შემოგვიერთდით facebook-ზე
სასამართლოს გადაწყვეტილებით კონტრაბანდულ საქონელს გაანადგურებენ
4-06-2013, 09:43  /  ნახვა: 1965

სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი კონტრაფაქციული, ფალსიფიცირებული თმის მოვლის, ასევე სარეცხი საშუალებები, სავაჭრო ქსელში აღარ მოხვდება. 31 მაისს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა ტიპის კონტრაფაქციული, ფალსიფიცირებული საქონელი გამოავლინეს. კერძოდ, საბაჟო საწყობში „ლილო 1“  WASH & GO-ს სასაქონლო ეტიკეტით ნიშანდებული, 6 048 ცალი  შამპუნი  აღმოაჩინეს. საქონლის მფლობელი კომპანია, აღნიშნული პროდუქციის საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევას გეგმავდა. იმავე დღეს, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონის „თბილისი“ თანამშრომლებმა 5 174 დოლარის ღირებულების, 2 250 კგ. (150 ყუთი) კონტრაფაქციული სარეცხი საშუალება “Ariel”-ი დააკავეს. ტვირთი მფლობელ კომპანიას თურქეთიდან შემოჰქონდა.

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქონელს 10 სამუშაო დღის ვადით შეაჩერებენ. აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა, როგორც სასაქონლო ნიშნის უფლების, ასევე კონტრაფაქციული საქონლის მფლობელებს. 

დაკავებულ, კონტრაფაქციულ საქონელზე, სასამართლო საქმისწარმოება დასრულდა და წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, აღნიშნული პროდუქცია განადგურდება.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა