შემოგვიერთდით facebook-ზე
პატიმარი ხელჯოხით გააუპატიურეს
12-06-2013, 15:11  /  ნახვა: 1972

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  N15  დაწესებულების  ყოფილი თანამშრომელები დააკავეს. მათ ბრალად მსჯავრდებულისთვის არაადამიანური მოპყრობა და წამება ედებათ.
პატიმრის წამების ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში აღიძრა.  გამოძიებით დადგინდა, რომ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ლევან ლეჟავამ, ამავე დაწესებულების დირექტორმა შოთა თოლორდავამ, უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა გიორგი ფარჯანაძემ და პატიმრობის განყოფილების უფროსმა დიმიტრი ჩხეიძემ, 2012 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 22.00 საათზე მსჯავრდებულ პ.ო-ს  ამავე დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის სავარჯიშოდ განკუთვნილ ოთახში  ხელ-ფეხი შეუკრეს და სასტიკად სცემეს, მათ შორის რეზინის ხელკეტით. პატიმრის მიმართ არაერთხელ გამოიყენეს ელექტროშოკი, რის შემდეგაც წყლით სავსე ჭურჭელში,  რამდნეჯერმე ჩააყოფინეს თავი და რეზინის ხელჯოხით გააუპატიურეს.
სასამართლო განჩინების საფუძველზე ლევან ლეჟავა და გიორგი ფარჯანაძე დააკავეს. რაც შეეხება დიმიტრი ჩხეიძეს და შოთა თოლორდავას, მათი ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა