პროექტი „გერმანული ენის თვე“, რომელიც წელს უკვე მეოთხედ იმართება, 22 აპრილიდან 3 ივნისამდე გრძელდება და თავისიშინაარსით ყველა იმ კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოიცავს, რაც გერმანულ ენასა და გერმანულენოვან ქვეყნებს შეეხება. პროგრამაშია სპექტაკლები, ლიტერატურული საღამოები, კონკურსი „პოეტური გეოქეშინგი“, კინოჩვენება, ვორქშოპები, საინფორმაციო შეხვედრები და სხვა. ეს ღონისძიებები არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონების მასშტაბით ჩატარდება - ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში.
პროექტი „გერმანული ენის თვე“ ოფიციალურად 26 აპრილს, 19:30 საათზე მოძრაობის თეატრში ჯგუფ „GANKINO CIRCUS“-ის შოუ-კონცერტით გაიხსნება. ეს არის 4 კაცისგან შემდგარი პოპულარული გერმანული ჯგუფი, რომელიც უკრავს ხალხურ მუსიკას, მაგრამ მათი გამოსვლა მსოფლიოს მუსიკალურ წარმოდგენას უფრო ჰგავს, ვიდრე ჩვეულებრივ კონცერტს - ეს არის კაბარეტისტული სპექტაკლი, სუბკულტურული სენსაცია! 2012 წელს ევროპული ფოლკლორის ცნობილი პრიზით „Eiserner Eversteiner“დაჯილდოვებული ჯგუფის კონცერტი გაზეთმა „Süddeutsche Zeitung“-მა ასე შეაფასა „ანარქისტული, გადარეული და ბრწყინვალე“.
ჯგუფის წევრები არიან რალფ ვილანდი (გიტარა, ვოკალი), სიმონ შორნდანერი (საქსოფონი, კლარნეტი), მაქს ედერი (აკორდეონი, დასარტყამი ინსტრუმენტები) და იოჰანეს ზენსი (დასარტყამი ინსტრუმენტები). მათ 2007 წელს დიტენჰოფენში ჩამოაყალიბეს ჯგუფი, რომელსაც ბულგარული ცეკვის სახელი „განკინო“ დაარქვეს. ჯგუფი უკრავს სიმღერებს და ჰყვება ისტორიებს საკუთარი სამშობლოდან. ეს არის იმ დროის მუსიკა და ტექსტები, როდესაც ჯერ კიდევ ნამდვილი ხალხური მუსიკა არსებობდა. მათ ფართო რეპერტუარშია არა მარტო მშობლიური ფოლკლორული მუსიკა, არამედ იმ ქვეყნების ხალხური სიმღერებიც, სადაც ჯგუფი გამოდიოდა, - მაგალითად უკრაინაში, სერბეთში, ყაზახეთში, სომხეთში, იტალიასა და საფრანგეთში.
მუსიკოსებმა თავიანთი სადებიუტო ალბომი „Das Potpourri Des Herrn Baron Von Gunzenhausen“ 2010 წელს გამოუშვეს. შემდეგ წელს კი იყო მეორე ალბომი „Zum Ersten Mal In Ihrer Stadt“. საბოლოოდ, განსაკუთრებული წარმატება ჯგუფს 2014 წელს მესამე ალბომმა „Franconian Boogaloo“ მოუტანა. 2015 წელს მუსიკოსებმა გოეთეს ინსტიტუტისათვის ტურნე გამართეს ცენტრალურ აზიაში, ასევე გამოდიოდნენ გერმანულ პავილიონში გამოფენა „ექსპოზე“ მილანში.
ჯგუფ„GANKINO CIRCUS“-ის კონცერტზე დასწრება ყველასთვის თავისუფალია!
ამ კონცერტის გარდა პროექტის კალენდარი დატვირთულია საინტერესო კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით. მათ შორის 6-7-8 მაისს დაგეგმილია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლი „მრისხანება“ ცნობილი თანამედროვე მწერლისა და დრამატურგის ნინო ხარატიშვილის პიესის მიხედვით. 8 მაისს ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ნინო ხარატიშვილი გივიმარგველაშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდება. თავისი უახლესი რომანით „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“ ნინოხარატიშვილმა საქართველო და მისი ისტორია ათასობით გერმანელ მკითხველს გააცნო და ამ რეგიონის მათ „შინაგან რუკაზე“ განთავსება შეძლო. სწორედ ამ წიგნით მან გერმანული კრიტიკისა და პუბლიკის დიდი აღიარება მოიპოვა.
11 მაისს გოეთეს დღეების მთავარი ღონისძიებაა ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გაიმართება გალა-კონცერტი და სიგელებითა და პრიზებით სტუდენტების საზეიმო დაჯილდოვება.
11, 12 და 13 მაისს თბილისის ქუჩებში კონკურსი „პოეტური გეოქეშინგი“ მოეწყობა, რაც გულისხმობს იმას, რომ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე დამალული იქნება სტიკერები გერმანული ლექსებით.კონკურსში მონაწილეებმა უნდა იპოვნონ ეს ლექსები, გადაიღონ ფოტო ან ვიდეო სტიკერების წინ და ატვირთონ Facebook-ის საკუთარ კედელზე ან Facebook-ის გვერდზე „სამი ქვეყანა ერთი ენა“. ის ადამიანი, ან წყვილი, ან ჯგუფი, რომელიც სამი დღის განმავლობაში დააგროვებს ქულების ყველაზე მეტ რაოდენობას ჩაითვლება გამარჯვებულად.
16 მაისს მწერალთა სახლი უმასპინძლებს ლუდვიგ ლაჰერის ლიტერატურულ საღამოს და ცნობილ ავსტრიელ მწერალთან შეხვედრას. ლუდვიგ ლაჰერი წაიკითხავს ფრაგმენტებს თავისი გახმაურებული რომანიდან „ვოლფგანგ ამადეუს უმცროსი, როგორია მოცარტის შვილობა“. ავსტრიელი ლირიკოსი ქართველ მსმენელს საკუთარ ლექსებზეც გაესაუბრება, რომლებიც ქართულად ნატო თხილავამ თარგმნა.
25 მაისს კინოთეატრი „რუსთაველში“ შვეიცარიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება კინოჩვენება ფილმისა „ჰაიდი“ (2015).
21 მაისს გოეთეს ინსტიტუტში მოეწყობა საინფორმაციო ფორმატის ღონისძიება-შეხვედრა „სწავლა გერმანიისა და ავსტრიის უმაღლეს სასწავლებლებში“ DAAD-ს (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) ორგანიზებით, სადაც სკოლისმოსწავლეებიდამათიმშობლებისრულყოფილად გაეცნობიანგერმანიასადაავსტრიაშისწავლისწინაპირობებს. გერმანიაში ინგლისურენოვანი პროგრამების სიმრავლის მიუხედავად, გერმანულენოვან ქვეყნებში საბაკალავრო საფეხურზე გერმანული ენის გარეშე სწავლა წარმოუდგენელია. ეს ეხება, როგორც ზოგად მიმართულებებს, ასევე კონკრეტულ სპეციალობებს, როგორიცაა - მედიცინა და სამართალი. გერმანული ენის ცოდნა სტუდენტს გზას უხსნის სწავლებისა და კვლევის ხარისხით მსოფლიოში გამორჩეული უნივერსიტეტებისაკენ, რომლებშიც სწავლის საფასური ან საერთოდ არ არის, ან სხვა საერთაშორისო პროგრამებთან შედარებით საკმაოდ დაბალია. აქედან გამომდინარე, ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვისაც კი გერმანული ენა გერმანულენოვან რეალობაში კომუნიკაციის აუცილებელ წინაპირობად რჩება.
ინიციატივის ”სამი ქვეყანა - ერთი ენა” ორგანიზატორები არიან გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), გოეთეს ინსტიტუტი, ავსტრიის ბიბლიოთეკათბილისში და საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZfA). „გერმანული ენის თვით“ ეს ორგანიზაციები 2013 წლიდან რამდენიმე უცხო ენისა და მათ შორის გერმანული ენის შესწავლის აუცილებლობაზე აკეთებენ მნიშვნელოვან აქცენტებს.მსოფლიოში 140 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს გერმანულ ენაზე მშობლიური ან უცხო ენის სახით. ევროპაში დაახლოებით 100 მილიონი ადამიანისათვის გერმანულიმშობლიურ ენას წარმოადგენს. ამგვარად გერმანული ყველაზე გავრცელებული ენაა თანამედროვე ევროპისთვის. გერმანულენოვან ქვეყნებს მდიდარი ტრადიციები გააჩნიათ განათლების სფეროში. გერმანული ენის ცოდნა გერმანულენოვანი ქვეყნების ეკონომიკური სიძლიერის გამო მთელ მსოფლიოში დასაქმების კარგ შანსებს იძლევა.
26 აპრილს 19:00-19:30 საათზე „გერმანული ენის თვის“ ოფიციალურ გახსნამდე ჯგუფი „Gankino Circus“-ის კონცერტის წინ შეგიძლიათ ინტერვიუები ჩაწეროთ როგორც ორგანიზატორებთან, ასევე ჯგუფის წევრებთან.
კონცერტზე დასწრება ყველასთვის თავისუფალია!