წლიდან დიეტაზე ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს ნაწილობრივ სიმართლეა. ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა და ჩემი სხეული ბუნებრივად, ასეთი მოხდენილი არ არის, განსაკუთრებით ამ ასაკში. საკმაოდ კარგი მადა მაქვს", - განაცხადა მსახიობმა. 

26-04-2013, 12:16

108 წლის ქალიშვილი თავისი ცხოვრებით ამაყობს

კარლა მეიდმორი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ქალიშვილია, პრესის ფურცლებზე 2008 წელს გამოჩნდა, როცა აღიარა, რომ მას სულ ახლახანს 105 წელი შეუსრულდა, თუმცა სექსი არასოდეს ჰქონია.

კარლას, რომელსაც 2011წლის ოქტომბერში, 108 წელი შეუსრულდა, თქვა, რომ ძალიან დაკავებული იყო, ამიტომ ინტიმური ურთიერთობებისთვის არ ეცალა.ამ წლების განმავლობაში,  მას, რამდენჯერმე სთხოვეს ხელი, მაგრამ გათხოვებაზე უარს ამბობდა. კითხვები, მისი ორიენტციის შესახებ, ხშირად ისმებოდა, თუმცა იგი უარყოფდა.

24-04-2013, 16:21

ყველაზე მაღალი ლიფტი მსოფლიოში

ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში „Hunan”-ში. ლიფტი „Baylong“  ყველაზე მაღალი ლიფტია მსოფლიოში. მას ტურისტები 360 მეტრ სიმაღლეზე აჰყავს, რომელშიც 50 კაცი ეტევა და ერთ საათში, შეუძლია, 1380 ადამიანი აიყვანოს.

12-04-2013, 16:53

ავტორი

დიანა ოვანესიანი

ირანი ჰოლივუდს ფილმ ,,არგო"-ს გადაღებისთვის უჩივლებს

ირანის ხელისუფლება, ბენ აფლეკის მიერ გადაღებულ ფილმზე - ,,არგო"- სარჩელის  შეტანას აპირებს, რადგან მათი თქმით, ირანზე ფილმში არარეალური ფაქტებია წარმოდგენილი.ირანი ჰოლივუდს ფილმ ,,არგო"-ს გადაღებისთვის უჩივლებს

4-04-2013, 13:30

ავტორი

დიანა ოვანესიანი

გარდაიცვალა ,,iron maiden”-ის ყოფილი დრამერი კლივ ბარი

13 მარტს, ინგლისში, თავის სახლში 56 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული როკ ჯგუფის ,,Iron Maiden“ -ის ყოფილი დრამერი კლივ ბარი. ბოლო წლების განმავლობაში მას გაფანტული სკლეროზი აწუხებდა.

3-04-2013, 16:51

ენიო მორიკონემ კვენტინ ტარანტინოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა

ავტორი დიანა ოვანესიანი

ცნობილმა იტალიელმა კომპოზიტორმა -  ენიო მორიკონემ განაცხადა, რომ აღარასოდეს იმუშავებს კინორეჟისორ კვენტინ ტარანტინოსთან. რეჟისოთან მუშაობის წლებს მუსიკოსი ცუდად იხსენებს და ამბობს, რომ მის  მუსიკას კვენტინ ტარანტინო საკუთარ ფილმებში არალოგიკურად იყენებს.

22-03-2013, 13:44

ჩაძირული კურორტი "ეპეკუენი" ოდესღაც პოპულარული იყო

ავტორი დიანა ოვანესიანი

ქალაქ-კურორტი "ეპეკუენი" ბუენოს-აირესის მახლობლად მდებარეობდა. იგი ოცდაათი წლის წინ, კოკისპირული წვიმების შედეგად ჩაძირული იყო. 1985 წლის 10 ნოემბერს ლაგუნამ ათ მეტრამდე სიგანის სანაპირო ზოლი დაფარა, რის შედეგაც 1500 მცხოვრები საცხოვრებლის გარეშე დარჩა. 

48 წლის ქალის, ნორმა ბრეგის თქმით, მისი ძაღლები და კატები კატასტროფამდე, რამდენიმე დღით ადრე შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ, სავარაუდოდ მათ საფრთხის მოახლოვება იგრძნეს.

22-03-2013, 13:28

ანჯელინა ჯოლიმ და ბრეტ პიტმა საკუთარი ღვინო 5 საათში გაყიდეს 

ავტორი 

სალომე ქავთარაძე

თუ თქვენ ჯერ კიდევ ფიქრობთ, იყიდოთ თუ არა ანჯელინა ჯოლის და ბრეტ პიტის ახლად გამოშვებული ღვინო, ნამდვილად იღბლიანი ხართ!

19-03-2013, 14:11

ბობ დილანი ამერიკელი მუსიკოსი, პოეტი და მწერალი

 

ბობ დილანი რუსეთიდან ევროპაში წასული ემიგრანტების შვილიშვილია. იგი დაიბადა 1941 წლის 24 მაისს ქალაქ დულუთაში (მინესოტას შტატი), სადაც მისი მამა _ აბე, მუშაობდა კომპანია `სტანდარტ Oილ~-ში. 1947 წელს ბობის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სხვა პატარა ქალაქ ჰიბინგში. აქ გაატარა პატარა ბიჭმა თავისი ბავშვობა, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა და არც არანაირად მიანიშნებდა მისი პატარაობა მომავალ ბრწყინვალე კარიერაზე.

25-02-2013, 13:10

ნუცა გოცირიძე: ჩინეთში მხოლოდ ექვს წუთს ვმუშაობდით დღეში

 

ავტორი

ნინო კერატიშვილი

 

დაბადების თარიღი: 31.12.1990 

სიმაღლე: 173 სმ

წონა: 50 კგ

თმის ფერი: ყავისფრი 

თვალის ფერი: მუქი ყავისფერი 

ჰობი: ცეკვა

საყვარელი ფილმი: „200 ფუტიანი სილამაზე“

ცხოვრების მიზანი: მინდა ვიყო წარმატებული ადამიანი

 

18-02-2013, 11:26

ბულგარეთი, ოფიციალური სახელი ბულგარეთის რესპუბლიკა, ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთს ესაზღვრება ხუთი სახელმწიფო: რუმინეთი ჩრდილოეთიდან (საზღვრის დიდი ნაწილი მდინარე დუნაის მიუყვება), სერბეთი და მაკედონია დასავლეთიდან, საბერძნეთი და თურქეთი კი სამხრეთიდან. შავი ზღვა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით.

5-02-2013, 19:50

უკან1 2 3 4 წინ


მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა