პატიმარი ხელჯოხით გააუპატიურეს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელები დააკავეს. მათ ბრალად მსჯავრდებულისთვის არაადამიანური მოპყრობა და წამება ედებათ.
პატიმრის წამების ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში აღიძრა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ლევან ლეჟავამ, ამავე დაწესებულების დირექტორმა შოთა თოლორდავამ, უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა გიორგი ფარჯანაძემ და პატიმრობის განყოფილების უფროსმა დიმიტრი ჩხეიძემ, 2012 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 22.00 საათზე მსჯავრდებულ პ.ო-ს ამავე დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის სავარჯიშოდ განკუთვნილ ოთახში ხელ-ფეხი შეუკრეს და სასტიკად სცემეს, მათ შორის რეზინის ხელკეტით. პატიმრის მიმართ არაერთხელ გამოიყენეს ელექტროშოკი, რის შემდეგაც წყლით სავსე ჭურჭელში, რამდნეჯერმე ჩააყოფინეს თავი და რეზინის ხელჯოხით გააუპატიურეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით კონტრაბანდულ საქონელს გაანადგურებენ
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი კონტრაფაქციული, ფალსიფიცირებული თმის მოვლის, ასევე სარეცხი საშუალებები, სავაჭრო ქსელში აღარ მოხვდება. 31 მაისს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა ტიპის კონტრაფაქციული, ფალსიფიცირებული საქონელი გამოავლინეს. კერძოდ, საბაჟო საწყობში „ლილო 1“ WASH & GO-ს სასაქონლო ეტიკეტით ნიშანდებული, 6 048 ცალი შამპუნი აღმოაჩინეს. საქონლის მფლობელი კომპანია, აღნიშნული პროდუქციის საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევას გეგმავდა. იმავე დღეს, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონის „თბილისი“ თანამშრომლებმა 5 174 დოლარის ღირებულების, 2 250 კგ. (150 ყუთი) კონტრაფაქციული სარეცხი საშუალება “Ariel”-ი დააკავეს. ტვირთი მფლობელ კომპანიას თურქეთიდან შემოჰქონდა.
მეცხრამეტე საუკუნის წიგნები საზღვარზე უკანონოდ გადაჰქონდათ
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოდან მე-19 საუკუნის წიგნების უკანონოდ გატანის ფაქტი აღკვეთეს. ფოთის პორტის გავლით, ბელორუსის მიმართულებით, ღვინით დატვირთული სატვირთო მანქანა გადაადგილებოდა. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, ავტომანქანაში, მე-19 საუკუნეში გამოცემული ოცი წიგნი აღმოაჩინეს. მანქანის მძღოლს განემარტა, რომ წიგნები, სიძველიდან გამომდინარე, შესაძლოა კულტურულ ფასეულობებს განეკუთვნებოდეს, შესაბამისად, ასეთი ნივთების გატანა, მხოლოდ სპეციალური ნებართვითაა შესაძლებელი. ნებართვის უქონლობის გამო, წიგნების საზღვარგარეთ გატანა აღიკვეთა.
პოლიციამ დაკავებულისგან დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევი დავით შ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „ტომფსონი“-ს სისტემის ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „კალაშნიკოვი“-ს სისტემის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხუთი მჭიდი და 653 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ჩეხეთიდან წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადირება მოხდება
26 აპრილს, თბილისის ინტერპოლის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩეხეთის სამართალდამცავებმა, საქართველოს მიერ, წითელი ცირკულარით ძებნილი, 1955 წელს დაბადებული ზურაბ ნადირაძე დააკავეს.
აღნიშნულმა პირმა 1994 წელს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა გიორგი ქოიავა, გრიგოლ ნატროშვილი, გიორგი კირკიტაშვილი და იოსებ ქოიავა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
დაკავებულს სხეულით 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება გადაჰქონდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1972 წელს დაბადებული ოლეგ ე. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ბრალდებული, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, საქართველოს საზღვრის კვეთისას დააკავეს. დაკავებულს, სხეულით, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება გადმოჰქონდა, რომელიც ნივთმტკიცებად ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 6,08 გრ ნარკოტიკული საშუალება 1,88 გრამ „ჰეროინს“ შეიცავს
მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლევონ გ. მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულმა 2013 წლის 22 აპრილს, ბათუმში, ბარცხანას დასახლებაში, ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრა, 1967 წელს დაბადებული, შვიდჯერ ნასამართლევი სამუელ ეგიზაროვი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევონ გ-მ ის შურისძიების მიზნით მოკლა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
23 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის "ზუგდიდდასუფთავების" შესყიდვების სამსახურის უფროსი, 1960 წელს დაბადებული ზურაბ ა. ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მოქალაქეს ბინის პრივატიზაციის სანაცვლოდ თანხა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა ზურაბ ა. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარ სპეციალური ნივთიერებით დანიშნული კუპიურები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გოგონებს თურქი მამაკაცებისთვის სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინტერპოლის მიერ, საერთაშორისო ძებნაში მყოფი ორი მოქალაქე: ელგუჯა ხუდაშვილი და გულშატ საფაროვა დააკავა.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, ისრაელის მოქალაქე 1961 წელს დაბადებული ელგუჯა ხუდაშვილი შეაჩერეს.
იგი პარიზის ინტერპოლის მიერ, 2008 წლიდან იძებნებოდა. საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 441-6-ე, 441-10-ე, 441-11-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, აგრეთვე საფრანგეთის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონის და საბაჟოს შესახებ კანონის დარღვევისთვის (კონტრაბანდული საქონლის ფლობა და იმპორტი, აკრძალული, არადეკლარირებული საქონლის იმპორტი, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად ყალბი სავაჭრო მარკის საქონლის ფლობა, იმპორტი და გაყიდვა).
დაკავებულებმა ჩადენილი ოცი დანაშაული აღიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: მალხაზ ბ, ბესიკ კ, ზურაბ შ. და დავით დ. ქურდობის ფაქტზე დააკავეს
,,ქურდული სამყაროს" წევრები დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა ე. წ. ,,ქურდული სამყარო"–ს წევრები, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1971 წელს დაბადებული კახა შ. და 1974 წელს დაბადებული აკაკი ბ. დააკავეს.
მელორ ვაჩნაძე სასამართლომ ამჯერად 400 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა
დღეს, სასამართლომ მელორ ვაჩნაძე 400 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა, სხდომა რამდენიმე საათს გაგრძელდა, წლის დასაწყისში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ვაჩნაძე, კახეთში, მოძრაობის წესების დარღვევისთვის და პოლიციასთან შეკლაპარაკების ბრალდებით იყო დაკავებული.