შემოგვიერთდით facebook-ზე

პოლიციამ დიდი ოდენობით მარიხუანა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1962 წელს დაბადებული კობა კ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ასანთის 28 კოლოფში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 55,66 გრ მარიხუანა.

ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით).

 

19-02-2014, 15:31

ნინოწმინდაში მოქალაქემ დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ჩააბარა
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ქალაქ ნინოწმინდაში მცხოვრებმა, 1979 წელს დაბადებულმა სამველ ა-მ ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა: დაზგის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნის ჭურვები: 6 ცალი „პეგა-15-პ“ და 6 ცალი „პეგა-9“, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის „ა-კა-ეს“-ის 12 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

17-01-2014, 14:42

შეიარაღებული ყაჩაღები გატაცებული ავტომანქანით ავარიაში მოყვნენ
შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს და საგურამოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლაშა კ. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში სამჯერ ნასამართლევი გიორგი გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ცივი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, მცხეთის რაიონში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1967 წელს დაბადებულ მიხეილ კოკორიანს ავტომანქანა „მერსედესი“, ფული, მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები გასტაცეს. გატაცებული ავტომანქანით მათ თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინეს, ავტომანქანა მიატოვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაზიანებული ავტომანქანა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და მის მფლობელსაც მიაკვლიეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ბრალდებულები, მომხდარიდან რამდენიმე საათში მცხეთაში დააკავეს.
გამოძიებამ, ასევე დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში ტაქსის მძღოლს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ცივი იარაღის მუქარით წაართვეს ფული, ოქროს ბეჭედი, მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულებს აღიარებენ.

21-10-2013, 17:27

პრობაციონერები კონცერტს დაესწრნენ
წრნენთელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მიწვევით, კახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულები კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრნენ. თელავში, კულტურული კვირეულის, „შემოდგომის ფესტივალის“ ფარგლებში გამართულმა წარმოდგენამ, რომელშიც პიანისტი ელისო ვირსალაძე და სხვა ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ, მოზარდების დიდი მოწონება დაიმსახურა.

თეატრის დირექციამ პრობაციონერები წარმოდგენებზე სამომავლოდაც მიიწვია.

პრობაციის ეროვნული სააგენტო არასრულწლოვანი პრობაციონერებისთვის ხშირად მართავს კულტურულ-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებს, რაც მათ ღირებულებათა გადაფასებასა და რესოციალიზაციაში ეხმარება.
 

 

16-10-2013, 16:07

საფრანგეთში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით კეზერაშვილი დააკავეს
მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, პარიზის და თბილისის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 1978 წელს დაბადებული დავით შოთას ძე კეზერაშვილი დააკავეს.
დავით კეზერაშვილს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევას, რამაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ზარალი გამოიწვია, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრებას და უკანონო შემოსავლის მიღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი რაოდენობით მითვისება-გაფლანგვას.
დავით კეზერაშვილს ჯერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსის, ხოლო შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა, რასაც ბოროტად იყენებდა, აღნიშნული დანაშაულების ჩადენის მიზნით.
ამჟამად საფრანგეთის პროკურატურის მიერ, დავით კეზერაშვილის მიმართ, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

15-10-2013, 14:34

ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კობა თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ქუთაისში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე - 1975 წელს დაბადებული მედეა ა. დანით სასიკვდილოდ დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილს ზურგის არეში ორი შემავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
სამართალდამცველებმა, ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ქუთაისში დააკავეს.
დანაშაულის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (სსსკ–ის 108–ე მუხლით) მიმდინარეობს.

14-10-2013, 15:22

ტრეფიკინგის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული დავით თ. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის ივლისში დავით თ-მ, 1993 წელს დაბადებული თ.ა. ოჯახისთვის ზიანის მიყენების მუქარით, ყვარლიდან თბილისში ჩამოიყვანა, პირადობის მოწმობა და ტელეფონი გამოართვა და განუცხადა, რომ მას მამაკაცებისათვის სექსუალური მომსახურება უნდა გაეწია, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ დავით თ-მ თ.ა-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და მუდმივი მუქარის ქვეშ აიძულებდა ბარ „თენექ“-ში მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურება გაეწია, ხოლო მათ მიერ გადახდილ თანხას მთლიანად ითვისებდა.
გამოძიება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე (სსსკ-ს 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.

23-09-2013, 16:28

სასჯელაღსრულების სამინისტრო ელისო კილაძის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს  
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.  სამინისტროს ინფორმაციით,  კილაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან არც ერთი არ არის გადაღებული ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ორი ფოტოსურათი, სადაც ნაჩვენებია პატიმრის მოკვეთილი ხელი, გადაღებულია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 2012 წლის ივლისში. ხელი ეკუთვნის პაციენტ ნოდარ რ.-ს, რომელიც არასოდეს ყოფილა პატიმარი.

18-09-2013, 13:23

,,რუსთავი 2"-ის შენობაში ნაღმის არსებობა არ დადასტურდა
დღეს, 12 სექტემბერს, 10:28 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შეტყობინება შევიდა. მოქალაქემ ცენტრის ოპერატორს თბილისში, სანდრო ეულის ქ. N5ა-ში „რუსთავი 2“-ის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გამნაღმველები და კინოლოგები ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით, შენობიდან, იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოახდინეს, მიმდებარე ტერიტორია ამკრძალავი ლენტით შემოსაზღვრეს და პერიმეტრი დაიცვეს.

12-09-2013, 13:44

გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა
საქართველოს შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, ბრალი, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რამდენიმე მუხლით დაუმძიმდა, და ამასთან შესაძლოა ბრალი სხვა მაღალჩინოსნებსაც წაეყენოთ, -  ამის შესახებ განცხადება მთავარ პროკურატურამ, ბრიფინგზე გაავრცელა.
პროკურატურის განცხადებით, ვანო მერაბიშვილისთვის ცნობილი იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ყველა დეტალი, რის შემდგომაც მან ფალსიციფიცირებული საქმის წარმოება უზრუნველყო.
პროკურატურამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ მოხდა, დანაშაულის წახალისება, ფარული მხარდაჭერა დანაშაულის დაფარვისათვის, ასევე სასჯელის ვადამდე ადრე გათავისუფლების ქმედებება. გამოძიების ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა დანაშაული საკუთარი მოტივებით ჩაიდინა.
„სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორებაში, რასაც ამ უკანასკნელის გარდაცვალება მოჰყვა, დ. ახალაიას გარდა მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ზემოაღნიშნული განაჩენით მსჯავრდებული პირები, არამედ, როგორც მინიმუმ, პოლიციის კიდევ ორი მაღალი თანამდებობის პირი“,- ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულებმა, მიიღეს ფულადი ანაზღაურება დუმილის სანაცვლოდ  და ისინი ისეთივე პირობებში იხდიდნენ სასჯელს, როგორც თავისუფლებაში მყოფი ადამიანი.

24-06-2013, 17:49

თინა ხიდაშელი დაკავებულებს თავდებში უდგება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგარეჯოს რაიონული მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხების, დიდი ოდენობით მითვისების და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე, მოადგილე ბესიკ მარტიაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თენგიზ ივანელაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ხატიაშვილი, საკრებულოს მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ ჯინჯიხაძე, შპს „არსაკიძის" დირექტორი რევაზ ბაჩოშვილი, შპს „ პალაცოს" დირექტორი ზაზა მაისურაძე და, შპს „მშენებელი 2013"-ს დირექტორი გიორგი ადუაშვილი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტს სახემწიფო ბიუჯეტიდან გამიყო 300 000 ლარი - საბავშვო ბაღებისა და საცხოვრებელი სახლების გადახურვა-შეკეთების დაფინანსების მიზნით.
2012 წლის 19 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო საკითხთა მთავარი სპეციალისტის თეიმურაზ ჯინჯიხაძის ორგანიზებით, მასთან დაახლოებული პირების სახელზე დაფუძნებული იქნა შპს „არსაკიძე", შპს „მშენებელი 2013" და შპს „პალაცო", რომლებთანაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ, გამარტივებული შესყიდვის წესით, გაფორმებული იქნა 3 ხელშეკრულება, 300 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე.

13-06-2013, 15:33

მგზავრს სხეულზე დამალული ოქრო აღმოუჩინეს
13 ივნისს, თბილისის აეროპორტში, სტამბოლი-თბილისის რეისით აზერბაიჯანის მოქალაქე ზ.ა. ჩამოფრინდა. საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“ გახორციელებული საბაჟო პროცედურების შედეგად, მგზავრს წელზე შემორტყმული, სამედიცინო დანიშნულების ქამრის ქვეშ დამალული, 687,89 გრ  წონის, ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩნდა.
ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ნაკეთობების სატარიფო ღირებულება 17902,2 აშშ დოლარია.
საქმე, შემდგომი რეაგირებისათვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა.
 

 

13-06-2013, 13:41



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა