შემოგვიერთდით facebook-ზე
ვისზეა შეყვარებული გია სურამელაშვილი და რას ეუბნება მათ, ვინც მას ,,გეის" უწოდებს?!
18-11-2016, 20:18  /  ნახვა: 8452

სასიმღერო კარიერა ოცდაერთი წლიდან დაიწყო. ოთხმოცდაათიან წლებში ის პოპულარობის პიკზე იყო. კონცერტების ჩასატარებლად სოფელ-სოფელ დადიოდა, მოვლილი აქვს მთელი საქართველო. ფიქრობს, რომ წარმატებული კარიერისთვის ეს აუცილებელია, რადგან ასეთი სიახლოვით გიცნობს და გიყვარებს მაყურებელი. ეკრანებზე გამოჩენისთანავე ხალხმა აიტაცა და პოპულარული გახდა. მიუხედავად დიდი წარმატებისა, მან იურმალაზე შესარჩევ ტურში, მაშინ ვერ გაიმარჯვა, ამიტომ ქართულ ჟიურიზე გაბრაზებულმა პროდიუსერმა მონაცემები პირდაპირ მოსკოვში გააგზავნა, საიდანაც დადებითი პასუხი მოვიდა. იურმალაზე აღტაცებას და გაოცებას ვერ მალავდნენ, როგორც მისი ხმის, ასევე გარეგნობის გამო. ფიქრობს, რომ რაც უნდოდა, საქართველოს დონეზე ყველაფერს მიაღწია. ამაყობს, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ეთერ კაკულიასთან და მედეა ძიძიგურთან. ყველა აღტაცებული იყო მისით, რადგან არ არის ადვილი, 21 წლის ბიჭმა ფილარმონია მაყურებლით გაავსო.
- რაღაც დროით საქართველოდან წახვედით და შემოქმედებითი პაუზა გქონდათ...ვისზეა შეყვარებული გია სურამელაშვილი და რას ეუბნება მათ, ვინც მას ,,გეის" უწოდებს?!
- ძალიან ცუდი დრო იყო, ხალხს აღარ ემღერებოდა. მოსკოვში დასასვენებლად წავედი და შემოვრჩი. მეგობრებთან ერთად დროს ვატარებდი და ვქეიფობდი. შემდეგ, ისევ გავაგრძელე მუშაობა, უამრავი კონცერტი ჩავატარე. გული მწყდება, მაშინ დროის უქონლობის გამო, სამ ფილმში მონაწილეობაზე უარი ვთქვი. რუსეთში 11წელი გავატარე. ძალიან მაღალი დონის რესტორნებში და კლუბებში ვმუშაობდი, დაცვა მემსახურებოდა, ვარსკვლავური ცხოვრებით ვცხოვრობდი. მქონდა ჩავარდნებიც, მაგრამ ბედის უკმაყოფილო მაინც არ ვარ.
- რატომ დაბრუნდი საქართველოში?
- პირადი მიზეზის გამო. ადამიანი, რომელიც მიყვარდა, რაღაც დროით ერთმანეთს დავშორდით, შერიგების შემდეგ კი რუსეთში დაბრუნება აღარ გამოდიოდა. თან ძალიან ცუდი რაღაცეები მოხდა ჩემს ცხოვრებაში; ახალგაზრდა დედა გარდამეცვალა, ძალიან ცუდად ვიყავი. ამას დაემთხვა ის, რომ ჩემი ერთადერთი შვილი დაიჭირეს... ამ ყველაფრის შემდეგ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სიმღერას ისევ გავაგრძელებდი.
- დეპრესიული ხართ?
- კი, თან ძალიან ხშირად, პირადი ცხოვრებიდან გამომდიმარე. სამწუხაროდ, ცნობილ ადამიანებში პირადი ცხოვრება არ ამართლებს. ძნელია, როცა გრძნობას არ გიფასებენ, ან მე ვერ დავაფასე და გვიან მივხვდი. მენატრებიან ადამიანები, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან, დედა მენატრება.
- თქვენი დეპრესია რაში გამოიხატება? ვისზეა შეყვარებული გია სურამელაშვილი და რას ეუბნება მათ, ვინც მას ,,გეის" უწოდებს?!
- სახლიდან გასვლა არ მინდა, სულ ვწევარ. ამ დროს მუსიკა ძალიან მეხმარება.
- დაახასიათეთ თქვენი თავი.
- საშინელი ხასიათი მაქვს, დამთმობი არ ვარ, რასაც ხშირად ვნანობ, ეჭვიანიც ვარ. მიყვარს ჩემი მეგობრები და ოჯახი. მაღიზიანებს თვალთმაქცობა და ღალატი.
- პროტესტს რით გამოხატავთ?
- მქონია პროტესტის გამოხატვის შემთხვევა, როცა მიცემია და დამირტყავს, თუმცა უსიტყვოდაც დამიკარგავს ადამიანი.
- ჭორმა, რომელმაც ძალიან გაგაღიზიანათ? 
- ჩემზე ჭორები ყოველდღიურად ვრცელდება, ზოგჯერ მკლავენ, ან ფსიქიატრიულში მათავსებენ, ხან გეი ვარ... ეს ყველაფერი ჩემზე აღარ მოქმედებს. ჭორაობს ის, ვინც ნამდვილად ამის ჩამდენია, გეობას ვგულისხმობ. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც ვეზიზღები, ძალიან მევასებით!
- სილამაზის საიდუმლო რეცეპტი რა გაქვთ? ვისზეა შეყვარებული გია სურამელაშვილი და რას ეუბნება მათ, ვინც მას ,,გეის" უწოდებს?!
- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, ჩემი სილამაზე გენეტიკურია, ულამაზესი დედა მყავდა. ბუნებრივი ვარ, არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ გამიკეთებია, თუმცა წლების შემდეგ, თუ დამჭირდება კორექტირებას სიამოვნებით შევიტან.
- ადგილი, სადაც ყოფნა ყველაზე მეტად გიყვართ?
- ჩემი სახლი. ძალიან სტუმართ მოყვარე ვარ, მიყვარს, როცა მეგობრები მსტუმრობენ და ჩემი გამზადებული სადილებით ვუმასპინძლდები, მაქვს ჩემი ბლუდა.
- სამზარეულოში ხშირად საქმიანობთ? 
- დიახ, სახლში თითქმის ჩემს გამზადებულ საჭმელს მივირთმევ, მზარეულობა კარგად გამომდის.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ შვილთან?ვისზეა შეყვარებული გია სურამელაშვილი და რას ეუბნება მათ, ვინც მას ,,გეის" უწოდებს?!
- ფანტასტიური, ჩვენ მეგობრები ვართ. არაჩვეულებრივი რძალი და შვილიშვილი მყავს, რომლებიც ძალიან მიყვარს.
- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს, შეყვარებული ვარ, არ მეტყობა?
- ვინ არის თქვენი რჩეული?
- ამას საიდუმლოდ დავტოვებ, სიყვარულსა მალვა უნდა.
- რომანტიული ხართ?
- არა, რომანტიული არასდროს ვყოფილვარ. ვისზეა შეყვარებული გია სურამელაშვილი და რას ეუბნება მათ, ვინც მას ,,გეის" უწოდებს?!
- როგორი უნდა იყოს ქალი, რომელიც თქვენს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს?
- უნდა გამიძლოს...
- როგორ ფიქრობთ, რით შეინარჩუნეთ 27 წლის განმავლობაში პოპულარობა?
- არ ვარ ბოროტი, ბოღმიანი და შურიანი. გემრიელი, მოსიყვარულე და კაცთმოყვარე ადამიანი ვარ, თან ძალიან ლამაზი. მსმენელს ყოველთვის ახალ-ახალ სიმღერებს ვთავაზობ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს პროდიუსერს, ქალბატონ მარინა კაშიას, რომელიც ჩემს წარმატებაში დიდ როლს თამაშობს.
- ამჟამად რაზე მუშაობთ?
- ძალიან მალე ახალ, რითმულ სიმღერას ჩავწერ, ახლა ძირითადად გადაღებები მაქვს.
- სხვა ჟანრში სიმღერა არ გიცდიათ?
- არა, რაც ჩემია იმას ვმღერი, ექსპერიმენტები არ მიყვარს.
- რაზე ოცნებობთ?
- ვოცნებობ, რომ საქართველოში სულ გაღიმებულ სახეებს ვხედავდე, ჩემი ოჯახის წევრები დღეგრძელები იყვნენ...
- პროფესიით ვინ ხართ?
- მსახიობი. არ მეტყობა? ფოთის თეატრში ვთამაშობდი, თუმცა მსახიობობა ვერ მოვირგე, სიმღერა ვარჩიე.
- შემოთავაზება რომ იყოს, ფილმში ითამაშებდით?
- ბოლო ხანს სამსახიობო შემოთავაზება არ ყოფილა, რომ იყოს სიამოვნებით ვითამაშებდი, ალბად უფრო კომედიურ ჟანრში.
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- ორი ახალი სიმღერის ჩაწერას და ისრაელში გამგზავრებას ვგეგმავ. მინდა ვისარგებლო და თქვენი ჟურნალით ქართველ ემიგრანტებს მივმართო: ძვირფასო ემიგრანტებო, ძალიან მიყვარხართ, გაფასებთ. მინდა სამშობლოში, თქვენს ოჯახებში დაბრუნება გისურვოთ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ მისმენთ, გიყვარვართ. თქვენ ძალიან დიდ სტიმულს მაძლევთ. იდღეგრძელეთ და იბედნიერეთ!
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა