შემოგვიერთდით facebook-ზე
რა მიუძღვნა შეყვარებულს მომღერალმა გიორგი ჯმუხაძემ?!
23-12-2015, 23:27  /  ნახვა: 2119

რვა წლის იყო, როცა მისმა აღმზრდელმა ბებიამ ფორტეპიანოზე შეიყვანა. სამი-ოთხი წლის განმავლობაში პიანინოზე უკრავდა. 11 წლის კი ანსამბლ ,,მართვეში" შევიდა. დიდი სურვილი ჰქონდა, სიმღერასთან ერთად, რომელიმე ინსტრუმენტს დაუფლებოდა. შემდეგ ანსამბლ ,,გენის" წევრი გახდა, სადაც ფანდურზე დაიწყო დაკვრა. ამჟამად კი თვრამეტი წლის მომღერალი გიორგი ჯმუხაძე მოღვაწეობას ორივე ანსამბლში აგრძელებს.
- პირველი სიმღერა როდის ჩაწერეთ?
- ჩემი პირველი სიმღერა იყო ,,დედი", რომელიც 2013 წელს ჩავწერე, ტექსტის და მუსიკის ავტორიც თავად გახლავართ. დედა ის ადამიანია, რომლის ამაგსაც სამ სტროფში ვერ ჩავატევდი, მაგრამ ყველანაირად ვეცადე მოვფერებოდი. ამ სიმღერას ვასრულებ ჩემს მეგობარ მინდია ქიტიაშვილთან ერთად, რომელიც ლექსს კითხულობს.
- რამდენი სიმღერა გაქვთ? რა მიუძღვნა შეყვარებულს მომღერალმა გიორგი ჯმუხაძემ?!
- ოთხი სტუდიური ჩანაწერი მაქვს, სიმღერა კი ბევრი.
- თქვენი სიმღერები სევდიანია, რატომ?
- ამას ხშირად მეკითხებიან, ჩემი აზრით ადამიანს უნდა ჰქონდეს ის ძალა, რომ იპოვოს საკითარი თავი. ბევრს არ ვფიქრობ, როდესაც ვქმნი, რასაც ვწერ ის გულიდან მოდის. როცა სევდიანი სიმღერები იქმნება, ალბათ სევდას ვგრდძნობ.
- რამდენ ინსტრუმენტს ფლობთ?
- ბევრ ინსტრუმენტს არ ვფლობ – ხუთს; ფანდურს, ბასფანდურს, აკორდეონს, გარმონს, პიანინოს.
- პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- კარგი სიახლეებია, არის ადამიანი რომელთანაც თავს უბედნიერესად ვგრძნობ, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ... მინდა გითხრათ ეს ურთიერთობა მყარი და საფუძვლიანია.
- ვინ არის და სად გაიცანით?
- ეს ადამიანი ეთუნა მღებრიშვილია, რომელიც ჩემი და–ძმის სამეგობრო წრეში გავიცანი. ჯერ ორი თვეა რაც ერთად ვართ.
– მიგიძღვნიათ თუ არა ეთუნასთვის სიმღერა? რა მიუძღვნა შეყვარებულს მომღერალმა გიორგი ჯმუხაძემ?!
- დიახ და სტუდიურად აუცილებლად ჩაიწერება.
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- ორი სიმღერა უკვე მზად არის ჩასაწერად, შემდეგი ხუთი კი დროდადრო ჩაიწერება. ვაპირებ ანსამბლ ,,გენთან"" და ანსამბლ ,,მართვესთან"" გავაგძელო მოღვაწეობა.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა